Sale!
 

მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები (9-10)

50.00 35.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: დავერიო ფილიპ
გვერდები: 123
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: ეკატერინე კობახიძე, მაია დონაძე
ხელმისაწვდომი: არის
ISVN: 9789941248504
ხელმისაწვდომი: არის
Qty

მე-9 ტომი- მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი –  მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმთაგანია, მდებარეობს მანჰეტენზე ცენტრალური პარკის დასავლეთ კუთხეში, ნიუ-იორკი, აშშ. მას ასევე ეკუთვნის შენობათა კომპლექსი “კლასტერები” ფორტ ტრიონის პარკში ჰუძონის პირას მანჰეტენის კუნძულის ჩრდილოეთ ბოლოში და მასში შუასაუკუნეების ხელოვნებაა განთავსებული.

მუზეუმი გაიხნა 1872 წლის 20 თებერვალს. მისი დამფუძნებელი სუპერინტენდანტი იყო გამომცემელი ჯორჯ პალმერ პატნემი. მუზეუმის ამჟამინდელი (2005) დირექტორია ფილიპ დე მონტებელო.

მუზეუმის მასიური კოლექცია მოიცავს კლასიკურ ანტიკურ ნივთებს ბერძნულ და კვიპროსის გალერეებში და ასევე თითქმის ყველა ევროპელ ხელოვანსა და ამერიკული ხელოვნების ვრცელ კოლექციას. მუზეუმი ფლობს ასევე ეგვიპტური (დენდურის ტაძრისჩათვლით), აფრიკული, აზიური, ოკეანიის, ახლო აღმოსავლეთის, ბიზანტიისა და ისლამური ხელოვნების ნიმუშებს. აქვე არის ცნობილი ისტორიული ინტერიერების რეპროდუქციები, ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის განთქმულ ამერიკელ არქიტექტს ფრანკ ლლოიდ ვრაიტს. იარაღისა და საჭურჭლეველის განყოფილებაში თავმოყრილია ანტიკური იარაღის ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ევროპიდან, იაპონიიდან, ახლო-აღმოსავლეთიდან და ამერიკიდან.

1969 წელს ბანკირი რობერტ ლემანის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძით მუზეუმმა მიიღო დაახლოებით 3.000 ხელოვნების მინუში, რომელიც გამოფენილია “რობერტ ლემანის ფრთაში” და ითვლება ყველაზე ექსტრაორდინალურ კერძო კოლექციად, რომელიც კი ოდესმე შეუგროვებიათ აშშ-ში. პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემამ შეაგროვა ამ მასიური კოლექციის დოკუმენტაცია და გამოუშვა მრავალტომიან წიგნად “რობერტ ლემანის კოლექციის კატალოგები”.

მეტის ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე ძვირი შენაძენია დუჩის “მადონა ყრმით”, რომელიც მას $45 მილიონი დაუჯდა. ფერწერული ტილო ზომით მხოლოდ 8×11 დიუმია.

მე-10 ტომი ხელოვნების ისტორიის მუზეუმი
 ხელოვნების ისტორიის მუზეუმი  ვენაში, ავსტრია, რინგშტრასეზე მდებარეობს და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში.

მუზეუმი გახსნა 1891 წელს ბუნების ისტორიის მუზეუმთან (Naturhistorisches Museum) ერთად ავსტრო-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ორივე მუზეუმს იდენტური ფასადი აქვს და ერთმანეთს უყურებს მარია-ტერეზიენ-პლაცზე. ორივე შენობა აიგო 1872-91 წლებში გოტფრიდ სემპერისა და კარლ ფრაიჰერ ფონ ჰაზენაუერის პროექტით.

რინგშტრასეზე მდებარე ორივე მუზეუმი იმპერატორის ხაზინიდან დაფინანსდა ჰაბსბურგის ვრცელი კოლექციის საზოგადოებისთვის გამოფენის მიზნით. შენობების ფასადები ქვიშანარევი ქვით არის მოპირკეთებული. შენობები მართკუთხა ფორმისაა და თავზე 60 მეტრი სიმაღლის ოქტაგონალური გუმბათი ადგას. შენობების ინტერიერი მოპირკეთებულია მარმარილოთი, შტუკოს ორნამენტებით, ოქროთი მოვარაყებული და მოხატული, რაც შენობებს თავად ხელოვნების მინუშად ხდის.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,