ორშაბათი იწყება შაბათს

14.90

გამომცემლობა: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ავტორი: სტრუგაცკი არკადი ; სტრუგაცკი ბორის
გვერდები: 320
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: ვასილ გულეური
ფორმატი: 13X19.5
სერია: ფანტასტიკური ბიბლიოთეკა
ISBN: 9789941474538
ხელმისაწვდომი: არის
Qty

ფანტასტი ძმების ვრცელი ბიბლიოგრაფიიდან საუკეთესოს შერჩევა გაძნელდება და, ალბათ, არც არის საჭირო – გემოვნებაზე, მოგეხსენებათ, არ დავობენ, მაგრამ „ორშაბათი იწყება შაბათს“ ოთხ-ხუთ, განსაკუთრებით წარმატებულ ნაწარმოებს შორისაა და ფანტასტიკის ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებს – ამას თავგადაკლული სკეპტიკოსებიც კი ვერ უარყოფენ. ძალიან კეთილი და სასაცილო ზღაპარი – ლეგენდარული „НИИЧАВО“-ს – ჯადოქრობისა და მისნობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ზღაპრული ყოველდღიურობა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გმირები, ფეიერვერკული იუმორი, დინამიკური სიუჟეტი, გასული საუკუნის სამოციანი წლების შუაგულში დაწერილი ვრცელი მოთხრობა ერთი ამოსუნთქვით იკითხება და არც იმდროინდელ სოციალურ სატირას დაუკარგავს სიმწვავე – დღესაც აქტუალურია. ორიგინალი კარგად მიგნებული, მახვილგონივრული ალუზიებითა და კალამბურებითაა დახუნძლული.