book_532c26e12e866
book_52d534ece3a1a
file_6109016
file_9859076
 
 

პეპი გრძელწინდა და სახურავის ბინადარი კარლსონი

37.80

გამომცემლობა: დიოგენე
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 456 (კარლსონი)
გვერდების რაოდენობა: 340 (პეპი)
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
ISBN: 9789941112102
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

მსოფლიოში აღიარეულმა ასტრიდ ლინდრენმა წერა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და 1945 წელს პირველად გამოაქვეყნა “პეპი გრძელიწინდა”. თავის ნაშრომებში, ასტრიდი ხშირად იყენებდა სიტყვას “ცნობისმოყვარე”, რომელიც ძალიან კარგად აღწერდა მას, როგორც პიროვნებას და ასევე, მის პერსონაჟებსაც.
ასტრიგ ლინგრედის მსოფლიო აღიარების მიზეზი ისიც გახდა, რომ მას, როგორც ქალსა და როგორც მწერალს, ჰქონდა უნიკალური განცდა იმისა, რომ შეიძლებოდა კაცობრიობის გაერთიანება დროსა და სივრცეში.
მან ეს განცდები გააერთიანა თავის პერსონაჟბშიც. ოქროსფერ ნაწნავებიანი ჭორფლიანი პეპი, უშველებელი ჭრელი წინდებით, რომელიც წვიმაშიც კი რწყავს ყვავილებს, რომელსაც მეტი საქმე არ აქვს იტიროს და ცხვირი აქსუტუნოს, სხვა არაფერია, თუ არა მწერლის განცდები, რომლებმაც ყველა დროის, ყველა თაობის ადამიანთა გულებში ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრეს.
გარდა საბავშვო თემატიკისა, ასტრიდ ლინდრენის მოთხრობებში საჭირო პრაქტიკულ გაკვეთილებსაც აღმოაჩენთ

პეპი გრძელიწინდა
შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ვილა “ვილეკულაში” ერთი უცნაური გოგონა, პეპი გრძელწინდა დასახლდა – ჟღალი თმით, ჭორფლიანი ცხვირითა და დიდი ლურჯი თვალებით. სხვადასხვა ფერის წინდები აცვია, ერთი – შავი, მეორე – ყავისფერი. იგი მხოლოდ ცხრა წლისაა, მაგრამ მარტო ცხოვრობს პატარა მაიმუნთან – ბატონ ნილსონსა და ცხენთან ერთად. პეპის არც დედა ჰყავს და არც მამა. არავინ ეუბნება, როგორ უნდა მოიქცეს. ამიტომ პეპი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც თავად სურს!
პეპი – მსოფლიოს ხალხთა ბავშვების უსაყვარლესი წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას თავგადასავლების შესახებ. წიგნი განკუთვნილია 7-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის და მსფოფლიოს მასშტაბით გაყიდულია მილიონობით ეგზემპლარი.
ინგრიდ ვანგ ნიგმანის ილუსტრაციები
ეთერ კუბლაშვილის თარგმანი.

სახურავის ბინადარი კარლსონი
გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის – ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის მხიარული ამბების სრულ ვერსიას ერთ წიგნად. ახალი გამოცემა ორიგინალის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.
კარლსონი (შვედ. Karlsson på taket — კარლსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს ან სახურავის ბინადარი კარლსონი) — ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც შეიქმნა შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის მიერ.
კარლსონი ცხოვრობს შვედეთში, პატარა სახლში, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზეა აშენებული. კარლსონი საუკეთესო მეგობარია შვიდი წლის სვანტე, სვანტესონების უმცროსი ვაჟი, რომელსაც უბრალოდ ბიჭუნას ეძახიან.
არსებობს მოსაზრება, რომ ლინდგრენმა პერსონაჟი შექმნა მისტერ ო’მეილის მიხედვით, რომელიც კროკეტ ჯონსონის 1942 წლის კომიქსში გამოჩნდა.
თარგმანი: ჯენეტ ბაჯელიძ

Can not find book by ID

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა