28660982_1031722970299544_2501349295679897372_n
28871791_1031723026966205_4747781132438724853_n
28577929_1031723073632867_4945316664083605280_n
29425573_1040978939373947_9149471395040722944_n
29468940_1779019675496016_4931657435552153600_o (1)
30706706_1809559092442074_6729268821372174336_n
 
 

საქართველოს ისტორია პატარებისათვის

48.00

გამომცემლობა: ქართული (ლოკო პლუსი)
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2017
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
ISBN: 9789941277764
ISBN: 9789941278570
ხელმისაწვდომი: არის

 

Qty
გამომცემლობა ”ქართული” გთავაზობთ ახალ საბავშვო სამტომეულს: ”საქართველოს ისტორია პატარებისათვის”.(ავტორი: ნუგზარ მოლაშვილი) სამი წიგნი მოთავსებულია სპეციალურ კოლოფში, რომელიც საჩუქრად გადაეცემა ყველა მყიდველს. ავტორი პატარებისათვის გასაგებ ენაზე, ზღაპრადნათქვამის მსგავსად მოგვითხრობს საქართველოს გმირულ წარსულსა და დიდ მამულიშვილებზე, საარაკო ბრძოლებსა და იმ საოცარ ამბებზე, რაც კი საქართველოს გადახდენია თავს.
წიგნები ქრონოლოგიის მიხედვით ასახავს იმ ყველაფერს, რასაც კი ჩვენამდე მოუღწევია. პირველი წიგნი („ამ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა-გმირი“), მოიცავს პერიოდს ქვის ხანის ადამიანიდან ქვეყნის გაქრისტიანებამდე. მეორე ტომი („თამარს უამბო დედამა“) ასახავს ჩვენი წარსულის ყველაზე ტკბილად მოსაგონარ ოქროს ხანას, მანამდე და მის შემდგომ პერიოდს 17-ე საუკუნემდე, მესამე წიგნი („ბაზალეთისა ტბის ძირას“) კი მოგვითხრობს ერეკლე მეფის ზეობასა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე დღემდე.
უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული და უხვად ილუსტრირებული სამტომეული საუკეთესო საჩუქარია ჩვენი პატარებისათვის.
ამ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა გმირი (ჩემი ქვეყნის ისტორია I ტომი )
თამარს უამბო დედამა  (ჩემი ქვეყნის ისტორია II  ტომი )
ბაზალეთისა ტბის ძირას (III ტომი)

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა