5171295367
6941495253
 
Sale!
 

პუტინის რუსეთი – აეროპორტი

38.00 29.95

გამომცემლობა: არტანუჯი
ენა: ქართული
ილუსტრირებული: არ არის
ყდა: მაგარი (პუტინის რუსეთი) რბილი (აეროპორტი)
გამოცემის წელი: 2014 (პუტინის რუსეთი) 2016 (აეროპორტი)
ფორმატი: 14.8×21
ISBN: 978-9941-445-59-0
ხელმისაწვდომი: არის

Qty

პუტინის რუსეთი – ანა პოლიტკოვსკაია

“ჩვენ დღითიდღე ვყალიბდებით ერად მიზნების გარეშე”


ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ
ეს წიგნი ვლადიმერ პუტინზეა, მაგრამ არა ისეთ პუტინზე, როგორსაც ჩვეულებრივ იცნობენ დასავლეთში, არა ვარდისფერი სათვალით დანახულ ვლადიმერ პუტინზე.
უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი იყო. `ნიუ იორკ ტაიმსს“ თუ დავეყრდნობით, ის უშიშრად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს.
ანა პოლიტკოვსკაიამ ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, რეპორტაჟებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო როგორც `ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. უფრო მოგვიანებით კი, მან უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა. ყურადღებას ამახვილებდა იმ საფრთხეებზე, რომელსაც პუტინის პოლიტიკა რუსეთის სტაბილურობას უქადდა, ტერორზე, ქვეყანაში რომ სუფევდა. ეს ჟურნალისტს საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რუსეთის მიერ ხელდასხმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის ოქტომბერში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

პოლიტკოვსკაია ყვება ისტორიებს, რიგითი რუსების ამბებს, თითო თავი თითო პაზლია დიდი ბოროტების დასანახად, თანდათან საოცრად ითრგუნები. ანაზე უფრო მეტად გწყდება მერე გული, როცა წარმოიდგენ ცხოვრობ ასეთ ქვეყანაში და თან აცნობიერებ, როგორ სძულხარ შენს ქვეყანას.ეს წიგნი იმის შესახებაცაა, რომ რუსეთში, საბედნიეროდ, ყველა არ არის მზად, პუტინის მმართველობის ტიპს შეეგუოს. ჩვენ აღარ გვინდა, ვინმეს გავლენის ქვეშ ვიყოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ყველაზე მეტად დასავლეთს აწყობს. ჩვენ გვაქვს თავისუფლების უფლება.

ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი `პუტინის რუსეთი“ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ითარგმნა და გამოიცა უამრავ ქვეყანაში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და შვედეთში.

წიგნი რუსეთში არ გამოცემულა.

გვერდების რაოდენობა: 370

 

აეროპორტი – სერგეი ლოიკო

რუსულიდან თარგმნა თამარ კვარაცხელიამ
მთავარი წიგნი ომზე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, და გმირებზე, რომლებსაც უნდოდათ სიცოცხლე, მაგრამ იღუპებოდნენ.
„აეროპორტი“ – ეს არ არის ქრონიკა, გამოძიება, მატიანე. ეს არის რომანი, დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. წიგნში უამრავი პერსონაჟია, ბევრი დრამატული, ერთმანეთთან გადაჯაჭვული სიუჟეტური ხაზი. წიგნი არა მხოლოდ და არა იმდენად ომზეა. იგი სიყვარულზეცაა, ვერაგობაზე, ვნებაზე, ღალატზე, სიძულვილზე, რისხვაზე, სინაზეზე, ტკივილსა და სიკვდილზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს დღევანდელ და გუშინდელ ცხოვრებაზე.
„ეს ეჭვგარეშე საუკეთესო წიგნია ომზე, რომელიც შემხვედრია. ავტორმა მოახერხა ასი პროცენტით გადმოეცა „კეთილ ძმა-მეზობელთან“ ომის რეალიები. აქ მწერლის ნიჭი არაა საკმარისი. ასე რომ ასახო ომი, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე მასში. საჭირო იყო იქ გეცხოვრათ ჩვენთან ერთად ამდენი დღის განმავლობაში. ვკითხულობ და ტანში ჟრუანტელი მივლის, გული მიძგერს და მეყინება. თითქოს ისევ იქ ვარ, აეროპორტში. ომის სუნსაც კი ვგრძნობ“ (სერგეი ტანასოვი, დონეცკის აეროპორტისათვის ბრძოლების მონაწილე).
„როდესაც ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ თქვენი შვილიშვილები საკმარისად გაიზრდებიან, რომ წაიკითხონ ეს წიგნი, იმედი მაქვს, რომ აქ აღწერილ ამბებს აღიქვამენ როგორც ფენტეზის, Cyborgs vs. Orcs, ან რაღაც ამდაგვარს, არა იმიტომ, რომ „ეს არ შეიძლება არასდროს მოხდეს“, არამედ იმიტომ, რომ ეს არასდროს არ უნდა მოხდეს (სერგეი ლოიკო).

 

გვერდების რაოდენობა: 484

 

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “პუტინის რუსეთი – აეროპორტი”

კატეგორიები: , ,