4838607795
7777133537
6041900864
3799357186
6116064591
5485993311
6127352463
3591494020
6397812934
7825726843
 
 

ნობელის პრემიის ლაურიატები (III)

86.00 51.60

გამომცემლობა: ინტელექტი
კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:198- 440

ფორმატი:14.8×21
ყდა:რბილი
ენა: ქართული
ხელმისაწვდომი: არ არის
ISBN:978-9941-402-21-0

Qty

ანდრე ჟიდი – ყალბი ფულის მჭრელები
ვისლავა შიმბორსკა – ლოტის ცოლი
ლუიჯი პირანდელო – განსვენებული მატია
პასკალი ნადინ გორდიმერი – ბეთჰოვენს 1/16 ზანგის სისხლი ჰქონდა
უინსტონ ჩერჩილი – მოახლოებული ქარიშხალი
სელმა ლაგერლოფი – საგა იოსტა ბერლინგზე
შმუელ აგნონი – ედო და ეინამი
ჰერტა მიულერი – მეფე დაიხრება და კლავს
ჯონ გოლზუორთი – ფორსაიტების ხსნა
ჰენრიკ სენკევიჩი – უდაბნოსა და ჯუნგლებში

 

ანდრე ჟიდი – ყალბი ფულის მჭრელები
ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერმა

1947 წლის ნობელიანტმა ფრანგმა  მწერალმა ანდრე ჟიდმა ყალბი ფულის მჭრელებიავტობიოგრაფიულ რომანად ჩაიფიქრა. მთავარ გმირთან, ედუარდთან მრავალი მსგავსების მიუხედავად (ედუარდიც მწერალია, ოღონდ მოყვარული და ხელმოცარული), ნაწარმოები მაინც ნაკლებად ავტობიოგრაფიული გამოვიდა. „რომანის გენიალობა იმაშია, რომ სიცოცხლე შთაბეროს პოტენციურ შესაძლებელს და არა ის, რომ არსებული სინამდვილე დახატოს“ (ტიბოდე). ეპოქის ესთეტიკური მოთხოვნების შესაბამისად, ყალბი ფულის მჭრელები იმ დროს ყველაზე გაბედული ლიტერატურული ექსპერიმენტის ცენტრი გახდა.
გვერდების რაოდენობა: 372

 

ვისლავა შიმბორსკა – ლოტის ცოლი

1996 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა პოლონელ პოეტ ქალს, ვისლავა შიმბორსკას „პოეტური ქმნილებებისთვის, რომლებშიც ირონიის სიზუსტით, ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდების ჩვენებით, გაშუქებულია ყოფიერების ისტორიული და ბიოლოგიური ასპექტები“. ნობელის პრემიის კომიტეტმა მას უწოდა „პოეზიის მოცარტი, რომლისთვისაც არც ბეთჰოვენისეული სიშმაგეა უცხო“.
კრებულში შესული ვისლავა შიმბორსკას ლექსები, ესეები და სანობელო სიტყვა თარგმნეს მიხეილ ქვლივიძემ, ნათელა გავაშელმა, გია ჯოხაძემ და გივი ალხაზიშვილმა.
გვერდების რაოდენობა: 198

 

 ლუიჯი პირანდელო – განსვენებული მატია
ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ

რომანის მთავარ გმირი მატია პასკალი არაერთმა ბიოგრაფმა აღიქვა მწერლის პროტოტიპად. სულის მონოლოგში, როგორც ამ რომანს უწოდებენ, იტალიელმა მწერალმა და დრამატურგმა, 1934 წლის ნობელიანტმა ლუიჯი პირანდელომ დასვა ყველა ის მნიშვნელოვანი, მტკივნეული საკითხი, რაც ადამიანს, მის სამყაროსთან კონფლიქტს, მის საზრისს უკავშირდება. მატია პასკალი, უაზრო ხეტალისგან დაღლილ-დაქანცული და იმედგაცრუებული, გაუქმებულ სამლოცველოში, ფარნის შუქზე ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილ ერთ კუთხეში მიყუჟული დამტვერილ და დაობებულ წიგნებს შორის წერს თავისი „უნებური მოვლინების ამბავს ამქვეყნად“ იმ იმედით, რომ „შემოქმედებაში გამოხატოს და განსაზღვროს საკუთარი პიროვნება, გაამჟღავნოს თავისი ნამდვილი მე“.
გვერდების რაოდენობა: 262

პასკალი ნადინ გორდიმერი – ბეთჰოვენს 1/16 ზანგის სისხლი ჰქონდა
ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

კრებული ნობელიანტი მწერლის რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს. გორდიმერს 1991 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში „დიდებული ეპიკური შემოქმდებისთვის, უდავოდ ძვირფას შენაძენად რომ მოევლინა კაცობრიობას“.
ამ კრებულით ნადინ გორდიმერი პირველად შემოდის ქართულენოვანი ლიტერატურის სივრცეში.
გვერდების რაოდენობა: 208

 

მოახლოებული ქარიშხალი – უინსტონ ჩერჩილი
ინგლისურიდან თარგმა რუსუდან მახათაძემდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი – 1953 წელს, შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებით, ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი, როგორც მწერლის პოპულარობა ფოლკნერისა და ჰემინგუეის პოპულარობას აჭარბებდა. ის წერდა თემებზე, რომლებიც ყველაზე აქტუალური და მტკივნეული იყო იმდროინდელი მსოფლიოსათვის. ნობელის პრემიაც მიენიჭა „ისტორიულ-მემუარული ხასიათის ნაწარმოებების მაღალი ოსტატობით შესრულებისათვის, აგრეთვე ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებისათვის, რომელთა შემწეობითაც შესაძლებელი გახდა მაღალ ადამიანურ ფასელობათა დაცვა-შენარჩუნებ“.
მოახლოებული ქარიშხალი მისი მემუარების წიგნია, სადაც მეორე მსოფლიო ომის შესახებ მოგვიხრობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა და შესანიშნავი მწერალი.
გვედრების რაოდენობა: 200

სელმა ლაგერლოფი – საგა იოსტა ბერლინგზე
თარგმნა აკაკი ბრეგაძემ

შვედი ნობელიანტი მწერალი, სელმა ლაგერლოფი წიგნზე საგა იოსტა ბერლინგზე ათი წელი მუშაობდა.
ამ რომანტიკულ ეპოსში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს თანამედროვე მოვლენები და მითოლოგიური მოტივები.
გვერდების რაოდენობა: 440

 

შმუელ აგნონი – ედო და ეინამი
ებრაულიდან თარგმნა მამუკა ბუცხრიკიძემ

აგნონი – ებრაელი მწერლის ფსევდონიმია (ნამდვილი გვარია ჩაჩკესი), რომელიც წმინდა მიწაზე მწერლის მიერ შექმნილი პირველი მოთხრობის სახელწოდებიდან „აგუნოთ“ აიღო, რაც ქმარდაკარგულ ქალებს ნიშნავს. აგნონის შემოქმედება სწორედ ადამიანთა შორის გაჩენილი ბზარის, გაუცხოების, სიყვარულის კრიზისის გამოძახილია. ეს ფსევდონიმიც დაკარგულ ჰარმონიას, დარღვეულ სამყაროს შეგვახსენებს, ხოლო მწერალი ამ ნაპრალთა გამრთელებას ესწრაფვის.
წიგნში შესულია შმუელ აგნონის სამი ნაწარმოები: ჩვეულებრივი ამბავი, ედო და ენამი და ფიცი ერთგულებისა. სამივე მათგანს ბიბლური ქებათა ქების ღვთაებრივი პოეტური სახეები ასაზრდოებს.
გვერდების რაოდენობა: 424

 

 ჰერტა მიულერი – მეფე დაიხრება და კლავს
გერმანულიდან თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა

2009 წლის ნობელიანტის ავტობიოგრაფიული წიგნი ტოტალიტარიზმის გარემოში მცხოვრები მწერლის შესახებ მოგვითხრობს. ინდივიდის ხვედრი და ადამიანთა მასობრივი ცნობიერების გადაგვარება დიქტატორულ რეჟიმში, ეროვნულ უმცირესობათა გაუცხოებული ყოფა სამშობლოში და ემიგრანტების გახლეჩილი იდენტობა – ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის ფონზეა გადმოცემული.
წიგნს ერთვის ლევან ცაგარელის წერილი დიქტატურიდან ნობელის პრემიამდე.
გვერდების რაოდენობა: 232

 

 ჯონ გოლზუორთი – ფორსაიტების ხსნა
ინგლისურიდან თარგმნა ალექსანდრე გამყრელიძემ

ინგლისელი რომანისტის და დრამატურგის ჯონ გოლზუორთის ნოველა ფორსაიტების ხსნაპოპულარული ეპოპეის ფორსაიტების საგის დასაწყისად იქცა.
ამ წიგნში თავმოყრილი მოთხრობები მწერლის მრავალფეროვანი და დიდი შემოქმედების საინტერესო ნაწილია.
გვერდების რაოდენობა: 260

 

ჰენრიკ სენკევიჩი – უდაბნოსა და ჯუნგლებში
პოლონურიდან თარგმნა ნათელა გავაშელმა

პოლონელმა მწერალმა ჰენრიკ სენკევიჩმა ნობელის პრემია საყოველთაოდ გახმაურებული რომანისთვის ვიდრე ჰხვალ მიიღო. მისმა შემოქმედებამ თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება პატრიოტული სულისკვეთებით, ტრადიციისა და, ზოგადად, იდილიურ გარემოში მცხოვრები ადამიანის მიმართ სიყვარულით. სენკევიჩმა ბევრი იმოგზაურა ევროპასა და აფრიკაში.
რომანი უდაბნოსა და ჯუნგლებში ამ მოგზაურობათა შაბეჭდილებითაა განპირობებული. მწერალი ევროპული ცივილიზაციიდან ველურ აფრიკაში, პირველყოფილ ბუნებაში და ადამიანთა სრულიად განსაკუთრებულ საზოგადოებაში აღმოჩენის თავისებურებებზე მოგვითხრობს.
გვერდების რაოდენობა: 356

 

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ნობელის პრემიის ლაურიატები (III)”