მხევლის წიგნი

17.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: მარგარეტ ეტვუდი
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 424
ფორმატი: 14X20
ISBN
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty

Image result for the handmaid's tale pngწარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, სიყვარული, საკუთრების უფლების ფლობა, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებთ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან…სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ.ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება.სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნში”.

მხევლის წიგნი“ – წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ხოლო რელიგიას – საშიშ იარაღად აქცევენ, იარაღად, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებზეა დამიზნებული. მაგრამ, ამის გარდა, წიგნი კიდევ ერთ თავზარდამცემ სიმართლეს გვიმხელს: თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ჩვენი მოწონება-არმოწონება ააღელვებს…

Image result for the handmaid's tale png

 

მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნი” წიგნების იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც გამოცემიდან მოკლე ხანში ლიტერატურის კლასიკად იქცევა. მკითხველი მალევე ხვდება, რომ უკვდავი თემები და თხრობის ენა დროის მდინარებას გაუძლებს და ავტორის სახელს მომავალ თაობებს შემოუნახავს.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა