მშვიდობით, ძია გერშვინ

9.90

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: ცირამუა მაია
გვერდები: 103
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2019
ფორმატი: 14X21
სერია: საკუთარი ოთახი
ISBN: 9789941474651
ხელმისაწვდომი: არის
Qty

მაია ცირამუა, სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ბავშვთა ფსიქოთერაპევტი და ბავშვთა ფსიქოლოგი. წიგნში, ძირითადად, სხვადასხვა ასაკისა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ქალების შესახებ გიამბობთ: არის ძალადობის თემა და ამბავი, რომელიც მოგვითხრობს ქალების შესახებ ერთი კაცის გარშემო – როგორ აღიქვამს ეს კაცი იმას, თუ რა მონაცემები აქვს თითოეულ ამ ქალთან. “მშვიდობით, ძია გერშვინ” სერია “საკუთარი ოთახის” ნაწილია. ეს სერია აერთიანებს იმ ქალ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელთა ნაწარმოებებმა და ცხოვრებამ თავისი როლი ითამაშა ქალთა გაძლიერებასა და თანასწორობისათვის ბრძოლაში.

მაია ცირამუას რომანი – “მშვიდობით, ძია გერშვინ!” – ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანში შესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა, თითქოს უწინდელივით სიცოცხლით სავსე და ენერგიულია? რომანის მთავარი პერსონაჟი მზადაა, ყველაფრი დათმოს, რათა გააბედნიეროს ის, ვინც მისთვის ყველაზე ძვირფასია.

კატეგორიები: , ,