aaaa
usamartlo shirvan shahi 2.indd
 
 

საქართველო (რასაც არწივები ხედავენ)

130.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: გედენიძე ირაკლი
გვერდები: 367
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართულ-ინგლისური
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: რამაზ ხატიაშვილი
ფორმატი: 27.5×33
აისბიენი/აიდი: 9789941246388
ხელმისაწვდომი: არის
Qty

 ეს ალბომი შეიქმნა გემოვნებიანი მკითხველისთვის. იგრძენით თავი არწივის ფრენის სიმაღლეზე და დატკბით საქართველოს სილამაზით!

წიგნში წარმოდგენილი ფოტოები გადაიღო ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ.
ალბომში შესულია საქართველოს ყველა კუთხე (აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარდა) რვა თვის განმავლობაში გადაღებული 100 000 ფოტოდან აირჩა საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც აიკინძა სპეციალურად ამ გამოცემისთვის. წიგნში თქვენ გელით დრონიდან გადაღებული საქართველოს ულამაზესი ხედები, რომლის ხილვის საშუალებაც უამრავ ჩვენგანს არ აქვს.
წიგნი ორენოვანია, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ძვირფასი საჩუქარი იქნება ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვისაც. ამავდროულად ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთულია და გვიყვება თითოეული კუთხის შესახებ ძალიან საინტერესო ისტორიას.

კახეთი (თელავი, ალავერდი, შუამთა, გრემი, იყალთო, ილიას ტბა, ლოპოტა, სიღნაღი, გურგენიანის ჩანჩქერი, კახეთის მინდვრები და ა.შ)
ქვემო ქართლი (მარტყოფის ღვთაების მონასტერი, ბეთანია, დმანისის ნაქალაქარი, ბოლნისის სიონი და ა.შ)
მცხეთა-მთიანეთი (მცხეთა, ჯვარი, სვეტიცხოველი, ანანური, გერგეთი, შატილი, ყაზბეგი, აბუდელაურის ტბები და ა.შ)
შიდა ქართლი (ამილახვართა ციხე-დარბაზი, გორის ციხე, უფლისციხე, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, ბატეთის ტბა, სტალინის სახლ-მუზეუმი და ა.შ)
სამცხე-ჯავახეთი (აბასთუმნის ობსერვატორია, აწყურის ციხე, კუმურდოს ტაძარი, ბორჯობი, საფარა, ზარზმა, ვარძია, ბაკურიანი, მწვანე მონასტერი, ხერთვისი და ა.შ)
იმერეთი (ქუტაისი, გელათი, მოწამეთა, ბაგრატი, უბისა, მღვიმე “პრომეთე”, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, კაცხის ტაძარი და ა.შ)
რაჭა-ლეჩხუმი (ნიკორწმიდა, შაორის ტბა, ონის ციხე, ხვანჭკარა, შოვი, ხოტევის ციხე, ცაგერი და ა.შ)
გურია ( ჯუმათის მამათა მონასტერი, ლიხაურის ეკლესია და ციხე, ბახმარო, შემოქმედი და ა.შ)
სამეგრელო (დადიანების სახასხლე, ანაკლია, მარტვილის კანიონი, პალიასტომის ტბა, ტობავარჩხლი, ცაიში და ა.შ)
სვანეთი (უშგულის ლამარია, ჩაჟაში, სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სიყვარულის კოშკი, ქორულდისა და ჩახის ტბები, მესტია და ა.შ)
აჭარა (ბათუმი, ჩაის პლანტაციები, ბულვარი, პიაცა, მწვანე ტბა, ქედა, შუახევი, სხალთის ტაძარი, ზვარე, ბათუმის ნავსადგური და ა.შ)
თბილისი (მეტეხი, თბილისი პანორამა, ნარიყალა, სამება, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ლისის ტბა და ა.შ)

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,