Sale!
 

ნამდვილი დეტექტივი

50.00 39.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდები: 335-400
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2019
თარგმანი: ანა ნემსიწვერიძე
ფორმატი: 14.3 X 19.2
სერია: ნამდვილი დეტექტივი

ISBN: 9789941295171

ხელმისაწვდომი: არის
Qty

 6 ტ ნაიო მარში – კაცი იწვა მკვდარი
დეტექტივი როდერიკ ალეინი ინგლისის ერთ-ერთ რესპექტაბელურ სახლში ,, მკვლელობანას” თამაშის დროს მომხდარ ნამდვილ მკვლელობას იძიებს. მსხვერპლი მონღოლური წარმოშობის რუსული სარიტუალო ხანჯლით არის მოკლული. ჩნდება ვერსია ,,რუსულ კვალზე”, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მკვლელობის მოტივი რომელიმე მოთამაშის სულში ჩაბუდებული სიძულვილი და ბოღმა იყოს.

 7 ტ გ.კ. ჩესტერტონი – მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი
წიგნი პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ჩესტერტონის დეტექტიური მოთხრობების ციკლის ბოლო კრებულს წარმოადგენს. მამა ბრაუნი გარეგნულად არაფრით წააგავს თავის სახელგანთქმულ “კოლეგებს” – შერლოკ ჰოლმსსა თუ ერკიულ პუაროს. იგი ჩია,პროვინციელი კათოლიკე მღვდელია,არც რაიმე სისტემა გააჩნია ჩახლართული დანაშაულების გასახსნელად.ბოროტმოქმედების მხილება მისი ჰობია,რადგან “სიმართლე ჯერაც ნახევარი საათით ჩამორჩება ცილისწამებას”.ამ საქმიანობაში მისი მთავარი იარაღი ადამიანის სულის სიღრმეში ჩამალული ვნებებისა ცოდნაა.

 8 ტ სოფი ჰანა – მონოგრამიანი მკვლელობები
გასული საუკუნის 20-იანი წლების ლონდონი…ერკიულ პუაროს კონტინენტზე უკვე აქვს მოპოვებული დიდი მაძებრის სახელი,მაგრამ ნისლიან ალბიონზე პატარა ბელგიელს ჯერ არავინ იცნობს.მას მალე ეძლევა თავისი უნიკალური მაძებრული ნიჭის გამოვლენის საშუალება – ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროს სამ სხვადასხვა ოთახში სამი ცხედარი იპოვეს და რაც ყველაძე უცნაურია,სამივეს პირში ერთი და იგივე მონოგრამიანი ოქროს საკინძე უდევს.ეს სამმაგი მკვლელობაა,მაგრამ რატომ და როგორ?დიდი ერკიულ პუარო ამ თავსატეხსაც ჩვეული ოსტატობით ამოხსნის.

9 ტ ჯეიმს ჰედლი ჩეიზი – დათარსული კაცი
დათარსული კაცი” -პატარა ქალაქის ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი ჰარი ბარბერი ერთხელ უკვე გაება მახეში და ციხეშიც ამოყო თავი. ქალაქის უმდიდრესი კაცის ცოლის ვერაგული შემოთავაზებაც თავიდან ოსტატურად დაგებულ მახედ ეჩვენება, მაგრამ ცდუნებაას ვერ უძლებს და მისი გერის მოტაცების ინსცენირებაში მონაწილეობას თანხმდება. ბარბერს ერთბასად გამდიდრებისა და მომხიბლავი ქალის სვლების წინასწარ გათვლის იმედი აქვს.

 დეტექტივი 10 ტ ჩესტერტონი – კაცი რომელიც ხუთშაბათი იყო
რომანი „ კაცი, რომელიც „ხუთშაბათი“ იყო“ სახალისო ამბავია ერთ ახალგაზრდა პოეტზე, ფილოსოფოსსა  და, იმავდროულად, საიდუმლო სამძებრო პოლიციის აგენტზე,  რომელსაც სამყაროს ბოროტებად მოვლენილი    “მედინამიტეების“ – ანარქისტების დამარცხება სურს. მწერალი საოცარი იუმორით, მახვილგონებრივად და გროტესკულად აღწერს თითოეულ  გმირს, ეპიზოდს და, რაც მთავარია, მკითხველს მოულოდნელი დასასრულით აოცებს.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა