329173752
IMG_2017
 
Sale!
 

ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლების კატალოგი

66.50 60.00

გამომცემლობა: არტანუჯი
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და რედაქტორია: ბუბა კუდავა.
ავტორთა ჯგუფი: ნესტან ბაგაური, ზურაბ ბატიაშვილი, ირმა ბერიძე,
ბუბა კუდავა, ნიკოლოზ ჟღენტი, გოჩა საითიძე, ნათია ხიზანიშვილი
გამოცემის წელი: 2017
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 591
ილუსტრირებული: არის
წონა: 1.700 კგ
ISBN: 978-9941-463-77-8
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

პროექტი „ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიური ვებ-რუკა)“ 2014-2016 წლებში, სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა გეომონაცემთა ბაზა და გამოიცა კატალოგი. გეომონაცემთა ბაზის შექმნა სიახლეა, როგორც საისტორიო მეცნიერებაში, ისე გეოსაინფორმაციო სისტემებში. ონლაინ ბაზა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მკვლევრებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ოპერატიულად მიიღონ წერილობით წყაროებსა თუ სამეცნიერო ლიტრატურაში არსებული ცნობები მათთვის სასურველ საძიებო რეჟიმში. პროექტის ფარგლებში გამოცემული კატალოგი პირველი მცდელობაა, თავი მოუყაროს რეგიონის ძეგლებთან დაკავშირებულ დიდძალ ინფორმაციას. წიგნს ერთვის ტაო-კლარჯეთში გადაწერილი ან უწინ აქ დაცული ხელნაწერებისა და რეგიონთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების მოკლე კატალოგი. ასევე გამოცემაში წარმოდგენილია იმ ისტორიულ პირთა ლექსიკონი-ცნობარი, რომლებიც მოღვაწეობდნენ ტაო-კლარჯეთში ან რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებულნი რეგიონთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანართი ტაო-კლარჯეთის დასახლებულ პუნქტებს ეხება. კატალოგს აგრეთვე ერთვის ვრცელი ბიბლიოგრაფია ტაო-კლარჯეთის რეგიონის ან მასთან მეტნაკლებად დაკავშირებული თემების შესახებ. კატალოგი დიდ დახმარებას გაუწევს ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ფილოლოგებს, სხვა სპეციალობის მეცნიერებსა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეგიონის მდიდარი მემკვიდრეობით უბრალოდ დაინტერესებულ პირებს. წიგნში შესულია ამ კუთხის ისტორიისა და კულტურის ძეგლების კატალოგი, ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებული როგორც ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების კატალოგი, ისე ისტორიული პირების ენციკლოპედიური ლექსიკონი. ისტორიული პუნქტების, თანამედროვე ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ ცნობები კი ანბანურად ძველი და თანამედროვე სახელების მიხედვითაა მოცემული. ისტორიულ ძეგლთა კატალოგის სტრუქტურა ასეთია: მონასტრები, ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები. მონაცემები წარმოდგენილია ისტორიული პროვინციების – სპერი, ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, აჭარა (მაჭახლის ხეობა), ლაზეთი („ზღვისპირი“), კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, ჯავახეთი (ზემო ჯავახეთი), სამცხე (ფოცხოვის ხეობა) – მიხედვით. ____________ ტაო კლარჯეთის რეგიონში ისტორიულ ძეგლთა რაოდენობა და მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია იზიდავს სხვადასხვა ინტერესის მქონე მეცნიერებს, მაგრამ ბოლო საუკუნე-ნახევარის განმავლობაში მსოფლიო ომებმა და შექმნილმა პოლიტუკურმა მდგომარეობამ შეაფერხა სამეცნიერო კვლევები . 2003 წლიდან ინტენსიურად ჩაერთო კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ჯგუფი ( რამდენიმე ათეული მეცნიერით) , რომლებიც საგანგებოდ იკვლევენ ტაო კლარჯეთის სიძველეებს, ისტორიულ გეოგრაფიას, ყოფა ცხოვრებას, ტოპონიმებსა და დიალექტებს . დღეს დღეისობი დაახლოებით 50 მდე ექსპედიაცა მოეწყო . ტაო კლარჯეთი, შავშეთი, კოლა , არტაანი , ერუშეთი , ლაზეთის ნაწილი , სამცხე ჯავახეთი და აჭარა , სწორედ ამ რეგიონებში მიმდინარეობდა ექსპედიციები , დღეს დღეისობით მოცემული პროვინციები თურქეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – ართვინში არტაანში არზრუმში და ყარსსში შედის. მოცემულია ტაო კლარჯეთში გადაწერილი ხელნაწერები და უწინ აქ დაცული ხელნაწერებისა და რეგიონთან დაკაავშირებული ისტორიული დოკუმენტების საკმაოდ ვრცელი ილუსტრირება. მასალა წარმოდგენილია ორ ნაკვეთად ( ხელნაწერები, დოკუმენტები) და თითოეული მათგანი ქრონოლოგიურადაა დალაგებული. ასევე შესულია ისტორიულ პირთა ლექსიკონი -ცნობარი, რომლებიც მოღვაწეობდნენ ტაო-კლარჯეთში ან რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებულნი რეგიონთა. ნაშრომი მოიცავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას ტაო-კლარჯეთის დასახლებულ პუნქტებთან დაკავშირებით. ნაშრომს ერთვის თან ვრცელი ბიბლიოგრაფია ტაო-კლარჯეთის რეგიონის ან მასთან მეტნაკლებად დაკავშირებული თემების შესახებ.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: , ,