shop_product_image_164714
shop_product_image_174987
shop_product_image_184348
shop_product_image_209006
file_162806578
file_917747840
 
 

ნარნიას ქრონიკები

48.60

კატეგორია: უცხოური ლიტერატურა
ავტორი: ლუისი კ.ს.
გვერდები: 217-300
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2016
თარგმანი: ნინო შეყილაძე
ილუსტრირებული: არის
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 13X19.5
სერია: ნარნიის ქრონიკები
ISBN: 9789941467356
Qty
“ნარნიის ქრონიკები” ინგლისელი მწერლის, კლაივ სტეპლზ ლუისის ნაწარმოებია, რომელიც მოგვითხრობს ჯადოსნური სამყაროს – ნარნიის, მისი მცხოვრებლების და იქ მოხვედრილი ბავშვების შესახებ. ნარნიის ციკლი შვიდი წიგნისაგან შედგება და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ, ლეგენდარულ საბავშვო ნაწარმოებს, თუმცა, ეს ქრონიკები არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის – წიგნში უამრავი ქრისტიანული, ბიბლიური ალუზიაა, ასევე გვხვდება ისტორიული პარალელები და ალეგორიები.
“ნარნიის ქრონიკების” პირველი წიგნი – “ჯადოქრის დისწული” – მშვენიერი სამყაროს, ნარნიის შექმნის ამბავს და ორი მეგობრის, პოლისა და დიგორის ამაღელვებელ თავგადასავალს მოგვითხრობს.
“ნარნიის ქრონიკების” მეორე წიგნია “ლომი, კუდიანი და გარდერობი”.
“ნარნიის ქრონიკების” მესამე ნაწილი – “ცხენი და მისი ბიჭუნა” – შესანიშნავი წიგნი, საოცარი და ჯადოსნური ფენტეზის სამყარო, მეგობრობა, სიყვარული, თავგადასავლები და სიკეთე, რომელიც ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას.
„ნარნიის ქრონიკების“ მეოთხე წიგნია „უფლისწული კასპიანი“.

წიგნების ეს სერია უფრო მეტად ფენტეზისა და საბავშვო ლიტერატურის ზღვარზე მერყეობს. მასში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. ვინაიდან თავად მწერალი ქრისტიანული ლიტერატურის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომანებში აქა-იქ გვხვდება მითითებები ბიბლიურ მოტივებზეც. ამასთან, წიგნებში აღწერილია არსებები, რომლებიც უფრო ტრადიციულ ბრიტანულ, ირლანდიურ ზღაპრებსა და ბერძნულ/რომაულ მითოლოგიებში გვხვდება.

სერია დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2006 წლისათვის გაყიდული იქნა მისი 100.000.000 ასლი, 41 სხვადასხვა ენაზე. არსებობს  წიგნის ეკრანიზაციებიც.

 

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ნარნიას ქრონიკები”