ყაზბეგი
file_353856841
 
 

პალიტრა კლასიკა – ალექსანდრე ყაზბეგი

17.99

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: ყაზბეგი ალექსნდრე
გვერდები: 621
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
ფორმატი: 17.5X25
სერია: პალიტრა კლასიკა
ISBN: 9789941248016
ხელმისაწვდომი: არის
Qty

წიგნში შესულია ალექსანდრე ყაზბეგის რომანი და მოთხრობები: “ელგუჯა”, “მამის მკვლელი”, მოძღვარი”

მწერლის შემოქმედებაზე გავლენა ქართულმა, რუსულმა და ფრანგულმა ლიტერატურამ მოახდინა.

მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა და ა.შ

ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ – გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა.

ალექსანდრე ყაზბეგის რომანებისა და მოთხრობების ეკრანიზაცია საინტერესო გახდა ქართველი თუ საქართველოში მოღვაწე კინემატოგროფისტებისათვის, რომლებმაც შექმნეს ოთხი მხატვრული ფილმი. აღსანიშნავია, რომ არც ერთ კინორეჟისორს არ შეუცვლია ყაზბეგისეული სათაური თავისი ფილმისთვის.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა