11924933_1117821541581137_9160770131768122925_n
11924933_1117821541581137_9160770131768122925_n
 
Sale!
 

მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები (7-8)

50.00 35.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: დავერიო ფილიპ
გვერდები: 123
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: ეკატერინე კობახიძე, მაია დონაძე
ხელმისაწვდომი: არის
ISVN: 9789941248504
ხელმისაწვდომი: არის
Qty

7- საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ნებისმიერი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგანძურია მუზეუმი, რომელიც თაობიდან თაობას უძველესი ნამუშევრებითა და კულტურის მაგალითებით, ექსპონატებით შემოუნახავს ისტორიას. ამიტომაც სტუმრობენ ტურისტები და მოგზაურები დიდი ინტერესით მსოფლიო მუზეუმებს, სადაც წარმოდგენილი კოლექციების საშუალებით წარსული ეპოქის გაცოცხლების შესაძლებლობა ეძლევათ. თუმცა იმ ადამინებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ამა თუ იმ მუზეუმის მონახულება, განსაკუთრებულად საინტერესოა “პალიტრა L”-ის სერია “მსოფლიოს საუკეთესო მუზეეუმები”. ამ სერიაში მე- 7 ტომად გამოიცემა “საქართველოს ეროვნული მუზეუმი”.
ეს წიგნი მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მსოფლიოს დიდი მუზეუმების სერიისა, რომელიც მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. წიგნში გადმოცემულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორია, მისი დაარსებიდან დღემდე. როგორ შეიქმნა მუზეუმი, ვინ იყვნენ მისი პირველი კოლექციონერები, როგორ ჩამოყალიბდა და როგორ მიიღო ამჟამინდელი სახე. მოგეხსენებათ, რომ 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიდი ინსტიტუცია, რომელიც შედგება 4 სახლ-მუზეუმისგან და 2 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისგან, რომელიც შედგება 10 მუზეუმისგან , 4 სახლმუზეუმისგან და 2 სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმისგან, წიგნში აბსოლუტურად ყველა მუზეუმის შესახებ არის ინფორმაცია. იმიტომ, რომ ეროვნული მუზეუმი არ არის წარმოდგენილი, მხოლოდ ერთი მუზეუმით, ეს არის მუზეუმების გაერთაინება, ისევე როგორ ევროპაში არის რამდენიმე ასეთი გაერთიანება. რასაკვირველია, წიგნი არის ილუსტრირებული და მასში უხვად ნახავთ მუზეუმების არქიტექტურის, ექსპონატების, საგამოფენო დარბაზების ფოტოებს.

8- ორსეს მუზეუმი
ორეს მუზეუმი (ფრანგ. Musée d’Orsay) — მუზეუმი პარიზში, მდებარეობს მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე. აქ მოთავსებულია ძირითადად 1848 – 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები. მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია.
პარიზის სხვა მუზეუმთა მსგავსად ორსე ორშაბათობით დაკეტილია.
1986 წელს ძველი გარ-ორსეი გახდა დამაკავშირებელიი ჯაჭვი ლუვრსა და პომპიდუს ცენტრს შორის, როცა ის რკინიგზის სადგურიდან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების მუზეუმად გადააკეთეს. აშენდა რა ვიქტორ ლალუს მიერ ორლეანის რკინიგზის კომპანიის შეკვეთით, სადგურისა და მისი სასტუმროს ინაუგურაცია 1900 წლის მსოფლიო ექსპოზიციის დროს მოეწყო.