მხიარული რეცეპტები

22.00

გამომცემლობა: სეზანი
წელი: 2016
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 136
ფორმატი: 21.7X27.2
ISBN: 9789941086007
ხელმისაწვდომი: არის

 

Qty

“მხიარული რეცეპტები” _ საბავშვო ლექსები
წიგნი აერთიანებს მარიამ წიკლაურის საბავშვო ლექსების დიდ ნაწილს. წიგნში 200-ზე მეტი ლექსია. მასალა დაყოფილია 7 თავად, თემატიკისა და მკითხველის ასაკის მიხედვით. ყველა თავი დასათაურებულია. წიგნში შესული მასლა ბავშვებს მსუბუქი იუმორის, ფოლკლორული ხასიათის მასალასთან ერთად მოუთხრობს და შეამეცნებინებს თანამედროვე ურბანისტულ გარემოსაც, აცნობს ბუნებას და ბუნებრივ მოვლენებს, აცნობს საგნებს ადამიანთა ირგვლივ, ასწავლის ზრუნვისა და სიკეთის მაგალითებს მთელ გარემომცველ სამყაროზე. ყველა ლექსი გარკვეულ ამბავს გვიყვება, ამ თხრობას კი მსუბუქი ენა, რიტმების მონაცვლეობა და საინტერესო ლექსიკა ადვილად აღსაქმელს ხდის ბავშვებისთვის. ავტორის ხელწერა განსაზღვრავს კიდეც წიგნის ხასიათს – ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეიძლება ბავშვებთან საუბარი დიდაქტიკისა და თითის ქნევის გარეშეც. ერთი თავი კი მთლიანად უცხოელი საბავშვო ავტორების თარგმანებს ეთმობა. წიგნის მხატვარია დავით ჯამრიშვილი, რედაქტორი ქეთო ნინიძე, დიზაინერი თეა აკობია. წიგნი გამოსცა გამომცემლობა `სეზანმა~ 2016 წელს.