ნივთების უმანკოება

34.90

გამომცემლობა: დიოგენე
ავტორი: ფამუქი ორჰან
გვერდები: 260
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2015
ISBN: 9789941114847
ხელმისაწვდომი: არის
Qty

ორჰან ფამუქის უმანკოების მუზეუმის შექმნის ისტორია.
,,უმანკოების მუზეუმის” მიხედვით შექმნილ ამ წიგნში ფამუქი ნივთების, ხედებისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უცნაური და ჩვეულებრივი დეტალების ახალ მნიშვნელობას აღმოაჩენს“
“ნივთების უმანკოება” ერთგვარი ალბომია, რომელიც ილუსტრაციებით არის გამდიდრებული. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ფამუქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის,”უმანკოების მუზეუმი”-ს გაგრძელებაა. აქ ნობელიანტი მწერალი აღწერს თუ როგორია ბოსფორის სრუტე, როგორ უყვართ სტამბოლელებს ჩაის სმა, როგორ თამაშობენ ყავახანებში ბანქოს და მრავალ სხვა მოვლენას, რომელიც სტამბოლს უნიკალურ და კოლორიტულ ქალაქს ხდის.

ამ წიგნით, რომელიც დიდი რუდუნებით შერჩეული ნახატებითა და ფოტოსურათებითაა ილუსტრირებული, ”უმანკოების მუზეუმში” გამოფენილი ნივთების საშუალებით ორჰან ფამუქი სტამბოლისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ თხრობას განაგრძობს…

წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, ხალხმრავალი ოჯახების ფოტოებზე, სახლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს, პარალელურად აღგვიწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ საინტერესო მუზეუმს და მუზეუმის კატალოგადაც გვევლინება. ”უმანკოების მუზეუმის” მიხედვით შექმნილ ამ წიგნში ფამუქი ნივთების, ხედებისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უცნაური და ჩვეულებრივი დეტალების ახალ მნიშვნელობას აღმოაჩენს.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: , ,