დუმბაძე
დუმბაძე2
 
 

პალიტრა კლასიკა – ნოდარ დუმბაძე (I და II ტომი)

36.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: დუმბაძე ნოდარ
გვერდები: 518
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
ფორმატი: 17.5X25
ISBN: 9789941244742

ხელმისაწვდომი: არის
Qty

I ტომი შესულია: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი , ნუ გეშინია, დედა!, მზიანი ღამე
II ტომი შესულია: მე ვხედავ მზეს, თეთრი ბაირაღები , მარადისობის კანონი

ნოდარ დუმბაძე თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წელს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანა. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია

ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა — როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე.

დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა