53452009_2722924537734680_6183859815035437056_n
54520489_2722924694401331_4117322986166419456_n
52852300_2678080718885729_4456509717606301696_n
52599010_2678084645552003_4571085005383532544_n
 
 

სასკოლო ბიბლიოთეკა

44.00

გამომცემლობა: ბაკმი
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 300-430
ISBN: 4585478954785
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ბიძია ტომის ქოხი, ძველი თარგმანით ბიძია თომას ქოხი (ინგლ. Uncle Tom’s Cabin) — ამერიკელი მწერლის, ჰარიეტ ბიჩერ სტოუსუმნიშვნელოვანესი რომანი. თავდაპირველად, 1851-1852 წლებში სერიებად იბეჭდებოდა გაზეთში The National Era. 1852 წლის 20 მარტს კი უკვე ცალკე წიგნადაც გამოიცა.
მოქმედება იწყება კენტუკში. იქაური ფერმერი, სახელად არტურ შელბი, ვალების გამო დგება ფერმის დაკარგვის საფრთხის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ იგი კეთილადაა განწყობილი საკუთარი მონების მიმართ, იძულებული ხდება რამდენიმე მათგანი გაყიდოს. მათ შორისაა ბიძია ტომი, შუახნის მამკაცი თავის ცოლთან და შვილებთან ერთად და ჰარი — არტურის მეუღლის, ემილის მოახლე ელაიზას ქალიშვილი. ემილი მონების გაყიდვის წინააღმდეგია, რადგან მან პირობა მისცა საკუთარ მოახლეს, რომ მის შვილს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდდნენ. ამ იდეას ეწინააღმდეგება არტურისა და ემილის ვაჟი, ჯორჯიც, რადგან ბიძია ტომი მისი კარგი მეგობარია. როცა ელაიზა შეიტყობს, რომ მის შვილს გაყიდვას უპირებენ, ის დაგეგმავს გაქცევას შვილთან ერთად და ამას ატყობინებს ბიძია ტომსაც, თუმცა იგი გაქცევის წინააღმდეგია. მიზეზად ასახელებს იმას, რომ არ სურს თავის ბატონს უღალატოს. ელაიაზა და ჰარი გაქცევას ახერხებენ და საბოლოოდ, კანადაში გადავლენ.
გვერდების რაოდენობა: 318
თარგმანი: მიხეილ კლიმიაშვილი

 

ზურაბ კიკნაძე- ქართული მითოლოგია
ქართული მითოლოგია — ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიკური და მკაფიოდ ინდივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.

ტომას „ტომ“ სოიერი (ინგლ. Thomas “Tom” Sawyer) — მარკ ტვენის რომანის, ტომ სოიერის თავგადასავლების (1876) პატარა პერსონაჟი. იგი გამოჩნდა მარკ ტვენის სამ სხვადასხვა რომანში: ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი (1884), ტომ სოიერი საზღვარგარეთ (1894), ტომ სოიერი მაძებარი (1896).

ამ პერსონაჟის სახელი შეიძლება აღებული იყოს მარკ ტვენის ნაცნობი მხიარული მეხანძრისგან, რომელიც მან გაიცნო სან ფრანცისკოში,სანამ რეპორტიორად მუშაობდა. მარკ ტვენი ხშირად უსმენდა სოიერს, რომელიც უყვებოდა თავისი ახალგაზრდობის ამბებს.
ტომ სოიერის საუკეთესო მეგობრებია: ჯო ჰარპერი და ჰეკლბერი ფინი. ტომ სოიერის თავგადასავალში აშკარაა ტომის ბრმა სიყვარული მისი თანაკლასელის ბეკი ტეტჩერის მიმართ, რამდენადაც ის ცდილობს მის დაინტრიგებას თავისი ძალით, გამბედაობითა და გარეგნული სილამაზით. ტომ სოიერი ბეკის პირველად ნახულობს მას შემდეგ, რაც გამოუტყდება თავის ერთ-ერთ თანაკლასელს, ამი ლორენსს თავის გრძნობებში. ტომ სოიერი ცხოვრობს თავის ნახევარძმასთან, სიდდთან, მის ბიძაშვილ მერისთან და თავის მკაცრ დეიდა პოლთან ერთად. მოქმედება ხდება სანკ-პეტერბურგში, მისურის შტატი (ადგილი გამოგონილია). წიგნში არაფერია ნახსენები ტომის მამაზე. მას ჰყავს კიდევ ერთი დეიდა, სალი ფელპსი, რომელიც ცხოვრობს მნიშვნელოვნად შორს მდინარე მისისიპიდან. ტომი არის დეიდა პოლის გარდაცვლილი დის შვილი.
გვერდების რაოდენობა: 272
თარგმანი: გრიგილ ყიფშიძე

 

ქართველ წმიდათა ცხოვრება
შესულია ქართველი წმიდანების ცხოვრება, რომელიც დაყოფილია კალენდრის მიხედვით, აგრეთვე გარდამავალი დღესასწაულები.
გვერდების რაოდენობა: 380