58374267_2692896617448110_7728721622550446080_o
61171653_2762883420449429_7798264899783622656_o
 
Sale!
 

ნამდვილი დეტექტივი (16-20)

50.00 39.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდები: 391
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2019
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 14.3 X 19.5
სერია: ნამდვილი დეტექტივი
ISBN: 9789941297038
ხელმისაწვდომი: არის
Qty

იდუმალი მოწინააღმდეგე- აგათა კრისტი
დიდ ბრიტანეთში სამსახურისა და ფულის გარეშე დარჩენილი, ფანტაზიითა და ენთუზიაზმით სავსე ტომი და ტაპენსი გადაწყვეტენ, დააარსონ საზოგადოება “ახალგაზრდა ავანტიურისტები”. ისინი მზად არიან ნებისმიერი თავგადასავლისათვის და მართლაც მალე, შემთხვევითობის წყალობით, მრავალ სახიფათო და იდუმალებით მოცულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

დოროთი ლი სეიერსი არაბუნებრივი სიკვდილი
ინგლისელმა მწერალმა, დრამატურგმა და მთარგმნელმა დოროთი ლი სეიერსმა (1893-1957) დეტექტიური რომანებით გაითქვა სახელი და სამართლიანადაა აღიარებული ამ ჟანრის ერთ-ერთ კლასიკოსად. აგათა კრისტისთან, გილბერტ კით ჩესტერტონთან და რონალდ ნოქსთან ერთად დოროთი ლი სეიერსი დეტექტიური კლუბის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი იყო.

სეიერსის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია გამჭრიახი არისტოკრატი მაძებარი ლორდი პიტერ უიმზი, რომელიც ავტორის არაერთ რომანსა და მოთხრობათა კრებულში გვევლინება. ლორდი „არაბუნებრივი სიკვდილის“ მთავარი გმირიცაა.

უკურნებელი სენით დაავადებული ხანდაზმული ლედი აგათა დოუსონის სიკვდილში, ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერია. მიუხედავად ამისა, ლორდ პიტერ უიმზის მაინც ეჭვი ღრღნის. რამდენიმე დღის შემდეგ, ტყეში ქალბატონის მოახლე ბერტას გვამს პოულობენ. იდუმალი ამბები აშკარად გარდაცვლილის ქონებას უკავშირდება, თუმცა აგათას ერთადერთი მემკვიდრე ჰყავს ახალგაზრდა ნათესავი მერი უიტაკერი.
მაგრამ მოულოდნელად ჰორიზონტზე ლედის შორეული ნათესავი,

ხელმოკლე მღვდელი ალილუია დოუსონიც ჩნდება…ამასობაში ერთ მკვლელობას მეორე მოჰყვება. ლორდი უიმზი რთული ამოცანის წინაშე დგას მოასწროს კვანძის გახსნა,ვიდრე მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზრდება.

 ჯონ დიქსონ კარის – ცეცხლოვანი სამსჯავრო
„ცეცხლოვანი სამსჯავრო“ ე.წ მისტიკური დეტექტივების ჟანრს განეკუთვნება. საქმე ეხება მოხუცებული, მძიმედ დასნეულებული კაცის გარდაცვალებას, არანაირი გარემოება არ მიანიშნებს რაიმე ბოროტმოქმედებაზე, მაგრამ როგორც მოგვიანებით ირკვევა, მაილზ დესპარდს იმ ქვეყნად წასვლა ცოტათი, რომ დაგვიანებოდა, ერთადერთ მემკვიდრეს მისი ქონების მიღება გაუჭირდებოდა… და მაინც, ავტორის ოსტატობის წყალობით მკითხველს მკვლელის როლზე რამდენიმე კანდიდატი ჰყავს

ნაიო მარში – მკვლელო, სცენაზე!
“მარტორქას” თეატრის ახალი სპექტაკლის სცენარი ვარსკვლავის საგრიმიროში უჩვეულო კინკლაობაში გადაიზრდება. თვით სპექტაკლსა და სინამდვილეს შორის კი ზღვარი იშლება, როდესაც სიმპათიური ფელიქს გარდენერი თავის აღელვებულ მეტოქეს, ართურ სურბონადიეს, იმ რევოლვერით კლავს, თავად ართურმა რომ დატენა ფუჭი ვაზნებით. მაგრამ ნამდვილად ფუჭი ვაზნებით დატენა ართურმა რევოლვერი? როგორ მოხვდა ნამდვილი ვაზნა თეატრის რეკვიზიტად ქცეულ რევორველში?

აგათა კრისტი – დანაშაულის თანამონაწილენი

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,