საქართველო – ღვინის აკვანი

100.00

ენა: ქართული, რუსული
გამოცემის წელი: 2015
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 612
ISBN: 9789941076848
ხელმისაწვდომი: არის

 

Qty

წიგნი ” საქართველო – ღვინის აკვანი” ოთხი ნაწილისგან შედგება: “ფესვები”, “XIX საუკუნე” , “XX საუკუნე” და “XXI საუკუნე”. ქართული ღვინის ისტორია მოთხრობილია უძველესი დროიდან დღემდე. ავტორი გვაცნობს არა მარტო ქართველ სახელოვან მევენახეებს და მეღვინეებს, არამედ უცხოელ სპეციალისტებსაც, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ.  წიგნში ცალკე თავები ეთმობა სახელობით ღვინოებს. ავტორი პირველად აქვეყნებს რამდენიმე ისტორიას ცნობილი ქართველ თამადების შესახებ და გვიზიარებს თავის მოსაზრებებს თამადობის ინსტიტუტის შესახებ საქართველოში.
ღვინის თემატიკით დაინტერესებულ კოლექციონერებს დიდი სიამოვნება ელით, რადგან წიგნი მდიდარი საილუსტრაციო მასალით გამოირჩევა, ფოტოებით, ნახატებით, უამრავი თემატური საფოსტო ბარათით, ღვინის ეტიკეტით, ფლაერით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რამდენიმე ფოტო და გრაფიკული ციკლი, რომელიც პირველადაა თავმოყრილი ამ წიგნში.
მასში პირველად ქვეყნდება მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ინფორმაცია, გამოცემა მდიდარია ვიზუალური მასალით.
ბონდო კალანდაძის ავტორობით გამოცემულია 10 მონოგრაფია, იგი დაჯილდოებულია წარმატებული მეღვინის ოქროს მედლით, არის მეღვინეობის დარგში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, მის მიერ შექმნილია 50-ზე მეტი ლიქიორ-არყის რეცეპტი.
მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო, ხოლო ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი ძვ.წ. 6000-5800 წლებით განისაზღვრა, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი
აქედან გამომდინარე საქართველო ღვინის აკვანია