Sale!
 

პლანეტა დედამიწა

39.95 33.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდები: 247
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
ფორმატი: 22.5 X 29
ISBN: 9789941290695
ხელმისაწვდომი: არის
Qty

შეისწავლეთ “პლანეტა დედამიწა”, მისი ბუნების საოცრებანი, საიდუმლონი და ცოცხალი ორგანიზმები.
როგორ ფორმირდება მთები?
რატომ არის პოლარული დათვი თეთრი?
როგორ იქმნება წვიმის წვეთები შტორმულ ღრუბელში?
რა მიზეზით იფრქვევა მანამდე მიძინებული ვულკანი?
ამ და კიდევ უამრავ სხვა შეკითხვას უპასუხებს წიგნი „პლანეტა დედამიწა“, რომელშიც ულამაზესი ფოტოსურათები და შთამბეჭდავი ფერადი ილუსტრაციებია.
მოხერხებულად მოეწყვეთ და გაეცანით მსოფლიოს საოცარ ფაქტებს, გაიგეთ, როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი პლანეტა.
წიგნში აღწერილია ჩვენი დედამიწის ბუნების ყველაზე საინტერესო, ულამაზესი თუ შიშის მომგვრელი სასწაულები.
ყველაზე მაღალი ხეები, ცამდე აზიდული მწვერვალები, ოკეანის სიღრმეები.
ამ წიგნის საოცარი ილუსტრაციები ცხადად წარმოაჩენენ ბუნების ყველა საიდუმლოს. წიგნი ეხება ასობით თემას, გვაცნობს ათასობით ფაქტს; იმდენად დაწვრილებით განმარტავს საკითხებს, რომ ყველას შეუძლია მიხვდეს, რა იწვევს ისეთ მარტივ მოვლენას, როგორიცაა ნისლი. გასაგებად გვესაუბრება ყველასთვის ამოუცნობ თემებზე, რას ნიშნავს თერმორეგულაცია, როგორია ძუძუმწოვრების სასიცოცხლო ციკლი და ა.შ
ეს წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, მათ შორის ექსპერტებისათვის. წიგნი იყოფა რვა თავად:  პლანეტის გეოლოგია, ვულკანები, მიწისძვრები, ეკოლოგია, ამინდი, გარემო, ცხოველები და მცენარეები. ამ წიგნთან ერთად მრავალ სასიამოვნო საათს გაატარებთ: გაეცნობით დედამიწის წიაღში მიმდინარე მოვლენებს, შეიტყობთ როგორ ჩამოყალიბდა ამაზონი, გრანდ-კანიონი, ჰიმალაი და სხვა.
შეისწავლეთ დედამიწა და ბუნების სასწაულები.

მაშ, ასე, პლანეტა დედმიწა გელით!