shop_product_image_263169
mxolod-chven-ornin-12-crop-c0-5__0-5-304x405
0ffe241bd1de403ba6300c3b17d65b59
shop_product_image_202107
5ec413876fb20e1757856479781011b7
 
 

ნიკოლას სპარკსი TOP ხუთი რომანი

55.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ყდა: რბილი (სასაჩუქრე ყუთი)
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 300-450
ავტორი: ნიკოლას სპარკსი
ISBN: 2008311224595

Qty

არჩევანი
თრევის პარკერი – წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი. მას ყველაფერი აქვს – კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები. თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა – ის, რასაც „ნამდვილი მამაკაცები“ ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი – ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული. თუმცა, პარკერი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება! ახლა მან ბედისწერის გამოწვევას უნდა უპასუხოს! და. თქვენ რას გაიღებდით სიყვარულისთვის?

ჩემი საუკეთესო ნაწილი
ამანდა კოლიერსა და დოუსონ ქოულს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ქალ-ვაჟი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდა და მათი სიყვარული პატარა დაბა ორიენტალის ტრადიციებისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა. სწორედ ამან დააშორა წყვილი.. და აი, 25 წლის შემდეგ, ამანდა და დოუსონი ორიენტალში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უფროსი მეგობრის, ტაკ ჰოსტეტლერის, დაკრძალვას დასწრებოდნენ. ვერც ერთმა ვერ შეძლო ისეთი ცხოვრების აწყობა, როგორზეც ოცნებობდნენ.. პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა.

გრძელი გზა
აირა ლევინსონს ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება არ ჰქონდა, მაგრამ… მაინც ბედნიერი იყო, რადგან თავდავიწყებით უყვარდა თავისი მეუღლე რუთი. ამიტომ სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მოხუცი იხსენებს მასთან ერთად გავლილ ცხოვრების გრძელ გზას, რომელმაც უდიდესი სიხარული მოუტანა. თითქოს რა კავშირი უნდა ჰქონდეს რუთისა და აირას ცხოვრებას ერთი სტუდენტი გოგონასა და კოვბოის სიყვარულთან, მათ ხომ ათწლეულები ყოფს ერთმანეთისგან – სხვა დროება მოვიდა, ახალგაზრდებს სხვა ღირებულებები აქვთ ,სხვა ცხოვრების წესი… მაგრამ ერთ დღესაც ორი წყვილის ცხოვრება უცნაურად გადაკვეთს ერთმანეთს… „ნიკოლას სპარქსმა კარგად იცის, როგორ უნდა მკითხველის გულის სიმების ახმიანება… მისთვის ჩვეული სინაზით აღგვიწერს მთავარი გმირების თავგადასავალს, მათ ხვედრს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს დრო ვერაფერს აკლებს“.

უსაფრთხო თავშესაფარი
ერინი ქმრის ძალადობას გაექცა და პატარა სამხრეთულ ქალაქს შეაფარა თავი… ახლა მას სახელიც სხვა აქვს – ქეთი. გველის ტყავივით გამოიცვალა სახელი და გარეგნობაც, ცდილობს, წარსული წარსულსვე ჩააბაროს და დღევანდელი დღით და უკეთესი მომავლის იმედით იცხოვროს. თითქოს ამ ცხელ ქალაქში პოვა უსაფრთხო თავშესაფერი, სიყვარულიც, მაგრამ…მოძალადე ქმარს არ სურს წარსულის დავიწყება… მისი დავიწყება… მას ძველებურად უყვარს შინიდან გაქცეული ცოლი, მაგრამ სძულს კიდე…სიყვარული და სიძულვილი მიერეკება ქალაქიდან ქალაქში მის საპოვნელად, რომ დაიბრუნოს…თუ მოკლას?!

„სიუჟეტი ლამაზად ვითარდება და ყოველი ფურცელი მომდევნოს წაკითხვის სურვილს აღძრავს, სანამ კვანძი არ გაიხსნება.ეს სპარქსის საყვარელი სტილია – ადამიანური სისუსტეები და ემოციათა ძალა. იდეალური საზაფხულო რომანია“

მხოლოდ ჩვენ ორნი
რასელ გრინს თავი უბედნიერესი კაცი ეგონა – ჰყავდა საყვარელი ოჯახი, ჰქონდა საყვარელი საქმე. მყუდრო სახლი… მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრება ქვიშის კოშკივით დაეშალა. ახლა ის მარტოხელა მამაა და ცდილობს, ბიზნესი ნულიდან დაიწყოს. ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თავისი პატარა გოგონა დაიცვას მათ ცხოვრებაში წამოჭრილი სერიოზული ცვლილებების გავლენისაგან… მაგრამ გადის ხანი და ხვდება ქალს, რომელსაც შეუძლია ისეთი სიყვარული აჩუქოს, როგორზეც ვერც კი იოცნებებდა.