12-copy-crop-c0-5__0-5-304x405-100-crop-c0-5__0-5-304x405-100
file_467143125
11884-crop-c0-5__0-5-304x405-100
 
Sale!
 

სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული

90.00 45.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდები: 524
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2016
ფორმატი: 21.7X27.8
სერია: სამაგიდო წიგნების 2 ათეული
ISBN: 9789941241413
ხელმისაწვდომი: არ არის
Qty

ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკული წიგნი. რატომ `სამაგიდო”? იმიტომ, რომ თქვენთან ახლოს იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. ამ სერიით გამომცემული ყველა წიგნი სხვადასხვა დროის ბესტსელერია, რომლებიც ახლა უკვე განახლებული დიზაინით და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა.
“ქართული პოეზიის საგანძური” – ტომი 12 სერიიდან “სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეული”
100-ზე მეტი ავტორი
შესულია:
ხალხური პოეზია, იოანე ზოსიმე, რეფიელ ერისთავი, ალექსანდრე საჯაია, იოსებ ნინოშვილი, დავით გურამიშვილი, აკაკი შანიძე, მამია გურიელი, ვაჟა-ფშაველა, ტერენტი გრანელი, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ნინო დარბაისელი, შოთა რუსთაველი, პაოლო იაშვილი, კოტე მაყაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, იეთიმ-გურჯი, შალვა ამირეჯიბი, გიორგი ლეონიძე და სხვები.

“საოჯახო წიგნი” – ტომი 7 სერიიდან “სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეული”
ნინო ხოფერია – “საოჯახო წიგნი”
ქართველები გურმანები ვართ, კარგი კერძის ფასიც ვიცით და არც გემოვნება გვაკლია. ასე რომ, თუ გსურთ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, “საოჯახო წიგნი” თქვენი სამაგიდო წიგნი და მარჯვენა ხელი გახდება – ის უკეთეს დიასახლისად გაქცევთ და უკვე არსებულ გამოცდილებასაც გაგიმდიდრებთ.
შსეულია: საოჯახო ჰიეგიენა და სანიტარია, ხეხილის ბაღი, ბოსტანი, შრომა და დასვენება, კვების ჰიგიენა, ბრძოლა მავნე მწერებთან, კანის ჰიგიენა და კოსმეტიკა, თავის მოვლა, თმის მოვლა, ცხვირის, თვალების, კბილების და ფეხების მოვლა, ჯანმმრთელობის დაცვა ოჯახში, საუზმე, ჩაი, ყავა, საოჯახო კვება, კვების მნიშვნელობა, საჭმლის მომზადების წესები, სალათები, ცხელი სასმელები, მაიონეზი და საწებლები, სუფრის გაწყობა, წვნიანი კერძები, ბულიონები, შეზავებული სუპები, ჩიხირთმა, ხარჩო, ბოზბაში, ხორცის დახარისხება, ქათმის კერძები, თევზეული,  ბოსტნეულის კერძები, კარტოფილი, ბადრიჯანი, ლობიო,  კომბოსტო, ტლბილი კერძები, დესერტები, კომპოტები, ნაყინი, სუფლე და ჰაეროვანი ღვეზელი, კრემი და ჟელე, ცომი, პური, პუდინგები, ნამცხვრები, ტორტები, კვერცხის ნაწარმი, დიეტური საჭმელები, სასმელები.

ეპისტოლენი

მე-11 ტომში – “ეპისტოლენი” – შესულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II – ის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები 1978 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. პარიქრქის ლოცვა-კურთხევით გამოცემული “ეპისტოლენი” საზოგადოებისათვის აქტუალური თემებით და ბრძნული რჩევა-დარიგებით არის გაჯერებული
უწმინდესის ეპისტოლე გაჯერებულია საღმრთო წერილით. მთელი ცხოვრება მიუძღვნა უფალს, ამიტომაც საზოგადოება გულანთებულად უსმენს თითოეულ სიტყვას, როგორც მამობრივი მზრუნველობითა და ფილოსოფიური ხედვით ურთულესი საკითხების მარტივად გადაჭრის გზას. პატრიარქის ნაუბარი განათლებულსა და უბირს ერთი დოზით მიეწოდება, მათ გულამდე აღწევს უბრწყინვალესი რჩევები. მოგვაგონდება მოციქულებზე ნათქვამი სიტყვა: ,,განუხვნა გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა”. უწმინდესის სიტყვები, ქადაგებანი სამარადისოდ დაიუნჯებს მორწმუნეთა გულებში, რადგან თავად სიყვარულის გადმოფრქვევაა ასოთა წყობით. ჩვენი გულის მიმღეობით განიცდის უდიდეს შვებას, ვფიქრობთ, მკითხველი საუკუნო საგზალსა და ნუგეშს მიიღებს ამ წიგნის გაცნობისთანავე.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: , ,