Sale!
 

ნამდვილი დეტექტივი -21-25

50.00 39.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
ISBN:896411421431
ხელმისაწვდომი: არის

Qty

21ტ- დოროთი ლი სეიერსი მოწმის ღრუბლები
კორსიკაზე გატარებული სამი თვის შემდეგ პარიზში მყოფი ლორდი პიტერ უიმზი შოკის მომგვრელ ცნობას იღებს: ყველა ინგლისური გაზეთი აჭრელებულია სტატიებით მისი ძმის, ჯერალდის, მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ. ტრაგედია დენვერის ჰერცოგის მამულში დატრიალებულა. ჯერალდი და მისი დის საქმრო, კაპიტანი დენის ქათკარტი წაკამათდნენ, რამდენიმე საათის შემდეგ კი სასიძო ტყვიით განგმირუილ იპოვეს, ერთადერთი ეჭვმიტანილი ჯერალდ უიმზია, ხოლო ამ იდუმალებით მოცული საქმის გახსნა მხოლოდ მის ძმას ძალუძს.
გვერდების რაოდენობა: 419
მთარგმნელი: გაგი გაბრიჭიძე
22ტ-დეშილ ჰემეთი შუშის გასაღები
“შუშის გასაღები” მოგვითხრობს კორუმპირებული სენატორის შვილის მკვლელობაზე, რომლის გამოძიებასაც თავიდანვე შეგნებულად აფერხებენ. სწორედ ამას სთხოვს თავის მეგობარ ნედ ბომონტს ადგილობრივი კრიმინალი პოლიტიკოსი პოლ მედვიგი, რომელსაც სენატორის მხარდაჭერა მისი ქალიშვილის მოსაპოვებლად განუზრახავს. ამასობაში, საქმესთან დაკავშირებულ პერსონათა წრეს ვიღაც უგზავნის წერილებს, სადაც სწორედ მედვიგს სდებს ბრალს ჩადენილ მკვლელობაში. შესაძლოა, ამ წერილების ავტორი მედვიგის ქალიშვილი – მოკლულის გელფრენდი ოპალი იყოს.
გვერდების რაოდენობა: 359
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
23ტომი- აგათა კრისტი ნ თუ მ?
დიდ ბრიტანეთს თომას და ტაპენს ბერესფორდების სამსახური ისევ დასჭირდა – ამჯერად მათ გაცილებით სახიფათო მისია აქვთ: მეორე მსოფლიო ომია, გერმანია ბრიტანეთის მთავარსარდლობაში თავისი აგენტის ჩანერგვას ცდილობს, მაგრამ ვინ არის ის? ინგლისელმა აგენტმა, რომელმაც ის აღმოაჩინა და ამას შეეწირა, კიდეც, სიკვდილის წინ დაშიფრული შეტყობინება დატოვა: „ნ თუ მე?“ ორივე გერმანიის აგენტია თუ თურმე ორივე, ან ერთ-ერთი მაინც, პროვიცჯეიმს ჰედლი ჩეიზი ქვის ჯუნგლი
24ტ-ჯეიმს ჰედლი ჩეიზი- ქვის ჯუნგლი

 ცნობილი ინგლისელი მწერლის რენე ბრაბაზონ რაიმონდის სამწერლო ფსევდონიმია კეიმს ჰედლი ჩეიზი. მისი ნაწარმოებების უმრავლესობაში მოქმედება ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ იგი სულ ორჯერ იყო ნამყოფი იქ. თავისი ნაწარმოებების შესაქმნელად მწერალი სარგებლობდა რუკებით, ცნობარებით, გზამკვლევებითა და სლენგის ლექსიკონებით. აღსანიშნავია, რომ ჩეიზი განეკუთვნება “ღია” დეტექტივის ოსტატთა რიცხვს, სადაც, განსხვავებით “ფარული” დეტექტივებისგან, დანაშაული მზადდება მკითხველის თვალწინ.


25ტ-რეიმონდ ჩენდლერი მშვიდობით,ჩემო საყვარელო
ფილიპ მარლოუ კერძო დეტექტივის სრულიად ახალი ტიპია: რომანტიკოსი, სენტიმენტალური რაინდი, ზოგჯერ ცინიკოსიც, მაგრამ ღირსების კოდექსს არასოდეს ღალატობს. სხვათა შორის, თავგადასავლებს სულაც არ ეძებს, ხიფათი თავად პოულობს. ასე ხდება მარტის ერთ დღესაც, როცა ერთ ახმახს შეახსენებს, სასმელში ფული უნდა გადაიხადოო… მათი გზები ისევ გადაიკვეთება, რადგან ორივე ერთსა და იმავე ქალს ეძებს