tp-gri-kagaldis-kalakebi
ketrinebis_simravle_qda
ormoebi_qda
niki
optimized-es_cigni_ar_aris_qda
uil_greisoni
trollll
tp-gri-sami-sashobao-motxroba
 
 

სერია ვიტამინი

114.10 63.60

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა: ქართული
ყდა:რბილი
გვერდები:300-400
ფორმატი:13.00 X 19.00
ISBN:9789941235085
ხელმისაწვდომი: არის
Qty

თოვს და ითოვოს
ჯონ გრინი, მორინ ჯონსონი, ლორენ მირექლი
შობის ღამეს ქალაქ გრეისთაუნის მცხოვრებლებს მოულოდნელად ქარბუქი დაატყდება თავს: ჩერდება მატარებლები, მანქანები თოვლში ეფლობა და ადამიანები ცდილობენ, გამოდარებას სახლებში დაელოდონ.  მხოლოდ ერთი  გოგონა გაბედავს, თოვლში გაჩხერილი ექსპრესიდან გადმოვიდეს. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ იწყება მოვლენები, რომლებიც ბევრის ცხოვრებას შეცვლის: ერთ გოგონას მომხიბლავი უცხო ბიჭი შეუყვარდება, სამი მეგობარი რბოლაში გაიმარჯვებს, ხოლო ჯუჯა გოჭის ბედი შეყვარებული ბარისტას ხელში აღმოჩნდება…
კრებული “თოვს და ითოვოს!” სამი ამერიკელი მწერლის, ჯონ გრინის, მორინ ჯონსონისა და ლორენ მირაკლის მხიარული საშობაო მოთხრობებისაგან შედგება.  აქ ყველაფერია: ქარბუქი, მეგობრობა, სიყვარული, კოცნა… -შობა-ახალწლის დღესასწაულების  მთელი ხიბლი.

ეს არ არის წიგნი
კერი სმიტი
მთარგმნელი: ნინო გოგალაძე

ეს საგანი შენ გარეშე ვერ იარსებებს. შენ შექმნი მის შინაარსსა და დიზაინს. ყველაფერი შენი წარმოსახვისა და ფანტაზიის შედეგი იქნება, ოღონდ იცოდე: დავალების შესასრულებლად ამ საგნის გასაცოცხლებლად სახლიდან გასვლა და ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევს.

თუ ეს წიგნი არაა, მაშ, რა გიჭირავს ხელში? პასუხი შენ უკეთ იცი.

კეტრინების სიმრავლე
ჯონ გრინი
მთარგმნელი: ციუკა ყიფშიძე
შესაძლოა, ინტელექტუალური კოეფიციენტი იმდენად მაღალი გქონდეს, ვინმეს გენიოსი ან თითქმის გენიოსიც ეგონო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის. შესაძლოა, უამრავი შეყვარებული გყავდეს, თუნდაც ყველა ერთი და იმავე სახელით, მაგრამ არც ეს არის საკმარისი ბედნიერებისთვის. მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო? კარგი მეგობარი, კარგი შეყვარებული და საინტერესო თავგადასავალი…
ბესტსელერების გახმაურებული ავტორის, ჯონ გრინის „კეტრინების სიმრავლე“ სწორედ ასეთ საინტერესო ისტორიას გთავაზობთ.

ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი
დევიდ ლევითანი
მთარგმნელი: საბა ლეკვეიშვილი
სასიყვარულო ურთიერთობის წამოსაწყებად სულაც არ არის აუცილებელი ერთნაირი მუსიკალური გემოვნება, მაგრამ თუ საერთო ინტერესები გაქვთ, ეს შესანიშნავია! მაშინ უცნაურად დაწყებულ ნაცნობობასაც შეიძლება  ეწეროს შედეგიანი განვითარება. და რა იქნება იმაზე უცნაური, რომ გოგონამ გთხოვოს, გახდე მისი შეყვარებული ხუთი წუთით, თუნდაც იმიტომ, რომ „ყოფილთან“ კამათი აირიდოს?
თუმცა მარტო ეს არ არის… მთელი ღამის განმავლობაში ნიკი და ნორა თავიანთი საყვარელი ბენდის საიდუმლო კონცერტის ადგილისა და ამასთან, ნორას მთვრალი მეგობრის მოძებნას ცდილობენ.

ორმოები
ლუის სეკერი
მთარგმნელი: ნინო ბეგაშვილი
ილნეტსების საგვარეულო წყევლამ და მასთან დაკავშირებული უიღბლობების წყებამ გვარის უმცროს წარმომადგენელს, სტენლი ილნეტსსაც უწია, შედეგად თავი დიდ ხათაბალაში გაყო, უფრო სწორად, „ხათაბალა” პირდაპირ თავზე დაეცა. მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვედრილი სტენლი ყოველდღე თითო ორმოს თხრის, სხვა არაერთი წინააღმდეგობის გადალახვაც უწევს და თანდათან მისი ყოველი დღეც ერთ დიდ ორმოს ემსგავსება.
„ორმოები” დღეისათვის მოზარდთა ლიტერატურის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 2003 წელს მის მიხედვით ცნობილი ფილმი გადაიღეს.

რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები
მარკ ჰედონი
მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი
თხუთმეტი წლის კრისტოფერ ჯონ ფრენსის ბუნმა ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი, ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე და უამრავი სხვა რამ. ბიჭს ძალიან უყვარს და ეცოდება ცხოველები, აი, ადამიანებისა და მათი გრძნობებისა კი ბევრი არაფერი გაეგება; ვერ იტანს შეხებას და კიდევ – ყვითელ ფერს. ერთ ღამეს კრისტოფერი მეზობლის ძაღლს მკვდარს პოულობს და იწყებს გამოძიებას, რომლის დროსაც ბიჭი უამრავ სიძნელეს გადაიტანს და ბევრ საიდუმლოს ამოხსნის.
“რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები” ბრიტანელი მწერ­ლის, ილუსტრატორისა და სცენარისტის, მარკ ჰედონის გახმაურებული წიგნია. ავტორი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის ბავშვებთან, რამაც განაპირობა ასპერგერის სინდრომის მქონე კრისტოფერ ბუნის პერსონაჟის დამაჯერებლობა. წიგნი უიტბრედის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია; ასევე მიღებული აქვს “გარდიანის” პრემია, როგორც საუკეთესო საბავშვო რომანს, და მრავალი სხვა პრიზი. ავტორი ბუკერის პრემიის კანდიდატების თავდაპირველ სიაშიც მოხვდა.

ტროლებზე მონადირეები
გილიერმო დელ ტორო, დანიელ კრაუსი
ცხოვრება ყოველდღიური ერთფეროვნება გგონია, სანამ არ აღმოაჩენ, რომ ამქვეყნად სხვა სამყაროც არსებობს – თუნდაც მიწისქვეშ. ეს სხვა სამყარო შეიძლება გიზიდავდეს კიდეც, თუ არ იცი, რომ იქ მტრულად განწყობილი არსებები ბინადრობენ და მათ ერთ ლუკმადაც არ ეყოფი.
კალიფორნიის ერთი პატარა ქალაქის, სან-ბერნარდინოს მკვიდრი ჯეკ სტარჯესი და მისი უმცროსი ძმა, ჯიმიც ასე ფიქრობდნენ, სანამ ერთ არცთუ ისე მშვენიერ დღეს მიწისქვეშეთის ბინადარმა ტროლებმა ცამეტი
წლის ჯეკი არ გაიტაცეს…
გილერმო დელ ტოროსა და დენიელ კრაუსის ფენტეზის ჟანრის რომანის, „ტროლებზე მონადირეების“,  მთავარი გმირი ჯიმ სტარჯეს უმცროსი 45 წლის წინ მომხდარი საშინელი ამბების გამოსწორებას ცდილობს. მოახერხებენ თუ არა ჯიმი და მისი მეგობარი ტობი ბოროტ ძალებზე გამარჯვებას, ამას წიგნის დასასრულს შეიტყობთ.

უილ გრეისონი
ჯონ გრინი, დევიდ ლევითანი
მთარგმნელი: ტაო ჭალიძე
არ იფიქროთ, რომ წიგნის ყდაზე გამეორებული სახელი და გვარი უილ გრეისონი დიზაინერთა ხრიკია, საგანგებოდ შექმნილი მხატვრული ეფექტი. აქ თქვენ მართლა ორ უილ გრეისონს შეხვდებით: ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თინეიჯერს, ორი სრულიად განსხვავებული ავტორის ორ პერსონაჟს, რომელთაც გარემოება მოულოდნელად შეახვედრებს.
ჯონ გრინისა და დევიდ ლევითანის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაწერილი სიუჟეტური ხაზები საინტერესოდ კვეთს ერთმანეთს და მკითხველს მოზარდებისთვის აქტუალურ პრობლემებზე დააფიქრებს.

ქაღალდის ქალაქები
ჯონ გრინი
პოპულარული ამერიკელი მწერლის, ჯონ გრინის ეს რომანი ორი თინეიჯერის თავგადასავალს მოგვითხრობს: უფროსკლასელი კვენტინ ჯეიკობსენი, იგივე ქიუ, ბავშვობიდან შეყვარებულია თავის მეზობელ გოგონაზე, მომხიბვლელ და ექსტრავაგანტურ მარგო როთ შპიგელმანზე; ერთ ღამეს მარგო ქიუს შინ მიაკითხავს და სთხოვს, მონაწილეობა მიიღოს „სადამსჯელო ოპერაციაში“, ანუ დაეხმაროს ყველა იმ ადამიანზე შურისძიებაში, რომელთაც მას გული ატკინეს. ქიუ უყოყმანოდ თანხმდება გოგონას წინადადებას და უამრავ ფათერაკშიც გაეხვევა მასთან ერთად, მაგრამ მეორე დილით მარგო მოულოდნელად გაუჩინარდება. როგორც შემდგომ აღმოჩნდება, მარგოს ქიუსთვის საიდუმლო მინიშნებები დაუტოვებია, რომელთა გაშიფვრის შემდეგ ქიუ გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მარგო იპოვოს და მეგობრებთან ერთად მის საძებრად მიდის.
2015 წელს ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯეიკ შრეიერმა ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების თრილერი, რომელმაც დიდ ~ი პოპულარობა მოიპოვა.