f2b23c08a14e498bc67e24df71f17a62
badrijnistorti1
file_646767518
file_045516253
file_570312211
 
 

საქართველოს კულინარიული ატლასი (1-2)

50.00

გამომცემლობა: პალიტრა l
ავტორი: ქეთი ადეიშვილი, ირმა იანტბელიძე
წელი: 2017
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 159
ფორმატი:  23.6 X 29.5
სერია: საქართველოს კულინარიული ატლასი
ISBN: 9789941246746
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ქართული სამზარეულო-ის სურათის შედეგი“საქართველოს კულინარიული ატლასი” – უნიკალური გამოცემა, რომელშიც საქართველოს ყველა გემო, კულინარიული ტრადიცია, და წეს-ჩვეულებაა მოქცეული. ეს რვატომეული გაგაცნობთ კულინარიას, როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელს, გამოგზაურებთ მთელ საქართველოში და შეგახედებთ მისი მრავალეროვნული სამზარეულოს ყველა კუთხე-კუნჭულში.

წიგნის ავტორებმა ქეთი ადეიშვილმა და ირმა იანტბელიძემ მთელი საქართველო მოიარეს და მოძიებულ და დასურათებულ ინფორმაციას ერთ ნაშრომში მოუყარეს თავი. შეხვდნენ როგორც ცნობილ ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს, კულინარებს, ასევე სახელგანთქმულ კუბდარის მცხობელს – სვანეთში, ლორის გამომყვანს – რაჭაში, აჭარული ხაჭაპურის უბადლო მცხობელს – აჭარაში, ყველაზე გემრიელი ჩურჩხელის ამომვლებს – კახეთში, ელარჯის მომზადებით მთელ სამეგრელოში სახელგანთქმულ ბებოს, კულინარიული ტრადიციების დამცველ და მოამაგე ადამიანებს იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში, ქართლში… და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისეს “საქართველოს კულინარიული ატლასი”.
საქართველოს კულინარიული ატლასი საშუალებას მისცემს მკითხველს, გაიმრავალფეროვნოს ცხოვრება და ინტერესების არეალი.
ასეთი წიგნი საქართველოს კულინარიული თავისებურებების შესახებ ჯერ არ გამოცემულა. წიგნში ნახავთ ტრადიციული ქართული კერძების მრავალფეროვნებას, მათ ისტორიას, მომზადების პროცესს უხვი ფოტომასალით. ამასთანავე,  ეს არის ერთგვარი ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს უამრავ ინფორმაციას ქვეყნის, მისი კულტურის, ეთნოგრაფიის, ისტორიის, ზნე-ჩვეულებების შესახებ და ასევე, სუფრის გაწყობის წესსა და სუფრის ეტიკეტსაც გვასწავლის.
მივიღებთ ძალიან ბევრ და სასარგებლო რჩევას, მაგალითად, ღვინისა და კერძის შეხამების შესახებ. წიგნში იქნება ღვინისა და ყველის რუკები.
ქართული და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული და დამკვიდრებული კულინარიული სისტემების შესახებ არაერთი წყარო მოგვეპოვება.

არსებობს ეთნოგრაფიული მასალები, რომელთა მიხედვით აღადგენენ მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის ტრადიციულ რაციონს ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყანაში, რომელიც ამავე დროს იყო აბრეშუმის გზა, უამრავმა საინტერესო მასალამ, კვების კულტურის თავისებურებებმა, სარიტუალო, რელიგიურმა, სუფრის ტრადიციებმა და ქცევის ეტიკეტმა, კერძის რეცეპტმა თუ სანელებელმა მოიყარა თავი. სანელებლების მიხედვით ამა თუ იმ კერძის ეროვნულ ხასიათსა და მნიშვნელობაზე მიუთითებდა ივანე ჯავახიშვილიც. ამ მხრივ საგულისხმო ჩანს ყურადღების გამახვილება არა მარტო მათ საგემოვნო თვისებებზე, არამედ ეთნიკურ ნიშნებზე, თავისებურებებზე, საკვებისადმი ეთნოფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე, რაც თავის მხრივ, ესოდენ ღირს საცნობს ხდის ქვეყანაში დამკვიდრებული კვების კულტურის ისტორიას
დაკავშირებული სურათი

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “საქართველოს კულინარიული ატლასი (1-2)”

კატეგორიები: ,