7822426939
file_719624249
 
 

საქართველო რუსთველის ეპოქაში

59.90

გამომცემლობა: არტანუჯი
ავტორი: როინ მეტრეველი
ენა: ქართული, ინგლისური
გვერდების რაოდენობა: 456
ფორმატი: 17×24
გამოცემის თარიღი: 2016
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული:  არის
ფასი: 59.95 
წონა: 1.300 კგ
ISBN: 978-99414-638-15
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty
როინ მეტრეველის ნარკვევში „საქართველო რუსთველის ეპოქაში“ მოცემულია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის, რუსთველის ეპოქის (XI საუკუნის მეორე ნახევარი – XIII საუკუნის 20-იანი წლები), პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ისტორია. ქართული და უცხოენოვანი წერილობითი პირველწყაროების საფუძველზე, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, ნუმიზმატიკური და ეპიგრაფიკული მასალის, აგრეთვე ქართული ისტორიოგრაფიის მონაცემების გათვალისწინებით, ნაშრომში ნაჩვენებია ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მხარე ისტორიული პროცესის მიმდინარეობის შესაბამისად, მოცემულია ის წანამძღვრები, რამაც რუსთველის ეპოქის საქართველოში სახელმწიფო განვითარება იმ დონემდე მიიყვანა, რომ არნახული კულტურული აღორძინების ფონზე წარმოიშვა რენესანსული იდეოლოგია და საქართველო მახლობელ აღმოსავლეთსა და წინა აზიაში ძლევამოსილ ქვეყნად აქცია.
წიგნში დაბეჭდილი ზოგიერთი მასალა ავტორის მიერ ადრეც იყო გამოქვეყნებული. ამჯერად ეს ნაწილი შევსებული და გავრცობილი სახითაა წარმოდგენილი. წიგნი ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის არის განკუთვნილი. თანდართული ვრცელი ინგლისურენოვანი ტექსტი (რეზიუმე) მასალას მისაწვდომს გახდის უცხოელი მკითხველისათვისაც.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “საქართველო რუსთველის ეპოქაში”

კატეგორიები: ,