shop_product_image_169325
main
main (1)
 
 

სათავგადასავლო წიგნების თარო

50.00

გამომცემლობა: ქართული
გამოცემის წელი: 2017-2018
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 200-250
ISBN: 9789941272837
ხელმისაწვდომი: არის

Qty

”სათავგადასავლო წიგნების თარო” ”გამომცემლობა ქართული”-ს მიერ 2017 წლის სექტემბერში დაწყებული პროექტია. სერია გამოვა 8 წიგნად (თვეში ერთი) და მასში თავმოყრილი იქნება ქართველი თუ უცხოელი განსაკუთრებული მოღვაწეების ნაწარმოებები. სერია საშუალებას მოგცემთ ყოველთვიურად განაახლოთ თქვენი ბიბლიოთეკა ლამაზი, საინტერესო და მოზარდებისათვის საჭირო ლიტერატურით.
ტომი 1 – ტომ სოიერის თავგადასავალი
წიგნში 12 წლის ბიჭებისა და მათი მეგობარი გოგონას თავგადასავალებია მოთხრობილი – თქვენი კომპიუტერული თამაშების მსგავსი თავგადასავლები. მხოლოდ, ამ წიგნის გმირებმა გადაწყვიტეს, რომ ცხოვრება ბევრად საამურია, როდესაც თავისუფლად დანავარდობ ნამდვილ მეგობრებთან ერთად, ნამდვილ კუნძულზე სახლდები, ნამდვილ ყაჩაღებს უპირისპიდები და ნამდვილ განძს პოულობ. ტომ სოიერი – მეამბოხე და ხულიგანი, რომანტიკოსი, ცრუპენტელა,”ცუდი ბიჭია”; ჰაკი – დიდი მაწანწალაა, ყველაზე დიდი ჰუმანისტი და ყველაზე ერთგული მეგობარია.
ტომი 2 – პატარა უფლისწული
ათასობით ვარსკვლავს შორის ობლად ჩაკარგული ყვავილი თუ შეიყვარე, ვარსკვლავის ხილვა ბედნიერებად გექცევა,შენთვის ფიქრობ: “ჩემი ყვავილი სადღაც იქ არის”…მაგრამ, თუკი ბატკანმა ყვავილი შეჭამა, შენთვის ყველა ვარსკვლავი ერთბაშად ჩაქრება.
ყველა ვარსკვლავი უნდა შეიყვარო და დაიმეგობრო.  ყველა ვარსკვლავი დუმს.
ასეა თუ ისე, შენი ვარსკვლავი ყველასგან გამორჩეული იქნება.
ღამით, ზეცას რომ შეხედავ, მოგეჩვენება, რომ ყველა ვარსკვლავი გიღიმის, რადგან გეცოდინება, რომ ერთ ვარსკვლავზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. შენც ვარსკვლავებს სიცილი ეცოდინებათ.
როდესაც გულს მოგეშვება, გამიხსენებ და გაიხარებ. ყოველთვის ასე ხდება.
ტომი 3 -15 წლის კაპიტანი
ცნობილი ფრანგი ფანტასტის – ჟიულ ვერნის „თხუთმეტი წლის კაპიტანი“ მამაცი ყმაწვილისა და მისი არანაკლებ მამაცი მეგობრების ფათერაკებით სავსე თავგადასავალია. ღია ზღვაში, აფრიკის ტროპიკებსა და მონებით მოვაჭრეთა ბანაკში, სადაც ერთმანეთს ადამიანების დამცირებისა და ხოცვა-ჟლეტის შემზარავი სურათები ენაცვლება. ამ ცოდვის კალოს ეპიცენტრია პორტუგალიის კოლონიები – ანგოლა და მოზამბიკი, საიდანაც მარაგდებოდა მონებით როგორც აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნები, ისე ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა.
მწერალი დაუპირისპირდა თავისი ეპოქის ამ სამარცხვინო პრობლემას. როგორც მის ყველა სხვა რომანში, ბოროტებაზე აქაც გმირების შეუპოვრობა, ერთგულება, საზრიანობა და იშვიათი გამძლეობა იმარჯვებს. თხუთმეტი წლის კაპიტანი დიკ სენდი დღემდე მოზარდების უსაყვარლეს პერსონაჟად რჩება.
ტომი 4 – გულივერის მოგზაურობა
ირლანდიელი მწერლის ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“ მთელ მსოფლიოში პოპულარული წიგნია. მასში ოსტატურადაა შერწყმული სათავგადასავლო ჟანრი და სატირა. მთავარი გმირი, ქირურგი ლემუელ გულივერი მოგზაურობს ფანტასტიკურ, არარსებულ ქვეყნებში, რომლებიც მწერალმა იმისათვის გამოიგონა, რომ თავისი დროის ინგლისის კოლონიური რეჟიმი, სამეფო კარი, საზოგადოება და პოლიტიკური სიტუაცია ცენზურისთვის შეუმჩნევლად გაეკრიტიკებინა. წიგნის საინტერესო სიუჟეტი, ლაღი თხრობა, შეფარული ირონია პერსონაჟების, მათ შორის მთავარი გმირის მიმართაც, ყველა თაობის მკითხველზე დაუვიწყარ შთბეჭდილებას ახდენს”
ტომი 5- ოკიანეში დაკარგულები
მაინ რიდის “ოკეანეში დაკარგულები” საზღვაო-სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რომელიც ყურადღებას იქცევს საინტერესო სიუჟეტით. ამ რომანში ავტორმა გვიჩვენა სხვადასხვა ბედისა და ხასიათის ძლიერი სულის ადამიანები, რომლებიც მკითხველის პატივისცემასა და აღტაცებას იწვევენ. ისინი არ ნებდებიან მძიმე ხვედრს და მთელ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას დაბრკოლებათა გადალახვას ახმარენ.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა