3702759165
1757589187
5890902359
5993009735
4545080815
6742007671
1307707941
 
 

ნობელის პრემიის ლაურიატები (V)

100.00 58.90

გამომცემლობა: ინტელექტი
კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:200- 390

ფორმატი:14.8×21
ყდა:რბილი
ენა: ქართული
ხელმისაწვდომი: არის
ISBN:978-9941-402-21-0

Qty

ნობელიანტების სერია ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და პოპულარულია „ინტელექტის“ საგამომცემლო პროექტებს შორის. ეს ბუნებრივიცაა – საზოგადოების დიდ ინტერესს ყოველთვის იწვევდა და იწვევს ნობელის პრემიის ლაურეატები, მათი შემოქმედება, მოღვაწეობა. 

„ინტელექტი“ საშუალებას აძლევს ქართველ მკითხველს, მშობლიურ ენაზე წაიკითხოს ყველა იმ ნობელიანტის რჩეული ნაწარმოებები, რომლებმაც ეს პრემია ლიტერატურის დარგში დაიმსახურეს

 

სიცილი – ანრი ბერგსონი

სიცილი – ანრი ბერგსონი
თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ
„ფილოსოფოსი-პოეტი“ – ასე უწოდებენ ფრანგ ნობელიანტს მისი ღრმა შინაარსისა და ნათელი, ელეგანტური, პოეტური სტილისათვის. ნობელის პრემია ბერგსონმა 1927 წელს მიიღო „ნათელი და ცხოველმყოფელი იდეების აღიარების ნიშნად, აგრეთვე იმ განსაკუთრებული ოსტატობისთვის, რომლითაც ეს იდეები იქნა ხორცშესხმული“.
მწვავე ესეი სიცილი ადამიანური მდგომარეობის ამ გამოხატულების – სიცილის ბუნების შესახებაა. ბერგსონის აზრით, სიცილს იწვევს გონებისა თუ სხეულის ნებისმიერი მექანიკური ჩვევა, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრების მდინარებას. კომედია კი ხელს უწყობს პიროვნულ და საზოგადოებრივ პროგრესს.

შემობრუნება – გიორგოს სეფერისი

თარგმნა მარიამ წიკლაურმა
ახალბერძნულიდან ბწკარედული თარგმანი, წინასიტყვაობა და შენიშვნები მაია კაკაშვილისა
გიორგოს სეფერისი (1900-1971) პირველი ბერძენი ნობელიანტია ლიტერატურის დარგში.
მწერლის პირველი წიგნი გამოვიდა 150 ეგზემპლარი ტირაჟით. 1922 წელს ბერძენი ერი დიდი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. დაიწყო ბერძნების მასობრივი გამოდევნა თურქეთის ქალაქებიდან. პოეტს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა შეგრძნება იმისა, რომ იგი ლტოლვილია.
1941 წლის აპრილში საბერძნეთში გერმანელების შემოჭრიდან რამდენიმე დღეში სეფერისი დაქორწინდა. იგი ხუმრობდა, რომ მას ხელისმომკიდედ თავად ჰიტლერი ჰყავდა.
სეფერისის ლექსების აკადემიური გამოცემა მხოლოდ ერთ ტომს შეადგენს. მცირე მოცულობას ხელი არ შეუშლია ავტორისათვის, რომ ნობელის პრემია მიეღო.
წიგნი ბიოგრაფიითა და საინტერესო კომენტარებით წარმოადგენს პოეტის მთელი შემოქმედების გარკვეულ რეტროსპექტივას.

თეოდორ მომზენი – პროვინციები

თეოდორ მომზენმა ევროპულ ისტორიოგრაფიაში მთელი ეპოქა შექმნა. გერმანელ მეცნიერს ეკუთვნის 1513 ნაშრომი, რომელთა ჩამოთვლასაც 154 გვერდი სჭირდება.
მომზენს – გამოჩენილ ფილოლოგს, იურისტს, ნუმიზმატს, ეპიგრაფისტს, თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწესა და პირველ რიგში, უდიდეს ისტორიკოსს მხატვრული ნაწარმოები არასოდეს დაუწერია. მიუხედავად ამისა, ნობელის კომიტეტმა 1902 წელს პრემია მხატვრული ღირსებებისათვის მიანიჭა მის მონუმენტურ ნაშრომს `რომის ისტორია“.
”პროვინციები“ ამ მრავალტომეულის ერთი გამორჩეული წიგნია.

ოინბაზი- ისააკ ზინგერი
თარგმნა ნინო სილაგაძემ
საქვეყნოდ ცნობილი ლიუბლიანელი ოინბაზი იაშა მაზური ნობელიანტი ებრაელი მწერლის, ისააკ ზინგერის რომანის მთავარი პერსონაჟია.
წიგნი მის თავგადასავალზე მოგითხრობთ, რომელიც ხან მეტისმეტად სევდიანი, ხან კი მხიარულია. გასაკვირიც არაფერია, ცნობილი ოინბაზი ხომ საკუთარი ცოლისთვისაც იდუმალ არსებად რჩება. მას ზებუნებრივი ნიჭი აქვს და იმაზე მეტ საიდუმლოს მალავს, ვიდრე მარცვალი იმ ბროწეულში, როშაშონეზე რომ აკურხებენ ხოლმე.

მაჰფუზი – ”მირამარი” 

წინამდებარე წიგნი ეგვიპტელი მწერლის, მსოფლიო პროზის ღირსეული წარმომადგენლის ნაჯიბ მაჰფუზის რომანია. 1988 წელს ნაჯიბ მაჰფუზს მიენიჭა ნობელის ლიტერატურული პრემია. წიგნი გამოიცემა სერიაში “ნობელის პრემიის ლაურეატები”. არაბულიდან თარგმნა მაია ანდრონიკაშვილმა.

კაკადუები – პატრიკ უაიტი

ინგლისურიდან თარგმნა ნინო დოლიძემ
პატრიკ უაიტი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ავსტრალიელი მწერალია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მას ეს პატივი წილად ხვდა 1973 წელს.
კრებულში – კაკადუები შესულია ოთხი ვრცელი მოთხრობა: სავსე კუჭი, ღამით შმოპარული, სიცილიური მწუხრი და კაკადუები.
სავსე კუჭი ომისდროინდელ საბერძნეთზე მოგვითხრობს, სიკვდილის პირას მყოფ, მშიერ ადამიანებზე, უსასოოდ რომ დარჩენილან „უსიცოცხლო ქალაქის გულში“. მოთხრობაში –ღამით შემოპარული კი ახალგაზრდა ქალის ფსიქოლოგიური პორტრეტია დახატული.სიცილიური მწუხრი გვიამბობს სიცილიაში მოგზაურ ავსტრალიელ წყვილზე. სათაურის გაგება ორაზროვნად შეიძლება. გარდა იმისა, რომ პერსონაჟები მართლაც ესწრებიან მწუხრის ლოცვას, რაც ნაწარმოების ერთ-ერთ კულმინაციურ ნაწილს წარმოადგენს, მოთხრობაში ასახულია მათი ცხოვრების ერთ-ერთი ბოლო პერიოდი – ცხოვრების მიმწუხრი, როცა მათ ერთმანეთზე ზრუნვის, ავადმყოფობისა და სიკვდილის მოლოდინის მეტი არა დარჩენიათ რა. ხოლო კაკადუები ერთი პატარა ქალაქის მცხოვრებლებზე მოგვითხრობს, იმაზე, თუ როგორ იცვლება ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივი ყოფა მას შემდეგ, რაც გარეული თუთიყუშები გამოჩნდებიან ქალაქში.

ჟან ბარუა – როჟე მარტენ დიუ გარი

ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა
ნაწარმოებზე როჟე მარტენ დიუ გარმა 1910-1913 წლებში იმუშავა. რომანში ავტორს ორმაგი ამბიცია აქვს: აღწეროს „თავისი გმირის ტიპური ცხოვრება“ და დაამუშაოს „ყველა მთავარი პრობლემა, რასაც ეს ცხოვრება წამოსწევს წინ“; მეორე მხრივ, თხრობა სრულიად ახალი სახით წარმოგვიდგინოს, ვიდრე ეს ტრადიციულ რომანებში იყო. მან რომანის ტრადიციული ფორმის შეცვლა გადაწყვიტა.
ჟან ბარუაში ის ცხოვრებას მოგვითხრობს, მთელ ცხოვრებას, თავისი გმირის ცხოვრების აღწერით. მისი მსოფლმხედველობა იმ რომანისტის მსოფლმხედველობაა, ვისთვისაც რომანი, უპირველეს ყოვლისა, რომანია, თუნდაც იდეური.

მისტერ სამლერის პლანეტა – სოლ ბელოუ

ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ
ებრაული წარმომავლობის ამერიკელ მწერალ სოლ ბელოუს (1915-2005) მისმა ადრეულმა ნამუშევრებმა მეოცე საუკუნის მოწინავე რომანისტის რეპუტაცია მოუტანა და სიკვდილამდე ფართოდ იყო აღიარებული, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალ რომანისტ მწერლებს შორის. სოლ ბელოუს 1975 წელს პულიტცერის, ხოლო 1976 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. ამასთან იგი ერთადერთი რომანისტი მწერალია, რომელმაც ეროვნული პრემია სამჯერ მიიღო და ექვსჯერ იყო წარდგენილი ამ პრემიაზე. მათ შორის ერთ-ერთი 1971 წელს მას რომანისთვის მისტერ სამლერის პლანეტა გადაეცა. ჯოის კეროლ ოუტსი წერდა, რომ ის აღტაცებული იყო მისტერ სამლერის პლანეტის ფინალით, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ გვიბიძგებს დაუყონებლივ ხელახლა წავიკითხოთ მთელი რომანი, რადგან ჩვენ კითხვის პროცესში შევიცვალეთ, და მხოლოდ მის ფინალამდე მისვლის შემდეგ ვართ მზად წიგნის კითხვა დავიწყოთ.

გამტაცებელნი – უილიამ ფოლკნერი

ინგლისურიდან თარგმნა ზაურ კილაძემ
ნობელიანტი ამერიკელი მწერლის, უილიამ ფოკლნერის სხვა რომანებისგან განსხვავებით, გამტაცებელნი შეიძლება ჩვეულებრივ, ტრადიციულ რომანადაც ჩაითვალოს. რომანის მთავარი გმირი, ხანდაზმული კაცი თავის ბავშვობას იგონებს და ეს მოგონებები საარაკო, ზღაპრული ფერებითაა აღსავსე. იქნებ სწორედ მოგონებებით გამთბარი შინაარსის გამო გადაწყვიტა ფოლკნერმა, ეს რომანი თავისი შვილიშვილებისთვის მიეძღვნა – ვიქტორიას, მარკს, პოლს, უილიამს, ბერკს.
ცხოვრება მოულოდნელობებითა და ფათერაკებითაა სავსე. ყველაზე მომაჯადოებელი კი ისაა, როცა მათ, თხრობის უზადო მანერით თავმოყრილს, წიგნში კითხულობ. გამტაცებელნიამ სიამოვნების მომგვრელია მკითხველისათვის.

დამსვენებელი – ჰერმან ჰესე

გერმანულიდან თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა
გერმანელი მწერალ ჰერმან ჰესე ინტელექტუალ მწერალთა რიგს განეკუთვნება. მის თხზულებებში სრულიად განსხვავებული აზრობრივი სფეროდან გამომდინარე იდეებია.

 

 

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ნობელის პრემიის ლაურიატები (V)”