პალიტრა კლასიკა – ილია ჭავჭავაძე

17.99

ამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: ჭავჭავაძე ილია
გვერდები: 553
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
ფორმატი: 17.5X25
სერია: პალიტრა კლასიკა
აისბიენი/აიდი: 9789941247644
ხელმისაწვდომი: არის
Qty

წიგნში შესულია: კაცია – ადამიანი?!; მგზავრის წერილები; გლახის ნაამბობი; ოთარაანთ ქვრივი; სარჩობელაზედ; ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი; ამბავად გაგონილნი; აჩრდილი; ქართვლის დედა; რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან; მეფე დიმიტრი თავდადებული; განდეგილი

ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

ილია ჭავჭავაძე რეალიზმის წარმომადგენელი იყო სწორედ რეალისტები აღწერენ ცხოვრებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

როგორც ვიცით, რომანტიკოსები ცხოვრებას გაურბოდნენ და ბუნების წიაღში განმარტოებულნი ეძლეოდნენ მწუხარებას,მაგრამ, ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როცა აუცილებლად გახდა თუნდაც ყველაზე მიუღებელი ცხოვრებისა და ადამიანური ურთიერთობების ფხიზელი გონებით შეფასება. სწორედ ასე ჩამოყალიბდა ახალი მხატრული სტილი რეალიზმის სახელწოდებით. რეალისტებმა გაქცევას შუაგულში ყოფნა არჩიეს. რეალისტური პრინციპებით საზრდოებდნენ XIX-ის 60-იანი წლებში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც „თეთრგდალეულთა“ სახელწოდებით არიან ცნობილნი.

თერგდალეულები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი,კირილე, ლორთქიფანიძე, სერგეი მესხი და სხვა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა