shop_product_image_218922
shop_product_image_227625
shop_product_image_244993
 
 

სისხლიანი ფენტეზი(DARK FANTASY)

90.70

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: აბერკრომბი ჯო
გვერდები: 742
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
თარგმანი: ლაშა შუბლაძე
ფორმატი: 14X20.6

ხელმისაწვდომი: არის
Qty

უიღბლო ბარბაროსი, ბანქოს თამაშითა და ფარიკაობით განთქმული ოფიცერი, წამების მეთოდებში დაოსტატებული ინკვიზიტორი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ჯადოქარი. ეს არამხოლოდ „თვით მახვილის“ პერსონაჟების ჩამონათვალია, არამედ იმ ფეთქებადი კოქტეილის ელემენტებიც, რომლებმაც აბერკრომბი, მისი პირველი რომანის შემდეგ, ფენტეზის სამყაროში ნამდვილ სუპერვარსკლავად აქციეს. არაპროგნოზირებადი, შავი იუმორით და დაუვიწყარი პერსონაჟებით სავსე ისტორია წიგნს ხელიდან არ გაგაშვებინებთ, სანამ ბოლო გვერდს არ გადაშლით, ან თვალები არ ამოგიშრებათ… „თვით მახვილი“ – ჯო აბერკრომბის სადებიუტო ტრილოგიის „პირველი კანონის“ პირველი წიგნი!

„სანამ მათ ჩამოახრჩობენ“ ჯო აბერკრომბის ტრილოგიის „პირველი კანონი“ მეორე წიგნია, რომელშიც მოვლენები კიდევ უფრო დაძაბულად, ემოციურად და სუნთქვისშემკვრელად ვითარდება. კავშირსა და მის მიწებზე ომის ჯოჯოხეთური ქარიშხალი მძვინვარებს. ჩრდილოეთში ანგლანდს ბეთოდი უტევს, შანკები მთებიდან ჩამოდიან, სამხრეთში კი ძლევამოსილმა უთმან-ულ-დოშტმა დაგოსკას ალყა შემოარტყა და რადაც უნდა დაუჯდეს, ქალაქის დაბრუნებას აპირებს. არქილექტორის ბრძანებით ინკვიზიტორმა გლოკტამ გურკჰების ხელში დაგოსკის ჩავარდნა არ უნდა დაუშვას, ის კი უცხო, მტრებით სავსე ქალაქში სრულიად მარტოა. ვინ დგას ზედამხედველი დავუსტის მკვლელობის უკან? რა როლს თამაშობს სამყაროსა და ომების ბედში მაგია? სადამდე მიიყვანს უცნაურ ჯგუფს ბაიაზის წამოწყებული საშიში მოგზაურობა?

ჯო აბერკრომბის “პირველი კანონის” ბესტსელერი ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი. ისტორია დასასრულს უახლოვდება. ლოგენს კიდევ შემორჩა ძალა უკანასკნელი ბრძოლისთვის. ჩრდილოეთი ომის ალშია გახვეული. ცხრათითას სამშობლო უხმობს, სადაც ის თავის ძველ მეგობარსა და მთავარ მტერს უნდა დაუპირისპირდეს. ინკვიზიტორ გლოკტას ბრძოლა სხვა ფრონტზე აქვს გაჩაღებული. ბრძოლა, სადაც დაცული არავინაა და ნდობას არავინ იმსახურებს. მისი ფარიკაობის დღეები წარსულს ჩაჰბარდა. მისთვის, საბედნიეროდ, შანტაჟი, მუქარა და წამება არანაკლებ ეფექტური იარაღია. ჯეზალ დან ლუთარმა სამხედრო ცხოვრებასა და დიდების მოპოვების მცდელობას საყვარელ ქალთან ცხოვრება არჩია. თუმცა პირად ცხოვრებაშიც არანაკლები რისკია, დიდების ძახილი კი ზურგიდან მაშინ მოგეპარება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი. სანამ კავშირის მეფეთ-მეფე მომაკვდავი იმყოფება, გლეხები აჯანყებებს აწყობენ, დიდგვაროვნები კი მისი ადგილის დაკავებისთვის იბრძვიან. ომის აჩრდილი კავშირის შუაგულში გამოჩნდა. უპირველესი მაგებს შორის, როგორც ყოველთვის, სამყაროს გადარჩენას გეგმავს, მაგრამ რისკი დიდია. იმაზე საშინელი რისკი კი არ არსებობს, ვიდრე პირველი კანონის დარღვევაა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯო აბერკრომბის სამყაროში! ზოგი მას ჯორჯ მარტინს ამსგავსებს, ზოგი – ტოლკინს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს განუმეორებელი სამყაროა და თუ მის კარს შეაღებთ, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის უნდა მოემზადოთ. აბა, თავად განსაჯეთ, როგორი საზოგადოებაა – ჩრდილოელი მეომარი ლოგენ ცხრათითა ზედმეტსახელად “ცხრა სიკვდილი” (ეს სახელი ალბათ უკვე ბევრზე მეტყველებს); წამების მსხვერპლი მიმზიდველი ახალგაზრდა მოფარიკავე და მებრძოლი, ახლა კი თავად ინვალიდ ინკვიზიტორად ქცეული გლოკტა; თავმომწონე ოფიცერი ჯეზალი, რომელიც მთელს დღეებს ბანქოს თამაშსა და ტურნირისთვის მზადებაში ატარებს; შურისძიების წყურვილით შეპყრობილი გაქცეული მონა ქალი ფერო; მამაცი ოფიცერი კოლემი, რომელიც დაწინაურებაზე ვერც კი ოცნებობს, რადგან “დაბალ ფენას” წარმოადგენს; ჯადოქართა შორის უპირველესი, თუმცა კი ფრიად საეჭვო ბაიაზი და სხვები… შეიძლება მათ გვერდით მოიწყინოთ? რა თქმა უნდა, არა. რა მოგაწყენთ, როდესაც ეს ადამიანები სხვადასხვა გზით იბრძვიან კავშირის მიწაზე გაჩაღებულ ომში, რომელიც ხან ღია სისხლისღვრაა, ხან კი “კულისებს მიღმა” გადაინაცვლებს… ჩვენც მივყვებით მათ აბერკრომბის მიწებზე და ვცდილობთ არ დავარღვიოთ პირველი კანონი – არ გადავლახოთ საზღვარი ორ სამყაროს შორის, მაგრამ გამოგვივა კი ეს? ჩვენ ხომ მკითხველები ვართ, ანუ – ცნობისმოყვარე მოგზაურები და ყველა ჭუჭრუტანაში უნდა შევიხედოთ… აუცილეებლად უნდა გავიგოთ, როგორ დასრულდება ბრძოლა მშვიდობისთვის

სისხლიანი ფენტეზი(DARK FANTASY)
თვით მახვილი(წიგნი I) – 27.9
სანამ მათ ჩამოახრჩობენ(წიგნი I I) – 29.9
მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი(წიგნი I I I) – ჯო აბერკრომბი – 32.9