7326258528
8846657569
2446671510
9455749648
 
Sale!
 

ნობელის პრემიის ლაურეატები (II)

80.00 45.50

გამომცემლობა: ინტელექტი
კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:200- 300
ფორმატი:14.8×21
ყდა:რბილი
ენა: ქართული
ხელმისაწვდომი: არ არის
ISBN:978-9941-402-21-0

Qty

1-არწივის ბუდე / ბიორნსტიერნე ბიორნსონი
2-ჩემი საუკუნე / გიუნტერ გრასი
3-ნაპრალი / დორის ლესინგი
4-პანტერა / ვლადისლავ სტანისლავ რეიმონტი
5- მეფის დაცემა / იოჰანეს იენსენი
6-ყვავილთა სიბრძნე / მორის მეტერლინკი
7-ნამგეი დულა / რადიარდ კიპლინგი
8-იენი / სიგრიდ უნდსეტი
9-ისას დაბლობი / ჩესლავ მილოში
10-ორმაგი სპირალი / ჯეიმს დ. უოტსონი

არწივის ბუდე / ბიორნსტიერნე ბიორნსონი
თარგნა გოდერძი რუხაძემ
ნარკვევში „როგორ გავხდი პოეტი“, მომავალმა ნორვეგიელმა ნობელიანტმა ბიორნსტიერნე ბიორნსონმა საზეიმოდ დადო ფიცი, რომ შექმნიდა „წინაპართა გალერეას“ ისტორიულ პიესებში, რათა ნორვეგიელთათვის აღედგინა ნაციონალური ღირსება.

ბიორნსონს თავისი ფიცისთვის არასდროს უღალატია: მისი შემოქმედება (პოეზია, პროზა, პიესები) განმსჭვალულია ნორვეგიელთა წარსულის სულიერი ერთობით თანამედროვეობასთან, მშობლიური ხალხის თვისებურებათა განდიდებით.
კრებულში მისი რამდენიმე მოთხრობაა თავმოყრილი. წიგნში შესულია ასევე ბიორნსტიერნე ბიორნსონის სანობელო ლექცია.

ჩემი საუკუნე / გიუნტერ გრასი
გერმანულიდან თარგმნა ლაშა დადიანმა
გერმანელი ნობელიანტის, გიუნტერ გრასის თხზულებებს იმთავითვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. საკუთარ თავს მწერალი „ომისგან დასუსხული ბავშვების“ თაობას მიაკუთვნებდა და ეს ტრაგიკული სულიერი განცდა მის შემოქმედებაშიც აღიბეჭდა. ჩემი საუკუნე ამ თემატიკის გამოძახილია.

წიგნს უძღვის ფრაგმენტები გიუნტერ გრასის სანობელო ლექციიდან და მისი ინტერვიუებიდან.

ნაპრალი / დორის ლესინგი
ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ
ინგლისელმა მწერალმა დორის ლესინგმა რომანი ნაპრალი ნობელის პრემიის მიღებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე გამოაქვეყნა. ამ წიგნის შექმნა მწერალს შთააგონა სამეცნიერო სტატიამ, რომელშიც გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ პირველი სახეობა ადამიანისა დედაკაცია, მამაკაცი კი ბევრად უფრო გვიან მოსულა ამქვეყნად. ამ ისტორიაში, სადაც მწერალი ასახავს ჩვენს ძველთაძველ წინაპრებს, გვიხატავს პირველი დედაკაცების ანუ „ნაპრალოსნების“ მცონარე სამყაროს, რომლებიც უქმად ატარებენ დღეებს ზღვის სანაპიროზე, ტალღებში ნებივრობენ და, მზეს მიფიცხებულნი და ლოდებზე გაწოლილნი, განცხრომას ეძლევიან.

წიგნში მითოსური სამყაროა აღწერილი, რომლისთვისაც უცხოა შუღლი, ინტრიგები და ეჭვიანობა. თუმცა, ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა ერთ მდედრს ძალზე უცნაური ახალშობილი გაუჩნდება… სამყაროს ხელახალი შეცნობა და კონფლიქტი სწორედ ამ შემთხვევიდან იწყება.

პანტერა / ვლადისლავ სტანისლავ რეიმონტი

პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა
1924 წლის პოლონელმა ნობელიანტმა ვლადისლავ რეიმონტმა პირველივე პუბლიკაციების შემდეგ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ლიტერატურისმცოდნეები მის 1911 წელს გამოცემულ რომანს ვამპირს (ქართულ თარგმანში პანტერა) მოიხსენიებენ, როგორც გოთურ რომანს. ამ ჟანრის ნაწარმოებების სიუჟეტი მოითხოვს ბოროტი ძალის (უარყოფითი პერსონაჟის) არსებობას. ეს ბოროტი პერსონაჟი იმდენად თვითმყოფადი და საინტერესოა, რომ იოლად ახერხებს რომანის მთავარი გმირის „გაძევებას”, იძენს უსაზღვრო ძალაუფლებას და მკითხველის მხრიდან ყურადღებასაც იმსახურებს.

მეფის დაცემა / იოჰანეს იენსენი
თარგმნა გოდერძი რუხაძემ
„დანიურ ხასიათზე დაწერილი ყველაზე მართალი წიგნი“ – ასე შეაფასეს დანიელი ნობელიანტის ქმნილება ლიტერატორებმა. რომანში ცხადად გამოჩნდა მწერლის სიღრმე, ადამიანის იდუმალების წვდომა.

ყვავილთა სიბრძნე / მორის მეტერლინკი
ფრანგულიდან თარგმნა დათო აკრიანმა

1911 წელს, ბელგიელ მწერალს, დრამატურგსა და მოაზროვნეს მორის მეტერლინკს მიენიჭა ნობელის პრემია „მრავალმხრივი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის, განსაკუთრებით – დრამატული თხზულებებისთვის, რომლებიც გამოირჩევა წარმოსახვის სიმდიდრითა და პოეტური ფანტაზიით”.
ყვავილთა სიბრძნე ერთგვარი ბუნებისმცოდნეობითი ტრაქტატია, სადაც ნათლადაა წარმოჩენილი ნათესაობა ყველა ცოცხალ არსებას შორის, ყვავილიდან ადამიანამდე.

 

ნამგეი დულა / რადიარდ კიპლინგი

ინგლისურიდან თარგმნა ედიშერ გიორგაძემ
1907 წლის ნობელიანტი ინგლისელი მწერალი რადიარდ კიპლინგი ინდოეთში დაიბადა. სწორედ ამან განაპირობა მისი დაინტერესება ინდოეთით, რაც შთამბეჭდავად აისახა კიდეც კიპლინგის შემოქმედებაში. წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ინდური ციკლისმოთხრობები, რომლებიც, კიპლინგისავე თქმით: „შეგროვილია ათას კუთხეში, ყველა ჯურის ხალხში“.

საქვეყნოდ პოპულარული მაუგლის შემდეგ, ეს არასაბავშვო მოთხრობები პირველად ითარგმნა ქართულად.

იენი / სიგრიდ უნდსეტი

თარგმნა პაატა ჩხეიძემ
სიგრიდ უნდსეტი დაიბადა 1882 წლის 20 მაისს, დანიის ქალაქ კალუნბორგში. 1928 წელს სიგრიდ უნდსეტს მიენიჭა ნობელის პრემია „უმთავრესად შუასაუკუნოვანი სკანდინავიის შთამბეჭდავი აღწერისათვის“. პრემიის გადაცემის ცერემონიაზე შვედეთის აკადემიის წარმომადგენელმა ლაურეატს უწოდა „პოეტური გენია, რომლის ძალაც სულის სიმტკიცესა და სიდიდეშია“.

რომანი იენი მწერალმა 1911 წელს გამოსცა, რასაც უდიდესი წარმატება და მკითხველი საზოგადოების ყურადღება მოჰყვა. თხზულება ახალგაზრდა ნორვეგიელი მხატვარი ქალის, იენის სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. მასში სექსუალური სცენებიც საკმაოდ თამამად არის გადმოცემული, რამაც გაუთავებელი დისკუსია გამოიწვია კრიტიკოსთა შორის.

 

ისას დაბლობი / ჩესლავ მილოში

პოლონურიდან თარგმნა ნათელა გავაშელმა
„არაფერი ჟღერს ყალბად ამ პოეტურ და რეალისტურ ნაამბობში. ის სცენებიც კი, რომელიც სულ სხვა დროსა და სირცეს ეკუთვნის“– ასე აფასებდა წლების წინ ჩიკაგო ტრიბუნი დიდი პოეტის რომანს.

2011 წელს შესრულდა 100 წელი ჩესლავ მილოშის დაბადებიდან. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა მისი რომანის – ისას დაბლობის გამოცემა ქართულ ენაზე. წიგნის კითხვისას, თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ნამდვილი ოსტატის ხელშია და ელეგიური თხრობა ლიტვაში გატარებულ ბავშვობაზე ამიტომაცაა ასე შთამბეჭდავი და ორიგინალური.

ორმაგი სპირალი / ჯეიმს დ. უოტსონი
 

ინგლისურიდან თარგმნა ლია იმერლიშვილმა
ამერიკელმა ბიოქომიკოსმა ჯეიმზ დიუი უოტსონმა, 1953 წელს, ფრენსის კრიკთან ერთად შეიმუშავა დნმ-ის სივრცითი სტრუქტურის მოდელი (ე. წ. ორმაგი სპირალი), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა მოლეკულაში კოდირებული გენეტიკური ინფორმაციის წაკითხვა. 1962 წელს ფრენსის კრიკთან და მორის უილკინსთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში. წიგნი ორმაგი სპირალი საინტერესოდ მოგითხრობთ ამ დიდი აღმოჩენის შესახებ.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ნობელის პრემიის ლაურეატები (II)”