Sale!
 

მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები (3-4)

50.00 35.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: დავერიო ფილიპ
გვერდები: 128
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
თარგმანი: ეკატერინე კობახიძე, მაია დონაძე
ხელმისაწვდომი: არის
ISVN: 9789941248504
ხელმისაწვდომი: არის
Qty

ტომიIII პრადო-მადრიდი პრადო (Museo del Prado; ესპ. prado — მინდორი, მდელო) — განთქმული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა მადრიდში. მასში მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული. დაფუძნდა როგორც ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა მუზეუმი, თუმცა მუზეუმს ასევე 5.000-მდე მონახაზების, 2.000-მდე ანაბეჭდის, 1.000-მდე მედლისა და მონეტის მნიშვნელოვანი კოლექცია გააჩნია. სკულპტურები წარმოდგენელია დაახლოებით 700-ზე მეტი ნიმუშით და რამდენიმე ფრაგმენტით. შესანიშნავი ფერწერული გალერეა, რომელიც 8.600 ნახატისაგან შედგება მუზეუმს მსოფლიო კლასის სტატუსს ანიჭებს. პრადოს დიეგო ველასკესის და ფრანსისკო გოიას ნამუშევრებისა და ასევე ჰიერონიმუს ბოსხის (მეფე ფილიპ II-ის პირადი ფავორიტი) საუკეთესო კოლექცია აქვს ესპანეთში. მუზეუმს ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, ბართოლომეო ესტებან მურილიოს შედევრების ბრწყინვალე კოლექცია აქვს. აქვეა ასევე მელოცო და ფორლის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ალბრეხტ დიურერის, რემბრანდტის, ვერონეზეს საუკეთესო ექსპონატები



ტომი 4-ეროვნული გალერეა (ინგლ. National Gallery) — ლონდონის მუზეუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია, სადაც თავმოყრილია დასავლეთ ევროპის ფერწერის 2000-ზე მეტი ნიმუში. მნახველთა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოს მუზეუმებს შორის. დაარსდა 1824 წელს ჯონ ჯულიუს ენგერსტაინის კოლექციის ბაზაზე. მდებარეობს ტრაფალგარის მოედანზე.
ლონდონის ეროვნული გალერეა არც ცნობილი ტილოების ნაკლებობას უჩივის და არც მნახველებისას, მაგრამ იმ უამრავ შედევრს შორის, რომლებსაც აქ დაუდიათ ბინა, მაინც არის ერთი გამორჩეული ქმნილება – ფლამანდელი ფერმწერის, იან ვან ეიკის “არნოლფინების წყვილის პორტრეტი”. ბრიუგეში 1434 წელს შექმნილი ეს ტილო, პირველ რიგში, იმით გახდა განსაკუთრებული, რომ ვან ეიკმა ჩვეულ მანერას უღალატა და თემად ბიბლიური სიუჟეტი არ გამოუყენებია. “გენტის საკურთხევლისა” და “კანცლერ როლენის მადონას” ავტორმა წმინდა წერილის კარნახით შექმნილი უამრავი სურათის შემდეგ ოჯახური და იდილიური თემა შემოგვთავაზა, თუმცა ნახატის ირგვლივ დღემდე არ წყდება სპეციალისტების სხვადასხვა მოსაზრება, რომლებიც ტილოზე არსებულ სიმბოლოებზე დღემდე დავობენ. კერძოდ, ხელოვნებათმცოდნეებს შორის დავა თავდაპირველად ნახატზე გამოსახული წყვილის ვინაობის გამო გაჩაღდა. კარგა ხნის შემდეგ მკვლევართა უმეტესობა მივიდა დასკვნამდე, რომ პორტრეტი იტალიელ დიდვაჭარს – ჯოვანი დი ნიკოლაო არნოლფინის და მის მეუღლეს ეკუთვნით. ტილოზე ყველაზე საინტერესო დეტალი წყვილის ზურგს უკან, კედელზე დაკიდებული სარკეა, რომლის ჩარჩოს ქრისტეს წამების ამსახველი ათი სცენა ამკობს. ზოგიერთმა მკვლევარმა მრგვალი სარკის ფორმაში უფლის ყოვლისმცოდნე თვალი დაინახა, სარკის სიღრმიდან მომზირალი ორი ადამიანის ანარეკლიდან ერთ-ერთი კი თავად ვან ეიკის სილუეტად მიიჩნიეს. ამ მოსაზრების მხარდამჭერნი, გარეგნული მსგავსების გარდა, იმ ფაქტსაც ეყრდნობოდნენ, რომ მხატვრის ხელმოწერა ჩვეულ ადგილზე – სურათის ქვედა კუთხეში კი არა, გაცილებით თვალსაჩინოდ – ჭაღსა და სარკეს შორის იყო მოთავსებული და ნაცვლად წარწერისა – “შექმნა ვან ეიკმა”, გვამცნობდა –”ვან ეიკი აქ იყო”.

საუკეთესო სერია ხელოვნების, მუზეუმებისა და უბრალოდ წიგნების მოყვარულებისათვის
სერია „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები“ მეგზურობას გაგიწევთ იმ სახელგანთქმულ მუზეუმებსა და გალერეებში, სადაც სხვადასხვა კულტურის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა თავმოყრილი. ხელოვნების სამყაროში ეს დაუვიწყარი წარმოსახვითი მოგზაურობა, ჩვეულებრივ, ქვეყნის ისტორიასთან მჭიდროდ დაკავშირებული, თითოეული მუზეუმის შექმნისა და განვითარების ამბით, მასში შემავალი კოლექციების მიმოხილვით იწყება, რასაც მოსდევს ცალკეული შედევრის ორიგინალური მხატვრული ანალიზი და, დასასრულს ხელოვანთა მოკლე ბიოგრაფიული ექსკურსი. მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი ენით გამართული, ღირებული ინფორმაციით დატვირთული და ჩინებული ილუსტრაციებით უხვად შემკული გამოცემა სამეცნიერო- პოპულარული ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია და ხელოვნების მოყვარულ ყველა ასაკის მკითხველს უდავოდ დააინტერესებს. შესძინეთ თქვენს ბიბლიოთეკას ეს უნიკალური სერია, გადაფურცლეთ და შეაბიჯეთ მსოფლიო მუზეუმების, ხელოვნებისა და მშვენიერების სამყაროში.
ეს უნიკალური სერია მათთვისაა, ვისაც სურს, ჰქონდეს მსოფლიო შედევრების საკუთარი კოლექცია, ნებისმიერ დროს შეძლოს მისი დათვალიერება და თითოეული შედევრის ისტორიის გაცნობა.
პროექტ “მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები” საქართველოში ანალოგი არა აქვს. მართალია, სამეცნიერო ენციკლოპედიებისა თუ ნაშრომების კითხვისას გარკვეულ ინფორმაციას იღებთ, თუმცა,­ ასეთი მარტივად აღსაქმელი ტექსტითა და მაღალი ხარისხის ფოტოებით დატვირთული წიგნი ხელოვნების ნიმუშებისა და ისტორიის შესახებ საქართველოში არ გამოცემულა.  “მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები” ერთგული მეგზური გახდება არა მხოლოდ მკითხველისთვის, რომელსაც მსოფლიო მუზეუმების შესახებ ინფორმაცია აინტერესებს, მაგრამ შესაბამისი განათლება არა აქვს, არამედ ხელოვნებათმცოდნეებისთვისაც, რადგან სერიაში თითოეული ნაშრომისა და მათი ავტორების შესახებ საინტერესო ბიოგრაფიული კვლევების გარდა, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნის ანალიზს გაეცნობით.
ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული,­ რომ მასზე­ პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. ბუნებრივია, ასეთ გამოცემაზე მოყვარული მთარგმნელი ან ხელოვნებათმცოდნე ვერ იმუშავებდა – უამრავი დეტალია, რომელიც საფუძვლიან ცოდნასა და გადამოწმებას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისტორიული ტერმინების.
როექტი თავდაპირვე­ლად იტალიურმა გამოცემამ მოამზადა და მასზე ცნობილმა ხელოვნებათმცოდნე დავირიომ იმუშავა. მისი ნაშრომები მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და მის ანალიზს ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები ითვალისწინებენ, ახლა კი ქართველ მკითხველსაც უჩნდება შესაძლებლობა, დავირიოს კვლევებს გაეცნოს და მისი დახმარებით შეუცვლელი გზამკვლევი ჰქონდეს სხვადასხვა მუზეუმის გაცნობისას. დავირიო თითოეული ნახატისა და მისი ავტორის ბიოგრაფიაზე­ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მეტიც,­ მუზეუმების დაფუძნების შესახებ ცნობები იმ ქვეყნებზეც მოგვითხრობს, სადაც ეს მუზეუმებია დაარსებული… შესაბამისად, ამომწურავ ინფორმაციას ყველა მიმართულებით მიიღებთ, თუ გამგზავრებასა და რომელიმე მუზეუმის დათვალიერებას გეგმავთ, მას ცოდნით შეიარაღებული ესტუმრებით.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა