საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია

37.80

გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოცემის წელი: 2019
ყდა:მაგარი
ენა: ქართული
ISBN: 454524455
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

ქართული ჰაგიოგრაფია
წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” – პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემას მიზანია, ერთი მხრივ,  დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა,  მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალურ წყაროებთან.

ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ამ გამოცემაში ჩვენ მინიმალურად შევამოკლეთ “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტები, ხოლო “შუშანიკის წამება” პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი. ტექსტებს წინ უძღვის ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის შესავალი წერილები, სადაც ღრმა ცოდნითა და პოპულარული ენით მოწოდებულია ის ძირითადი ასპექტები – ისტორიული, რელიგიური, ლიტერატურული და სხვა – რომელთა გათვალისწინებითაც გაცილებით ღრმად ჩავწვდებით ქართული მწერლობის ამ უზადო ნიმუშებს.
გვერდების რაოდენობა:267
ყდა: მაგარი

 

ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია
მუჭანახევარა, წიქარა, მეჩონგურე (ხალხური), ახალი წელი ფშავში (ვაჟა ფშაველა), პირველი ცრემლი (ნინო ნაკაშიძე), გულადი ბიჭი მარწყვზე (იროდიონ ევდოშვილი), დადიანის ასული და მათხოვარი (ნიკო ლორთქიფანიძე) ახალი წელი მოწმე იყოს (ანა ხახუტაშვილი), ჭიქა თაფლი (ანა ხახუტაშვილი), ლახუნდარელის თავგადასავალი (სერგო კლდიაშვილი), მოჩხუბარიძე (გიორგი შატბერაშვილი), ერთი ბიჭის ზღაპარი (ნინო ბეზარაშვილი), ბიბო, მოგქონდა, ჩვენი ქოხის ბანი (რეზო ინანიშვილი), ქალაქში მიმინოს რა უნდა (ნოდარ დუმბაძე), ვაზმა გაიღვიძა (ვლადიმერ ასლამაზაშვილი), თოლია (ოტია), პეპელა და მისი ჩრდილი (ერლომ ახვლედიანი), ზედმეტი კაკალი, (მერაბ ელიოზიშვილი) შალიკო ხვინიაძის თავგადასავალი (რეზო ჭეიშვილი), თეასა და ნათიას არდადგეგები (ნარგიზა მგელაძე), ყველაზე კარგი პაპა (გურამ დოჩანაშვილი), როცა ყვავილებს სძინავთ (კარლო არსენაშვილი), უცნაური მხატვარი (გურამ პეტრიაშვილი), მოგზაურობა აფრიკაში (ნუგზარ შატაიზე), დავიწყებული სიმღერა (ნუნუ ქადაგიძე), სირიუსი, იდუმალი სტუმარი (ჭეიშვილი)
გვერდებიდ რაოდენობა: 352
ყდა:მაგარი

მსოფლიო საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია

ამ წიგნში არაერთ უცხოელ ავტორსა თუ პერსონაჟს შეხვდებით. გულიანად გაგაცინებთ ბარონ მიუნჰაუზენის, ჭკვიანი გრეტელისა და პატარა მუკის გულუბრყვილო ტყუილები; დაგაფიქრებთ ლეონარდო და ვინჩისა და ეზოპეს ქვეტექსტები; მოგხიბლავთ მარკ ტვენისა და ო. ჰენრის დახვეწილი იუმორი, ტუვე იანსონის, რეი ბრედბერისა თუ რადიარდ კიპლინგის სამყაროები, ყველასათვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა კი სპეციალურად ამ კრებულისთვის ითარგმნა და პირველად ქვეყნდება.
„მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიაში“ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მიაგნებს სათავისო საკითხავს – გადაშლისთანავე დარწმუნდებით, რომ მისი ადგილი სწორედ თქვენს ბიბლიოთეკაშია.
შესულია: გულადი თერძი, პატარა შავი დედალი ( ანტონ პოგორეკლსი), პატარა მუკის ამბავი ( ვილფემ ჰაუფი), პიერი და მისი ბატი (ალქსქანდრე დიუმა მამა) , გაჭირვებულის ტალ-კვესი და იმპერატორის ახალი სამოსი (ჰანს ქრისტიან ანდერსენი), ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ლუის კეროლი), როგორ ვურედაქტირე სასოფლო სამეურნეო გაზეთს (მარკ ტვენი), ღირშესანიშნავი შუშხუნა (ოსკარ უაილდი), ოზუს ჯადიქარი გრიგალი და თათბირი ღეჭიებთან (ფრეკ ბაუმი), ქარი ტირიფებში (კენეთ გრემი), პიტერ პენი და ვენდი (ჯეიმზ მეთიუ ბარი), წითელკანიანთა ბელადის დახსნა (ო. ჰენრი), თავის ნებაზე მოსეირნე კატა, რატომ აქვს ვეშაპს ასეთი დიდი ხახა (რადიარდ კიპლინგი), გლოსტერელი მკერავი (ბეაქტრის პოტერი),თეთრი მდუმარება ( ჯეკ ლონდონი), უკრავს ჩემი ცაცხვი, მღერის ჩემი ბულბული ( ასტრიდ ლინდგრენი), სიჩუმის მოყვარული ჰემული (ტუვე იანსონი), როგორ დავამსხვრიე ლენა  (მარია ფარი)

გვერდების რაოდენობა: 320
ყდა: მაგარი