shop_product_image_226481
shop_product_image_226524
shop_product_image_226577
shop_product_image_226671
shop_product_image_226721
 
 

ჟორჟ სიმენონი – ჩემი რჩეული მსოფლიო

50.00 33.00

გამომცემლობა: palitra L
ავტორი: ჟორჟ სიმენონი
მთარგმნელი: ზაზა სავანელი, ნინო წულუკიძე თინათინ ღარიბაშვილი,  ომარ ესიტაშვილი, ნანა თარგამაძე, ნუკრი ფხაკაძე,  იზოლდა ლეჟავა, ნანი მაძაღუა, გიორგი ჩიქობავა
თარგმანი: ფრანგულიდან

ყდა: მაგარი
სერია: ჩემი რჩეული მსოფლიო
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 290-350
ISBN : 978-9941-24-762-0
ხელმისაწვდომი: არის

Qty

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერლის, დეტექტივების ოსტატის, უბადლო მაძებარ, კომისარ მეგრეს „მშობლის“ შემოქმედება ასეულობით ტომს ითვლის, „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ ხუთტომეული კი გთავაზობთ ყველაფერს საუკეთესოს, რაც ქართულ ენაზე ითარგმნა.

დღეს სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ მწერლად არის აღიარებული. მას შეეძლო დღეში 80-მდე გვერდის დაწერა. სიცოცხლის განმავლობაში მას 450 რომანი და მცირე ზომის ნაწარმოებები აქვს გამოქვეყნებული. თუმცა ყველაზე ცნობილი მისი 75 რომანი და 28 მოთხრობაა კომისარ მეგრეს თავგადასავლებზე.

სახელგანთქმული “კომისარი მეგრე” მის შემოქმედებაში 1929 წელს გამოჩნდა. “მეგრეს ციკლიდან” პირველი ნაწარმოები სიმენონმა სულ რაღაც ექვს დღეში დაწერა, ეს სახე მკითხველს იმდენად მოეწონა, რომ ქალაქ დელფზეილში, სადაც მან თავისი გმირი მოიფიქრა, კომისარ მეგრეს ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს. ეს ფაქტი ჯერ კიდევ სიმენონის სიცოცხლეში მოხდა. მისი გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მწერალს დაბადების მოწმობა გადაეცა, რომელშიც ჩაწერილი იყო: “ჟიულ მეგრე, დაბადების ადგილი – დელფზეილი, მამა – ჟორჟ სიმენონი, დედა უცნობია”

მიუხედავად მერგეს ასეთი პოპულარობისა, სიმენონი უფრო მეტად, თავის ფსიქოლოგიურ თხზულებებს აფასებდა, რომლებსაც “ძნელ” რომანებს უწოდებდა. ასეთებად კი მიაჩნდა: “მატარებელი”, “ჭუჭყი თოვლზე” (ან “თოვლი ჭუჭყიანი იყო”), “მატარებელი ვენეციიდან”, “პრეზიდენტი” (უკანასკნელს მკითხველი ჩვენი “რჩეულის” ხუთტომეულში იხილავს).

მეგრე და შეშლილი ქალი. მეგრე და ზარმაცი ქურდი
ბერჟერაკელი მანიაკი. თავის საფასური
ყვითელი ძაღლი. სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფებში
ზანგთა კვარტალი. მეგრეს მემუარები
პრეზიდენტი. წერილი დედას

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ჟორჟ სიმენონი – ჩემი რჩეული მსოფლიო”