6459356201
8250064970
9412023290
 
Sale!
 

ნობელის პრემიის ლაურეატები

80.00 42.90

გამომცემლობა: ინტელექტი
კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:200- 300

ფორმატი:14.8×21
ყდა:რბილი
ენა: ქართული
ხელმისაწვდომი: არ არის
ISBN:978-9941-402-21-0

Qty

1- ბატონ ჟერომ კუანიარის აზრები / ანატოლ ფრანსი
2-ლერწამი ქარში / გრაცია დელედა
3- პიესები / დარიო ფო
4- მშვენიერება ჭეშმარიტების ბრწყინვაა / ვერნერ ჰაიზენბერგი
5-განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში / კნუტ ჰამსუნი
6- გვატემალის ლეგენდები / მიგელ ანხელ ასტურიასი
7- გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი / ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
8- კავკასიიდან ვოლგისაკენ / ფრიტიოფ ნანსენი
9 – პასკუალე დუარტეს ოჯახი /კამილო ხოსე სელა
10- ზამთარი ჩვენი მღელვარებისა / ჯონ სტაინბეკი

 

ბატონ ჟერომ კუანიარის აზრები

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ
აბატი ჟერომ კუანიარი 1921 წლის ნობელიანტის, ანატოლ ფრანსის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პერსონაჟია. ეს უსახლკარო, უპოვარი, მუდამ მშიერი ვაგაბუნდი მკიხველს აოცებს თავისი თამამი, სკეპტიკური აზრებით და კეთილი სულით. აბატ კუანიარის აზრებითავტორმა თანადროული საფრანგეთი, მისი საზოგადოებრივი წყობა, მკაცრი კანონები და მართლმსაჯულება ამხილა. ამისთვის მწერალმა მახვილგონივრული სარკაზმი მოიშველია.

ლერწამი ქარში
იტალიურიდან თარგმნა ნანა ზარდიაშვილმა1926 წლის იტალიელი ნობელიანტი მწერალი ქალის, გრაცია დელედას რომანი ლერწამი ქარში ერთ დროს მდიდარი ოჯახის ისტორიას მოგითხრობთ. პინტორის გვარის სამი ქალბატონის მძიმე და ტკივილებით სავსე ამბები მთელი სოფლის დაცემის და დაკნინების ანარეკლია.
ამ ყოველივეს კი, მწერალი პოეტურად, ლირიზმით სავსე ფერებით ჰყვება, თანაც ისე, რომ მკითხველს სევდიანი განწყობის მიუხედავად, პესიმიზმი მაინც არ ეუფლება.

პიესები
დარიო ფო

 

ქართულად დარიო ფო პირველად გამოდის. კრებულში ორი პიესაა შესული: ერთი ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი (თარგმნა ილია გასვიანმა) და იოჰან პადანი (თარგმნა მარიეტა ჩიხლაძემ). წიგნს თან ერთვის დარიო ფოს სანობელო ლექცია.
„მხურვალე მადლობას გწირავთ ყველა მოხეტიალე მსახიობის, მასხარის, კლოუნის, ჯამბაზისა და მუცლითმეზღაპრის სახელით!“ – ამ სიტყვებით მიესალმა 1997 წელს, შვედეთის აკადემის წევრებს, იტალიელი ნობელიანტი დარიო ფო.
მისი შემოქმედების მთავარი თვისება, იდეა – სიმართლეა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას ეხება. „კაცი-თეატრის“ სახელით მთელ მსოფლიოში ცნობილი დრამატურგის პიესები წარმატებით იდგმება ბროდვეის სცენებსა თუ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ თეატრებში. მისი პიესები გამოირჩევა განსაკუთრებული გამომსახველობით, სადაც მკაფიოდ იკითხება ისიც, რომ მათ არა მხოლოდ გამოცდილი დრამატურგი, არამედ ასევე უზადო მსახიობი, არტისტი წერს.

მშვენიერება ჭეშმარიტების ბრწყინვაა
ვერნერ ჰაიზენბერგი
თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვერნერ ფონ ჰაიზენბერგის ორიგინალური ესეები, სადაც მეცნიერული აზრის სიღრმე ორგანულად ერწყმის სტილის სინატიფესა და დახვეწილობას, არა მარტო დიდ ინტელექტუალურ სიამოვნებას განაცდევინებს, თანამედროვე ატომური ფიზიკის კარდინალურ პრობლემებზეც გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მკიხველს.

განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში
კნუტ ჰამსუნი

თარგმნა რეზო კვესელავამ
კნუტ ჰამსუნი უკვე რამდენიმე გახმაურებული რომანის ავტორი იყო, როდესაც 1899 წელს რუსეთის გავლით კავკასიაში იმოგზაურა. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ორი ნაწარმოები – ზღაპრული ქვეყანა და პიესა – დედოფალი თამარი. ორივე 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა.
ზღაპრული ქვეყანა მხოლოდ სამოგზაურო ჩანაწერების დღიური არ არის, არამედ მოგზაურობა ადამიანის უკიდეგანო, ამოუცნობ სულიერ სამყაროში. ჰამსუნი აღტაცებულია კავკასიის ხალხების ზნე-ჩვეულებათა თვითმყოფადობით, ყოფის სიმარტივითა და პოეზიით. მას აშინებს საყოველთაო ტექნიზაცია, კავკასიისკენ რომ მოიწევს და აჩქარებს ძვირფასი ტრადიციების, კულტურის უნიკალური ნიშნების შესუსტებას, ან სრულ გაქრობას. ამ კონფლიქტში მიწის სიყვარული, ჰამსუნის მიხედვით, გადარჩენის ერთადერთი გზაა. კავკასიაში მოგზაურობიდან ოცი წლის შემდეგ, 1920 წელს  ჰამსუნს ნობელის პრემია მიენიჭა.

გვატემალის ლეგენდები

მიგელ ანხელ ასტურიასი

თარგმნა გოდერძი რუხაძემ
1967 წლის ნობელიანტის, მიგელ ანხელ ასტურიასის გვატემალის ლეგენდები მაიასა და აცტეკთა მითოლოგიის პოეტური ინტერპრეტაციაა.
პოლ ვალერი იხსენებს, რომ სტენდალი ტონუსის ამწევ საშუალებად ნაპოლეონის კოდექსის კითხვას მიიჩევდა, და დასძენს: შემდეგ კი სასარგებლოა გამოვიყენოთ გვატემალური ელექსირი – მიგელ ანხელ ასტურიასის გვატემალის ლეგენდები.

გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი
ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა
გამოჩენილი ფრანგი მწერლისა და 2008 წლის ნობელიანტის, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს ნოველების კრებული „გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი“ ეს ერთ დღეში წასაკითხი ნოველებია. იწყებ კითხვას, თავს ვეღარ ანებებ და მწერლის მომაჯადოებელ სამყაროში შედიხარ.
წიგნს ერთვის მზია ბაქრაძის წერილი „მეცამეტე ფრანგი“ და ლე-კლეზიოს სანობელო ლექცია (ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ).

კავკასიიდან ვოლგისაკენ
ფრიტიოფ ნანსენი
ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ

ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწის, ფრიტიოფ ნანსენის სახელი მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას მჭიდროდ დაუკავშირდა. 1925 წელს, კავკასიაში და საქარველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები, მდიდარი ფოტომასალის დართვით, დეტალურად აღწერა ნანსენმა თავის მოგზაურის ჩანაწერებშიკავკასიიდან ვოლგისაკენ.

პასკუალე დუარტეს ოჯახი
კამილო ხოსე სელა

თარგმნა ლამარა თურმანიძემ
1942 წელს ესპანელმა მწერალმა კამილო ხოსე სელამ გამოაქვეყნა რომანი პასკუალე დუარტეს ოჯახი, რომელმაც ომისშემდგომ ესპანურ ლიტერატურაში პირველმა დააღვია სიჩუმე და დასაბამი მისცა ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას.
რომანში აღწერილი მძაფრი, სისხლიანი და შავბნელი სამყარო იქცა მთავარ მეტაფორად, რომლითაც მწერალმა თანადროული ესპანეთის და დანარჩენი მსოფლიოს სულიერი არსი გამოხატა.

ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
ჯონ სტაინბეკი

ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ
1962 წლის ნობელიანტი ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის რომანი ტრადიციების, კეთილშობილების გაქრობის ტკივილზე მოგვითხრობს, რომელიც პერსონაჟთა სულიერ სამყაროში ტრაგიზმამდეც მძაფრდება. თუმცა, ნაწარმოების ღირსებაც და თავისებურებაც ისაა, რომ ამ უღრმეს ტრაგიზმს ერთგვარად ჟურნალისტური იერით, მსუბუქად და მარტივად აღწერს მწერალი, რის გამოც ხანდახან კრიტიკის ობიექტიც გამხდარა.

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ნობელის პრემიის ლაურეატები”