პატარა უფლისწული
15672822_1328173757213380_5648105323013237135_n
 
 

პატარა უფლისწული

22.99

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: ეგზიუპერი ანტუან დე-სენტ
გვერდები: 80
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2015
თარგმანი: ეკა მაჩიტაძე
ილუსტრატორი: მანუელა ადრიანი
ფორმატი: 25X31
ISBN: 9789941240065
ხელმისაწვდომი: არ არის
Qty

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ 1944წელს ფრანგული რივიერის თავზე ავიაკატასტროფაში დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა და დაასურათა. ეს არის ზღაპარი- იგავი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზემთავარზე : ჩვენს პლანეტა დედამიწაზე, ერთგულებასა და მეგობრბაზე, სიყვარულსა და მოვალეობაზე… და კიდევ, სილამაზეზე.„ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო“,შეგვახსენებდა, ადამიანებს უძღვნა ეს ულამაზესი ზღაპარი და როგორც პატარა უფლისწული, თავადაც ვარსკვლავებთან გაფრინდა.
პატარა უფლისწული (ფრანგ. Le Petit Prince) — ალეგორიული ნოველა; ფრანგი არისტოკრატის, მწერლის, პოეტისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაშრომი. პირველად გამოქვეყნდა 1943 წელს ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე. საფრანგეთში ნოველა გამოიცა ომის შემდეგ, 1946 წელს (თუმცა ორიგინალის ენაზე ნოველა პირველად ჯერ კიდევ აშშ-ში გამოიცა პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე მეტად თარგმანი ფრანგულენოვანი წიგნია. საფრანგეთში ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. გადათარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე (მათ შორის ბრაილზე), მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ მოწინავე ბესტსელერს.

სენტ-ეგზიუპერი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მან სამხედრო პილოტად დაიწყო მუშაობა. წიგნი კი აშშ-ში დაწერა და დააილუსტრირა, მას შემდეგ რაც საფრანგეთის კამპანიისას განცდილი მარცხისას ამ ქვეყანაში გადაიხვეწა. აშშ-ში მას პირადი დავალება ჰქონდა, რომ მისი მთავრობა დაერწმუნებინა სასწრაფოდ ჩართულიყო ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში. ნაწარმოების ნახევარზე მეტი მან პირადი აღმასვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების პარალელურად დაწერა, მათ შორის მგრძნობიარე ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი ახალგაზრდა უფლისწულის პირით ჰყვება.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა