pe-adamianis-organizmi_0
pe-geograpia_7
pe-pirveli-enciklopedia
enc-pe-kosmosi-1-1
enc-pe-mecniereba
 
 

პირველი ენციკლოპედია

125.00 50.00

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
წელი:
2016
ყდა:მაგარი
გვერდები:168
ფორმატი:21.50 X 27.50
ISBN:9789941235955
ხელმისაწვდომი: არის
Qty

ადამიანის ორგანიზმი
ეს მშვენიერი ენციკლოპედია ადამიანის ორგანიზმს გაგაცნობს. აქ შეიტყობ, რა ფუნქცია აქვს თითოეულ ორგანოს; როგორ ვსუნთქავთ, ვმოძრაობთ, შევიგრძნობთ თუ ვებრძვით დაავადებებს.
საილუსტრაციოდ გამოყენებულ ფოტოებზე ნახავ იმ უმცირეს უჯრედებსაც კი, რომელთა დანახვა მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების საშუალებითაა შესაძლებელი.
ენციკლოპედიის ყველა თავში მოცემულია ჩანართი: ძირითადი ფაქტები თემის შესახებ, ცოდნისა და დაკვირვების უნარის შესამოწმებელი კითხვები და სახალისო აქტივობები.
შესულია: ადამიანის ორგანიზამი, ჩონჩხი და ძვლები, კუნთები, ტვინი და შეგრძნებები, გული და სისხლი, ფილტვი და სუნთქვა, ფრჩხილები და თმა, ბრძოლა ავადმყოფობასთან, საჭმლის მონელება, საშარდე სისტემა, გამრავლება და ზრდა, სიცოცლის ციკლი, ჯანმრთელობა. კომუნიკაცია, ცნობები, შენი საოცარი სხეული, ჩონჩხი, თავის ქალა, მოქნილი ხერხემალი, ცენტრი, ნერვული სისტემა, სისხლის მიმოქცევა, ჰაერის ომრები, ჟანგბადი, თირკმელები, ბავშვის ჩასახვა, სისხლის უჯრედები, ზრდა, სხეულის ენა, მოძრავი სახსრები, კუნთები და მისი ძალა, ხრტილები.
კოსმოსი
ეს საოცარი ენციკლოპედია ვარსკვლავებით მოფენილ სივრცეში გამოგზაურებს.
აქ შეიტყობ ყველაფერს პლანეტების, ვარსკვლავების, გალაქტიკებისა და ასტრონავტების შესახებ.
წიგნში კოსმოსური ტელესკოპებით გადაღებული არაერთი არაჩვეულებრივი ფოტოსურათია.
ენციკლოპედიის ყველა თავში არის სხვადასხვა ჩანართი:  ფაქტები ძირითადი თემის შესახებ, ცოდნისა და დაკვირვების უნარის შესამოწმებელი კითხვები და სახალისო აქტივობები.
შესულია: კოსმოსი, კოსმოსის შესწავლა, მზის სისტემა, კომეტები და მეტეორები, იდუმალი კოსმოსი, კოსმოსი ყველასთვის, ცნობები.

ატლასი – პირველი ენციკლოპედია
ეს ატლასი ქვეყნიერებას შემოგატარებს.
აქ უამრავ საინტერესო ფაქტს შეიტყობ სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის, ტრადიციების, არქიტექტურისა თუ ცხოველთა სამყაროს შესახებ.
არაჩვეულებრივი რუკები და ფოტოები თვალნათელ წარმოდგენას შეგიქმნის კონტინენტებსა და ქვეყნებზე.
ატლასის  ყველა თავში არის სხვადასხვა ჩანართი:  ფაქტები ძირითადი თემის შესახებ, ცოდნისა და დაკვირვების უნარის შესამოწმებელი კითხვები და სახალისო აქტივობები.

გეოგრაფია
ეს მშვენიერი ენციკლოპედია მთელ დედამიწას მოგატარებს. აქ შეიტყობ ყველაფერს ამინდის, ვულკანების, ოკეანეებისა თუ ტყეების შესახებ. წიგნი ყველა კონტინენტზე გამოგზაურებს და სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას გაგაცნობს.
საილუსტრაციოდ გამოყენებული საოცარი ფოტოები აუცილებლად მოგანდომებს ნამდვილ მოგზაურობას.
ენციკლოპედიის ყველა თავში მოცემულია ჩანართი:  ძირითადი ფაქტები თემის შესახებ, ცოდნისა და დაკვირვების უნარის შესამოწმებელი კითხვები და სახალისო აქტივობები.
 შესულია: ფიზიკური გეოგრაფია, ცოცხალი მსოფლიო, საზოგადოებრივი გეოგრაფია, რუკების საოცარი სამყარო.
მეცნიერება
ეს მშვენიერი ენციკლოპედია მეცნიერების კანონზომიერებებს გაგაცნობს. აქ შეიტყობ მცენარეების, ცხოველების, კოსმოსისა და დედამიწის საოცრებების შესახებ და გაიგებ, როგორ გამოიყენო მეცნიერების მიღწევები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
საილუსტრაციოდ გამოყენებული საოცარი ფოტოები მეცნიერული ფაქტებისა და ბუნებრივი მოვლენების ნათლად დანახვას გაგიადვილებს.
ენციკლოპედიის ყველა თავში მოცემულია ჩანართი: ძირითადი ფაქტები თემის შესახებ, ცოდნისა და დაკვირვების უნარის შესამოწმებელი კითხვები და სახალისო აქტივობები.
შესულია: ჯანმრთელობა, კვებითი ჯაჭვი, ეკოსისტემა, სიცოცხლის შენარჩუნება, დედამიწის წრებრუნვა, ნივთიერებები, რა არის ნივთიერებები და მისი თვისებები, საოცარი ატომები, მოლეკულები, ელემენტები, ნარევები, რექციები. ფიზიკა, რა არის ენერგია, ელექტროობა, ენერგიის ტალღები, ბგერა, სინათლე, სითბო, ძალები, მექანიზმი, დედამიწა და კოსმოსი, მთვარე, დედამიწის აგებულება, ქანები, მინერალები, ნიადაგი, რესურსები, ამინდი, ენერგიის კრიზისი, ჩვენი მზის სისტემა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა