shop_product_image_1755
499ef1b5f40e47508e1bd5d2b0b0b31f
 
 

ომი და მშვიდობა

39.95

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: ტოლსტოი ლევ
გვერდები: 712
გარეკანი: მაგარი + სუპერი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: მინდია აგლაძე; არისტო ჭუმბაძე
ფორმატი: 16 X 23
ISBN: 9789941215209
ხელმისაწვდომი: არ არის
Qty

„ომი და მშვიდობა“ XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხებულია. უდიდესი მწერალი ლევ ტოლსტოი, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და ჰუმანისტი, მძაფრად განიცდის მარცხს. ამ განცდით ატანილი და საკუთარ თავთან დარჩენილი მწერალი მუშაობას იწყებს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს რომანზე. რომანი სტრუქტურულად რამდენიმე ანტითეზაზეა აგებული – ერთმანეთს უპირისპირდება ორი ომი და ორი ბრძოლა, ორი მხედართმთავარი და ორი ქალაქი და სათაური _ ომი და მშვიდობა.
ომი და მშვიდობა“ (იმდროინდელი რუსული ორთოგრაფიით: Война и миръ) — ლევ ტოლსტოის რომანი, რომელსაც 1865წლიდან 1868 წლამდე წერდა. რომანში აღწერილია 1812 წლის რუსეთის სამამულო ომი. უკვე 1865 წელს რომანმა დიდი წარმატება მოიპოვა და მისი ნაწყვეტი ჟურნალ „რუსსკი ვესტნიკში“ დაიბეჭდა სათაურით „1805“.

1854 კავკასიიდან დუნაის არმიაში გადავიდა. ყირიმის ომის დროს სევასტოპოლის სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა „სევასტოპოლური მოთხრობებისათვის“ (გამოქვეყნდა 1855-1856), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს ომი, გულმოდგინე შრომისათვის მას მშვიდობა სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. 1855 ტოლსტოი პეტერბურგში ჩავიდა, დაუახლოვდა ნ. ნეკრასოვს, ი. ტურგენევს, ი. გონჩაროვს, ა. ოსტროვსკის, ნ. ჩერნიშევსკის. 1856 წელს საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგყაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1859იასნაი-პოლიანაში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის.