51056080_2499791793425261_5173425418136453120_o
53046586_2565767096827730_8296333531043332096_o
 
Sale!
 

ნამდვილი დეტექტივი III

50.00 39.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდები: 335-400
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2019
თარგმანი: ანა ნემსიწვერიძე
ფორმატი: 14.3 X 19.2
სერია: ნამდვილი დეტექტივი
ISBN: 9789941295171
ხელმისაწვდომი: არის
Qty

11- დეშილ ჰემეთის – „გამხდარი კაცი“

ყოფილი დეტექტივი ნიკ ჩარლზი ხიფათს მაგნიტივით იზიდავს. ის მდიდრულ აპარტამენტში, გლამურულ მეუღლე ნორასთან, შნაუცერთან და ჭიქა ვისკისთან ერთად შობის მშვიდად გატარებას გეგმავს.

ნიკი ფიქრობს, რომ მისი მაძებრობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა ძველ ნაცნობს, ჯულია ვულფს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულს იპოვიან. ქალის საყვარელი და ბოსი – კლაიდ უაინანტი სადღაც ქრება. მაშინ, როცა პოლიცია მთავარ ეჭვმიტანილს, უაინანტს, ეძებს, ნიკი გამოძიებას საკუთარ თავზე იღებს. მისი პრობლემებიც სწორედ მაშინ იწყება

 

12 – დოროთი ლი სეიერსის – ვისი გვამია

დოროთი ლი სეიერსი (1893-1957) ინგლისელი მწერალი ფილოლოგი, დრამატურგი და მთარგმნელი იყო. სახელი გაითქვა დეტექტიური ჟანრის კლასიკოსად. აგათა კრისტისთან, გილბერტ კით ჩესტერტონსა და რონალდ ნოქსთან ერთად, სეიერსი კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.

მომხიბლელი, ღრმად განათლებული, ხელოვნების დამფასებელი და ანტიკვარული წიგნების შემგროვებელი, თხემით ტერფამდე არისტოკრატი და, ამასთან მეტისმეტად ადამიანური დაბალი წრის ხალხთან – ასეთია ლორდი პიტერ უიმზი, რომელიც მისთვის ჩვეული სილაღითა და საოცარი გამჭრიახობით გახსნის მეტისმეტად უცნაურ მკვლელობას და სამუდამოდ დაიპყრობს ჩვენი მკითხველის გულს.

მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე.

13- ჯონ ლე კარე – მკვლელობა ჯენტლმენურად

ჯონ ლე კარე ე.წ ჯაშუშური რომანის ოსტატია. 1931 წელს მწერალს სადაზვერვო საქმიანობის უმდიდრესი გამოცდილება აქვს. – XX საუკუნის 50-60-იან წლებში დიდი დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებში მუშაობდა და როგორც საშინაო, ასევე საგარეო დაზვევის თანამშრომელი იყო. პარალელურად წერას მიჰყო ხელი, 1963 წელს კი, როცა მისი მესამე რომანი გამოვიდა „ჯაშუში, რომელიც სიცივიდან მოვიდა“ საერთაშორისო ბესტსელერი გახდა, ხოლო 2011 წელს გოეთეს მედლით დააჯილდოეს.

„მკვლელობა ჯენტლმენურად“ ჯონ ლე კარეს მეორე რომანია, რომლის მიხედვითაც, 1991 წელს ბრიტანეთში ტელეფილმი გადაიღეს. მოქმედება ელიტარულ კერძო სკოლაში ვითარდება, სადაც შემაძრწუნებელი დანაშაული ხდება – ერთ-ერთი მასწავლებლის ცოლს კლავენ.

 

14- დეშილ ჰემეთის – მეწამული მოსავალი
მოქმედება ვითარდება 1920-იან წლებში პატარა ქალაქ ფერსონვილში, რომელსაც ყველა ფოიზონვილს უწოდებს.
ქალაქში ჩამოდის დეტექტიური სააგენტო „კონტინენტალის“ თანამშრომელი, რომელიც ადგილობრივი გაზეთის რედაქტორმა, დონალდ უილსონმა გამოიძახა.
ჩამოსვლის დღესვე ოპერატიული მუშაკი იგებს, რომ დონალდ უილსონი მოკლულია. იგი იწყებას გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ გზადაგზა უამრავ დაბრკოლებას აწყდეაბა. პირველ ხანებში მცდარ კვალს ადგება, მაგრამ საბოლოო ჯამში, არც ეს შეუშლის ხელს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

15- ფრიდრიხ დიურენმატი – ავარია აღთქმა  
ავარიის“ მთავარ პერსონაჟს, სავაჭრო აგენტ ალფრედო ტრაპსს პენსიონერები – წარსულში მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი და ჯალათი – სასამართლო პროცესის ინსცენირებაში მონაწილეობას სთავაზოვენ. საკუთარ უმწიკვლობაში დარწმუნებული ალფრედო თამაშში ებმება და … „ბოროტმოქმედი“ აღმოჩნდება. „აღთქმის“ პერსონაჟი, გამომძიებელი მათეი პროვინციულ ქალაქში მომხდარ საზარელ დანაშაულს, 8 წლის გოგონას მკლვლელობას იძიებს.ეჭვმიტანილად მეწვრილმანე ვაჭარ ფონ გუნტენს ცნობენ.მის ბრალეულობაში ეჭვი არავის ეპარება…

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა