shop_product_image_216769
IMG_2007
IMG_2007
 
 

სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია (ორტომეული)

80.00

გამომცემლობა: ბაკმი
ავტორი: ზაზა აბზიანიძე, ქეთევან ელაშვილი
გამოცემის წელი: 2011

ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 160
ISBN : 9789941226274
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ეს არის პირველი ილუსტრირებული  სიმბოლოთა ენციკლოპედია ქართულ ენაზე, რომელშიც მოცემულია ანბანის მიხედვით, ყველა ასოზე საინტერესო სიმბოლოების განმარტებები: ჰერალდიკა,სიმბოლიკა, შემოკლებათა განმარტებები,ბიბლიის სიმბოლიკები შეხვდებით :

1.ფანტასტიურ არსებებს
2.ფერთა სიმბოლიკას
3.ქვეყბიერების ოთხივე მხარეს
4.ყვავილთა სიმბოლიკას
5.ზოდიაქოს სიმბოლოებს
6.ძვირფასი ქვებს

თითოეული სიმბოლოს გარჩევისას, მითითებულია კონკრეტული წყარო  რომელიც ადასტურებს სიმბოლოს ზუსტ აღწერილობას.აქ თქვენ ნახავთ:

იოანე ბაგრატიონის, ხელოვნების მუზეუმის, ვატიკანის მუზეუმის, ლი-კო იანის,ლუგანოს  და უამრავი კერძო კოლექციისა და მუზეუმებში დაცულ ნაშრომებს.

სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია გამოიცა ორ ტომად. წიგნის მიზანია, ქართველმა მკითხველმა აღმოაჩინოს და გაითავისოს სიმბოლოთა  დედაარსი, იგრძნოს განსხვავებულ კულტურულ ტრადიციათა მრავალფეროვნების ხიბლი, ის ტიპოლოგიური მსგავსებანიც, რაც ქართულ სიმბოლიკას ამა თუ იმ კულტურულ ტრადიციასთან ანათესავებს და ის განუმეორებლობაც, რომლითაც გამოირჩევა ქართული ფენომენი.

სიმბოლოში კონცენტრირებული ინფორმაცია ძალზედ წააგავს გენეტიკურ კოდს; ის მნიშვნელობათა ისეთივე ვრცელ მწკრივს იტევს, როგორიცაა, ვთქვათ, გენეტიკური სპირალი.

აღნიშნულ გამოცემაში ანბანურად არის დალაგებული სიმბოლოები და განხილულია მათი წარმოშობა, ასევე განმარტებულია, თუ როგორ არის ის წარმოდგენილი სხვადასხვა კულტურაში. თითოეული სიმბოლოს განმარტებას ახლავს ილუსტრაციები.

გამოცემის თემატიკაც, სტრუქტურაც და უაღრესად მდიდარი საილუსტრაციო მასალაც, პირველ ყოვლისა, ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი. სწორედ ამ ცნობისწადილით გამორჩეულ აუდიტორიას განსაკუთრებით დააინტერესებს სიმბოლოს იდუმალი ბუნება. მისი ფსიქოლოგიური და ეზოტერიკული ასპექტი, ყოველივე ეს ენციკლოპედიაში წარმოჩენილია მსოფლიოს ძირითად კულტრულ ტრადიციათა მაგალითზე. ამ მრავალფეროვან ფონზე მკაფიოდ ჩანს ქართული კულტურის ფენომენისა და სიმბოლოთა სისტემის განუმეორებელი თავისებურებანი..
სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედის I ტომს 2007 წლის მაისში მიენიჭა “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” პირველი ხარისხის პრემია _ “პარნასი”
ნომინაცია: 2006 წლის საუკეთესო წიგნი

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია (ორტომეული)”