635b48a94b7cb7378c2dd7fc5b858bdf
file_491351566
wigni
 
Sale!
 

ნამდვილი დეტექტივი

50.00 39.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2018
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ISBN: 
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ახალი სერია, სახელ­წო­დებით “ნამდვილი დეტექტივი” . მაგარი ყდა, ახალი თარგმანები, ქართველი მკითხველისთვის აქამდე უცნობი საუკეთესო დეტექტიური ნაწარმოებები. მკითხველს იზიდავს საინტერესო სიუჟეტური ქარგა, მოქმედების განვითარების დაძაბულობა, დადებით გმირთა ისეთი აუცილებელი თვისებები, როგორიცაა გამჭრიახი გონება, სიმამაცე, გამბედაობა. დრამატული ორთაბრძოლა ბოროტებასთან, რომელიც გამოწვეულია სოციალური მოტივებით.

1 -ღრმა ძილი რეიმონდ ჩენდლერი
გენერალი სტერნვუდი ვინმე ართურ გაიგერის შანტაჟის ობიექტად იქცა. იმის გასარკვევად, თუ რა კომპრომატები აქვს მის ქალიშვილზე, ნარკომან კარმენზე, გენერალი კერძო დეტექტივ ფილიპ მარლოუს ქირაობს. საქმის გამოძიებისას რამდენიმე მკვლელობა ხდება… რომანის მიხედვით ჰოლივუდში ორი ფილმი დაიდგა, მისი სიუჟეტი აგრეთვე, ძმები კოენების 1998 წელს გადაღებულ გახმაურებულ ფილმს _ ,,დიდი ლებოვსკი” დაედო საფუძვლად
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე

2-სამი კუბო ჯონ დიქსონ კარი
სასამართლომ სამ ძმას ტრანსილვანიაში მდებარე მარილის საბადოებზე შრომა მიუსაჯა. მათ თავისუფლების მოპოვება სიკვდილის გათამაშებით გადაწყვიტეს _ კუბოებში ჩაწვნენ და ამ გზით სამშვიდობოს გასვლა სცადეს… გადის წლები. ერთ-ერთ მათგანს _ პროფესორ გრიმოს, მეგობრების თანდასწრებით, უცნაური კაცი გამოეცხადება და აუწყებს, რომ მკვდრებს საფლავებიდან ამოსვლა და კედლებში გაღწევა ძალუძთ, რომ ისიც ერთ-ერთი მათგანია, ხოლო მის ძმას, ასევე კუბოდან ამოსულს, პროფესორის სიცოცხლე სჭირდება.
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე

3-შიში როს მაკდონალდი
ოთხი მკვლელობა, ოთხი გვამი, პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი ადამიანის ნახელავია. მკვლელის ვინაობას, როგორც უნდა ეცადოთ, ვერ გამოიცნობთ. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით. სხვაგვარად ვერც მოხდებოდა: ამ წიგნის ავტორი ხომ თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო-დეტექტივების ოსტატი როს მაკდონალდია!
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე

4-მკვლელობა ბლექ დადლიში მარჯერი ელინგემი
რომანში ,,მკვლელობა ბლექ დადლიში” მოქმედება ქალაქიდან მოშორებულ ძველ სასახლეში, წვეულებაზე ვითარდება. სადილის შემდეგ სტუმრები ბუხრის თავზე მოთავსებულ ძვირფას ხანჯალს შენიშნავენ და მასპინძლისგან შეიტყობენ, რომ მას რიტუალის დროს იყენებდნენ: სიბნელეში ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდნენ. სტუმრები რიტუალის გათამაშებას მოინდომებენ. მსახურებს დაითხოვენ, შუქს ჩააქრობენ და ხანჯალი ხელიდან ხელში გადადის… თამაშთან ერთად, იდუმალებით მოცული ამბები იწყება და ბოროტმოქმედებაც არ დააყოვნებს.
მთარგმნელი: მზია კეკელიძე

5პატარძალი შავებში კორნელ ვულრიჩი
იდუმალებით მოცული „ საბედისწერო ქალი“ სხვადასხვა  „დოზით“ კორნელ ვულრიჩის ბევრ რომანში გვრხდება. „ პატარძალი შავებში“ ვულრიჩის პირველი და, შეიძლება ითქვას,ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რომანია, რომლის სიუჯეტსაც სწორედ იდუმალი, შურისძიების სურვილით შეპყრობილი ქალი წარმართავს; ქალი, რომლის ნაკვალევიც გვამებით არის მოფენილი.
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა