Sale!
 

მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები (5-6)

50.00 35.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: დავერიო ფილიპ
გვერდები: 128
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017-2018
თარგმანი: ეკატერინე კობახიძე, მაია დონაძე
ხელმისაწვდომი: არის
ISVN: 9789941248504
ხელმისაწვდომი: არის
Qty

5-ვატიკანის მუზეუმები
ვატიკანის მუზეუმები (იტალ. Musei Vaticani) — მსოფლიოში უდიდესი მუზეუმი, მდებარეობს ვატიკანში. დააარსა რომის პაპმა იულიუს II-მ XVI საუკუნეში. 2007 წელს მუზეუმებს დასათვალიერებლად ეწვია 4.310.083 ტურისტი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვატიკანის მუზეუმს ხშირად ძარცვავდნენ, ხშირად ზარალდებოდა ომის გამო, მაინც ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი ისტორიის მქონე მუზეუმია. ყოველთვის ემატებოდა და ყოველთვის ივსებოდა კოლექცია, დაწყებული რენესანსის ეპოქიდან. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო კომპლექსის მქონე მუზეუმია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პინაკოთეკას, პიუს-კლემენტის, რაფაელის და სიქსტის კაპელას განყოფილებებს.
წიგნში შესულია: მუზეუმის ისტორია, ლაოკოონის აღმოჩენა და ვატიკანის მუზეუმების დაბადება, პიუს VII, კანოვა და ნაპოლეონი,კოლექციები, შედევრები, ბიოგრაფიები, ხელოვანთა ბიოგრაფიები.

6-ერმიტაჟი
ერმიტაჟის მუზეუმი  — რუსეთის უმსხვილესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი. წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ხელოვნებისა და კულტურის ძეგლების საცავს. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც წინათ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია იყო.
წიგნში შესულია: მუზეუმის ისტორია, სანქტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი და იტალია, 1930: კოლექცია იყიდება, კოლექციები, შედევრები, ხელოვანთა ბიოგრაფიები

ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსადა მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია – მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.



საუკეთესო სერია ხელოვნების, მუზეუმებისა და უბრალოდ წიგნების მოყვარულებისათვის
სერია „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები“ მეგზურობას გაგიწევთ იმ სახელგანთქმულ მუზეუმებსა და გალერეებში, სადაც სხვადასხვა კულტურის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა თავმოყრილი. ხელოვნების სამყაროში ეს დაუვიწყარი წარმოსახვითი მოგზაურობა, ჩვეულებრივ, ქვეყნის ისტორიასთან მჭიდროდ დაკავშირებული, თითოეული მუზეუმის შექმნისა და განვითარების ამბით, მასში შემავალი კოლექციების მიმოხილვით იწყება, რასაც მოსდევს ცალკეული შედევრის ორიგინალური მხატვრული ანალიზი და, დასასრულს ხელოვანთა მოკლე ბიოგრაფიული ექსკურსი. მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი ენით გამართული, ღირებული ინფორმაციით დატვირთული და ჩინებული ილუსტრაციებით უხვად შემკული გამოცემა სამეცნიერო- პოპულარული ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია და ხელოვნების მოყვარულ ყველა ასაკის მკითხველს უდავოდ დააინტერესებს. შესძინეთ თქვენს ბიბლიოთეკას ეს უნიკალური სერია, გადაფურცლეთ და შეაბიჯეთ მსოფლიო მუზეუმების, ხელოვნებისა და მშვენიერების სამყაროში.
ეს უნიკალური სერია მათთვისაა, ვისაც სურს, ჰქონდეს მსოფლიო შედევრების საკუთარი კოლექცია, ნებისმიერ დროს შეძლოს მისი დათვალიერება და თითოეული შედევრის ისტორიის გაცნობა.
პროექტ “მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები” საქართველოში ანალოგი არა აქვს. მართალია, სამეცნიერო ენციკლოპედიებისა თუ ნაშრომების კითხვისას გარკვეულ ინფორმაციას იღებთ, თუმცა,­ ასეთი მარტივად აღსაქმელი ტექსტითა და მაღალი ხარისხის ფოტოებით დატვირთული წიგნი ხელოვნების ნიმუშებისა და ისტორიის შესახებ საქართველოში არ გამოცემულა.  “მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები” ერთგული მეგზური გახდება არა მხოლოდ მკითხველისთვის, რომელსაც მსოფლიო მუზეუმების შესახებ ინფორმაცია აინტერესებს, მაგრამ შესაბამისი განათლება არა აქვს, არამედ ხელოვნებათმცოდნეებისთვისაც, რადგან სერიაში თითოეული ნაშრომისა და მათი ავტორების შესახებ საინტერესო ბიოგრაფიული კვლევების გარდა, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნის ანალიზს გაეცნობით.
ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული,­ რომ მასზე­ პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. ბუნებრივია, ასეთ გამოცემაზე მოყვარული მთარგმნელი ან ხელოვნებათმცოდნე ვერ იმუშავებდა – უამრავი დეტალია, რომელიც საფუძვლიან ცოდნასა და გადამოწმებას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისტორიული ტერმინების.
როექტი თავდაპირვე­ლად იტალიურმა გამოცემამ მოამზადა და მასზე ცნობილმა ხელოვნებათმცოდნე დავირიომ იმუშავა. მისი ნაშრომები მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და მის ანალიზს ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები ითვალისწინებენ, ახლა კი ქართველ მკითხველსაც უჩნდება შესაძლებლობა, დავირიოს კვლევებს გაეცნოს და მისი დახმარებით შეუცვლელი გზამკვლევი ჰქონდეს სხვადასხვა მუზეუმის გაცნობისას. დავირიო თითოეული ნახატისა და მისი ავტორის ბიოგრაფიაზე­ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მეტიც,­ მუზეუმების დაფუძნების შესახებ ცნობები იმ ქვეყნებზეც მოგვითხრობს, სადაც ეს მუზეუმებია დაარსებული… შესაბამისად, ამომწურავ ინფორმაციას ყველა მიმართულებით მიიღებთ, თუ გამგზავრებასა და რომელიმე მუზეუმის დათვალიერებას გეგმავთ, მას ცოდნით შეიარაღებული ესტუმრებით.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა