sc-musika
file_3315381
file_8414185
 
Sale!
 

მუსიკა – ილუსტრირებული ისტორია

90.80 84.90

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2014
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
ფორმატი:25.00 X 30.00
ISBN:9789941231773

ხელმისაწვდომი: არის

Qty

“მუსიკა კაცობრიობის უნივერსალური ენაა” – ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო
მუსიკა მსმენელში ყოველთვის ემოციების მთელ კასკადს აღძრავდა, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანას, კულტურასა თუ კლანს მიეკუთვნებოდა იგი. მუსიკას ეკავა ძირითადი ადგილი ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობასა თუ რელიგიურ რიტუალებში, ის იყო გართობის, დასვენებისა და ხშირად შემეცნების მნიშვნელოვანი საშუალებაც. შესაბამისად, მუსიკამ განვითარების დიდი და რთული გზა განვლო. ყველაფერი ნიჟარებისა და ძვლებისაგან დამზადებული უძველესი საკრავებით დაიწყო და დღემდე  დახვეწილი ელექტროგიტარებითა თუ სინთეზატორებით გრძელდება.
ეს ყოვლისმომცველი ილუსტრირებული სახელმძღვანელო ყველა მნიშვნელოვანი ჟანრის წარმოშობის ისტორიას მოგვითხრობს – შუა საუკუნეების საგალობლებით დაწყებული, პომპეზური კლასიციზმით, თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზით, როკით, ჯაზით, ჰიპ-ჰოპითა და პოპით დამთავრებული. აქ აღმოაჩენთ მთელი მსოფლიოს საკრავების ოჯახებს; ნახავთ, როგორ განვითარდა ფორტეპიანო და ვიოლინო; შეხვდებით საკულტო ფიგურებს – მოცარტს, ბეთჰოვენს, ჯორჯ გერშვინს, ელვის პრესლის, ჯონ ლენონს, დევიდ ბოუის…
გაეცნობით პოპულარულ ნაწარმოებებს – სონატებს, ოპერებსა თუ სიმფონიებს, და გაიგებთ, როგორ შეცვალა მუსიკამ სამყარო.

მოდა – ილუსტრირებული ისტორია
თქვენ წინაშეა წიგნი – გზამკვლევი მოდის საოცარ, მომხიბვლელ, უცნაურ და ექსცენტრიკულ სამყაროში – იქ, სადაც ადამიანები გასაოცარ მსხვერპლს იღებდნენ და იღებენ მხოლოდ ერთი მიზნით – იყვნენ ყველასგან გამორჩეულები!
მოდის ილუსტრირებული ისტორია ხალისიანი, ლაღი ენით მოგითხრობთ, როგორ იცვლებოდა ადამიანის გარეგნობა და ჩაცმულობა უძველესი დროიდან დღემდე; გულფიკიდან მაკარონულ სტილამდე; კორსეტიდან 1960 – იანი წლების ფუტურისტულ სამოსამდე.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა