როცა მეტირება, არ ვტირი

14.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: სილვა მიგელ ოტერო
გვერდები: 216
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: თეა გვასალია
ფორმატი: 14X20
ხელმისაწვდომი: არის
Qty

„როცა მეტირება, არ ვტირი“ დიდი ვენესუელელი მწერლის, მიგელ ოტერო სილვას (1908-1985) გამორჩეული ნაწარმოებია. ეს არის ოთხი ვიქტორინოს ამბავი, რომელთაც ერთნაირი ბედისწერა არგუნა განგებამ. ერთი ვიქტორინო დიოკლეტიანეს ეპოქაში ქრისტიანობისთვის წამებულია. სამი კი ვენესუელელია. ისინი მე-20 საუკუნეში ცხოვრობენ. მაშინდელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სამივე ერთ დღეს დაიბადა და ეს არის მათი საერთო, მერე თითოეული სხვადასხვა გზით წავიდა. განსხვავებულ სოციალურ წრეში მოხვდნენ, განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ სამივე ჯიუტად მიუყვება ცხოვრების ნებსით თუ უნებლიეთ არჩეულ გზას. თუმცა, რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ ეტირათ, რა მოხდებოდა, მათ დედებს მაინც რომ ეტირათ ერთხელ? იქნებ რამე შეცვლილიყო? რა უნდა შეცვლილიყო? ავტორი საოცარი ოსტატობით აღწერს ამ სამი ვიქტორინოს ამბავს. მოვლენები პარალელურად ვითარდება – ხან ერთ, ხან მეორე, ხანაც მესამე ვიქტორინოს ცხოვრებას მივყვებით, მათთან ერთად ვიძაბებით, განვიცდით, გვიხარია, ვტირით, როცა გვეტირება და თან გაუთავებლად ვიმეორებთ შეკითხვას, რა მოხდებოდა, მათაც რომ ეტირათ?

კატეგორიები: , ,