რობერ ბრესონი – ჩანაწერები კინემატოგრაფზე

16.00

გამომცემლობა: სეზანი
ავტორი: რობერტ ბრეისონი
ყდა: რბილი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 134
მთარგმნელი: ნუცა ალექსი-მესხიშვილი
ISBN: 9789941275852
ხელმისაწვდომი: არის

Qty

1975 წელს რობერ ბრესონი აქვეყნებს „ჩანაწერებს კინემატოგრაფზე“. ამ ერთი შეხედვით უბრალო სათაურის უკან იმალება უზარმაზარი სამყარო. ხელოვნების ახალი დარგის სამყარო, მისი არსი. ამ დარგს ბრესონი უწოდებს კინემატოგრაფს და კატეგორიულად მიჯნავს მას ჩვენთვის ყველასთვის ჩვეული ცნებისგან – კინოსგან.

კინემატოგრაფი – „კედელზე გაჭიმული თეთრი ტილოს მართკუთხედი ნაჭერი“, რომელზედაც, კამერისა და ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, შეიძლება გაიელვოს ადამიანის სულმა.” შესავალი. ნუცა ალექსი-მესხიშვილი.
“ეს სიტყვები ბევრად მეტია ვიდრე გამოცდილი რეჟისორის ჩანაწერები. აქ ყოველი სიტყვა არის ჭრილობა, ტანჯვითა და ძვირფასი ქვით დაღდასმული.
ჩვენს ღამეში ( ღამე შემოქმედებისა, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს იმისათვის, რომ აინთოს ეკრანი ) ისინი ანათებენ, როგორც ვარსკვლავები, რათა გვაჩვენოთ მარტივი და ურთულესი გზა სრულყოფილებისაკენ. ”
ლე კლეზიო.
რობერ ბრესონი დაიბადა 1901 წლის 25 სექტემბერს პიდე-დომშუ
მისი ადრეული სცოვრების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ბრესონის პირველი ინტერესის სფერო მხატვრობა ხდება, შემდეგ სწავლობს ფილოსოფიას.
კინოში მოღვაწეობას იწყებს, როგორც სცენარისტი, შედარებით გვიან იტერესდება რეჟისურით და 1934 წელს იღებს მოკლემეტრაჟიან ფინლმს.

ეს წიგნი მოიცავს1950-დან 1975 წლამდე პერიოდს. აფორიზმების ფორმით ჩამოყალიბებული ეს ნაწერები ყველაზე მნიშვნელოვან და ინდივიდუალურ ნააზრევად არის მიჩნეული კინოხელოვნების შესახებშექმნილ ნაშრომებს შორის.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა