untitled-1
56140458_2639019672835805_6166979906367389696_o
57726662_2693279727409799_8134568471217307648_o
6561127528543807012997007608773781657485312n
5867929527053176528726737318191636033306624n
20190611173400164
IMG_3126
IMG_3127
 
 

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

100.00 70.00

გამომცემლობა: პალიტრა L
წელი: 2019
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 300-350

ენა: ქართული
ფორმატი: 14X19.5
ISBN: 989332132456
ხელმისაწვდომი: არის

Qty

“მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები” მსოფლიოს თავგადასავალია! ის კაცობრიობის სიბრძნეს და ცივილიზაციების საუკუნოვან გამოცდილებას ინახავს. ამას კი, როგორც იცით, დრო ვერაფერს აკლებს, პირიქით, უფრო ავსებს და ამდიდრებს. რაც მთავარია, ეს თავგადასავალი არასდროს მთავრდება, ის ხომ ასე იქმნებოდა – საუკუნეებიდან საუკუნეებს, თაობიდან თაობას გადაეცემოდა. უფროსები უმცროსებს უყვებოდნენ დაუჯერებელ ამბებს, მშობლები შვილებს, ბებია-პაპები შვილიშვილებს.ეს თავგადასავალი არც თაროზე ჩერდება,არც ფურცლებზე ჩერდება,სულ მოგზაურობს.

აზერბაიჯანული ზღაპრები
აზერბაიჯანული ზღაპარი აღმოსავლური ზღაპრის ნაწილთაგანია, ამავე დროს თვითმყოფადი და ეროვნულია.აზერბაიჯანული ზღაპრები ასახავს აზერბაიჯანელი ხალხის ყოფას, ცხოვრებას, მისწრაფებებს. მისი ეროვნული სპეციფიკა, უპირველეს ყოვლისა, გამოვლენილია გეოგრაფიულ, ისტორიულ თუ ყოფით კოლორიტში, გმირთა ხასიათებსა თუ სახეებში, ხალხურ ენასა თუ სტილში.

ჯადოსნურ-ფანტასტიკური ელემენტი აზერბაიჯანული ზღაპრის ერთ-ერთი ყურადსაღები შემადგენელი ნაწილია. ჯადოსნურ ზღაპრებშიც დომინირებს კეთილი და ბოროტი ძალები. კაცობრიობის განვითარების ადრეულ საფეხურზე, როდესაც ბუნების სტიქიური ძალები ადამიანის მოუმწიფებელი გონებისთვის შეუცნობელი იყო, ბუნების მოვლენები სულიერისა და ბოროტი ძალის სახეს იღებდა, რასაც ადამიანი თავისი უძლურების საკომპენსაციოდ კეთილ ძალას უპირისპირებდა.



ასურული ზღაპრები
შვედური ზღაპრები
გერმანული და დანიური ზღაპრები ძმები გრიმებისა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელებთან ერთად კარგა ხანია მსოფლიო კულტურის საგანძურში შევიდა, შვედური ზღაპრები კი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში გასცდა თავისი ქვეყნის საზღვრებს.

ამ ტომში ხასიათის მიხედვით ყველა ზღაპარი ყოფითია. მოქმედება ყველგან რეალურ ვითარებაში ხდება. ზღაპრების პერსონაჟები გლეხები, გლეხის გოგოები, უჭკუო ხელმწიფეები, მამაცი უფლისწულები, ლამაზი
და ჭკვიანი მეფის ასულები და გოლიათები არიან.
ყველა ზღაპარი ერთი იდეით სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებით არის გამსჭვალული.
ფრანგული ზღაპრები
სპარსული ზღაპრები
როგორია აღმოსავლური მენტალიტეტის წყარო? რაში მდგომარეობს ისლამის სიბოლიკის, ქრისტიანობის და იუდაიზმის ფარული მნიშვნელობა? აღმოსავლეთში ქალი მამაკაცზე მნიშვნელოვანია? ვინ არის ჯინი არაბულ ზღაპრებში? რატომ არის საჭირო ზღაპრები დიდებისთვის?
მითებისა და ზღაპრების წარმომავლობა და მათი როლი ისეთმა ცნობილმა ავტორებმა გამოიკვლიეს, როგორებიცაა: ზიგმუნდ ფროიდი, ოტო რანკი, ჰანს ზაქსი. – რა არის მითი? ის, რასაც შესაძლოა ოდესღაც ადგილი ჰქონოდა ამა თუ იმ ერის რეალურ ისტორიაში.

მოგონებების გარკვეული ფრაგმენტები, რომლებიც ტექსტებად და ნარატივებად იქცა. ფსიქოლოგია და ყველა ფსიქოლოგიური კონფლიქტი, რომლებსაც ზღაპრები მოგვითხრობენ, ძალიან დიდ ძალას ატარებს. ამიტომაც ასეთი ტექსტები საუკუნეების მანძილზე მოგზაურობენ.
ჯინი, როგორც მინიმუმ, სახიფათო არსებაა. ის უკავშირდება კვამლს, ცეცხლს და მიწისქვეშ ცხოვრობს ისევე, როგორც ეშმაკი. თავდაპირველად ასეთი პერსონაჟები ბევრი იყო, შემდეგ კი გაერთიანდნენ და ორი პოლუსი შექმნეს: – ქრისტიანობაში ანგელოზების და დემონების სამყარო, ხოლო მუსლიმებში – ალაჰისა და ჯინების სამყარო.

სიტყვა „ჯინი“ არაბული წარმომავლობისაა და ნიშნავს იდუმალს, დაფარულს. როგორც წესი, ისინი ადამიანის თვალისთვის უხილავები არიან. მათ საკუთარი სამყარო აქვთ, საკუთარი ცხოველებით და პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. მათ შეუძლიათ ადამიანების სამყაროში გადმოსვლა და მათ ცხოვრებაზე ზემოქმედება.

 სპარსული ხალხური ზღაპრები უმდიდრესი სპარსული ფოლკლორის ნაწილია. ისინი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კრებულში სამი სახეობის ზღაპრებია გართიანებული: ჯადოსნური, ყოფითი და ზღაპრები ცხოველების შესახებ. მათ შორის ბევრი სრულიად გამორჩეულია, ზოგიერთი კი თქვენთვის სხვა ხალხების ზღაპრებიდან ცნობილ სიუჟეტებს, თავგადასავლებსა თუ გმირებს მოგაგონებთ. აქაც შეხვდებით სასტიკ მბრძანებელს, გულღრძო დედინაცვალს, გრძნეულ დედაბერს, დრაკონსა თუ სხვა ბოროტ ძალებს, რომლებსაც გულადი, გამჭრიახი და კეთილი გმირი ამარცხებს.

ინდიელთა ზღაპრები
ტროპიკული ტყეებისა და სავანეების
ინდიელთა ლეგენდები და ზღაპრები.
სხვა ცივილიზაციების მსგავსად, მეზოამერიკის ხალხებიც ქმნიდნენ თავიანთ მითებს, ლეგენდებსა და ზღაპრებს. ამ თხზულებებში აღწერილია როგორც მოკვდავი ადამიანების ცხოვრება, ასევე მითოლოგიური არსებების და მათი ღმერთებისაც.
ინდიელები თავიანთ ლეგენდებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ სიცოცხლის და ბუნების კანონების შესწავლას. ასევე, სამყაროს შექმნისა და განვითარების ეტაპების ისტორიებს.
საინტერესოა, რომ სახელი „ინდიელები“ ამერიკის მოსახლეობამ სრულიად შემთხვევით მიიღო. ქრისტეფორე მატერიკი, ეგონა, რომ ინდოეთში მოხვდა.
ინდიელებს გადარჩენაში ბუნება ეხმარებოდათ. მისი წყალობით, მათ ისწავლეს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება. ისინი არასოდეს ხოცავდნენ ცხოველებს გართობის მიზნით. ბუნება აძლევდა მათ სამოსს, სითბოს და ბინას. კოლუმბს, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ეს

თანამედროვე ეპოქაში ეს არქაული ზღაპრები და მითები შესაძლებლობას გვაძლევს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ კულტურას დავუახლოვდეთ და ინდიელების ყველაზე საკრალურ და იდუმალ ფიქრებში ჩავიძიროთ.
ინდიელთა ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი სარწმუნოებას უკავია. თითოეულ ტომს თავისი დიდი და პატარა ღმერთების გალერეა აქვს. ღმერთები არიან მთელი სამყაროს, მისი ბინადარი ცხოველების, მცენარეებისა და ადამიანების შემქმნელნი. მათ ნებას ემორჩილება ყველაფერი. მზის ღმერთი რიტი და მთვარის ღმერთი უნე დიდი ბელადის, იაგურ ნიცუენგლეს შვილები არიან.

აფრიკული ზღაპრები
აფრიკულ ზღაპრებში სიმდიდრედ არ მიიჩნევა არც ოქრო, არც ფული ან მიწა. აქ სიმდიდრე – საჭმელი ან ზოგიერთ შემთხვევაში, ლამაზი ცოლია.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მრავალი აფრიკული ზღაპარი ისტორიკოსების ინტერესის საგანს წარმოადგენს, რადგან მათში არა მარტო გამოგონილი, მითოლოგიური მოვლენებია მოთხრობილი, არამედ უძველესი ტომების გაჩენის ისტორიაც. რა თქმა უნდა, ზღაპრები წინაპრების ამბებს ალეგორიული და ჰიპერბოლიზებული სახით გადმოსცემს, მაგრამ მათში აფრიკელების წარმოდგენებიც ჩანს: სამყაროს შექმნის, ადამიანის გაჩენის ისტორია და ა.შ
საინტერესოა ისიც, რომ აფრიკაში ზღაპრების მთხრობელები ძირითადად მამაკაცები არიან. დასავლეთ აფრიკაში პროფესიონალი მეზღაპრე მამაკაცების სპეციალური კასტაც კი შეიქმნა. მათ დიელებს ეძახიან.
აფრიკულ ზღაპრებში ბევრი ამბავია ცხოველების მონაწილეობით. ბევრი ღრმა, შემეცნებით ხასიათს ატარებს. ის აფრიკელი ხალხების ნამდვილი კულტურული მემკვიდრეობაა.

კორეული ზღაპრები
აღმოსავლეთ აზიის განაპირას მდებარე კორეა გასაოცარი სილამაზით და ბუნების მრავალფეროვნებით არის ცნობილი. აქ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, რომელიც ათასწლეულების მანძილზე მუშაობდა წინაპრების მიერ დატოვებულ მიწაზე. შემთხვევით არ შეარქვეს მცხოვრებლებმა კორეას პოეტური სახელი – “მშვიდი დილის სამყარო”.
კორეელებმა მდიდარი და უნიკალური კულტურა შექმნეს, რომლის განუყოფელი ნაწილი ხალხური ხელოვნებაა: ზღაპრები, ლეგენდები, მითები, ანდაზები, იგავები და სიმღერები.
ზღაპრები – კორეული ფოლკლორის წამყვან ჟანრს წარმოადგენს და კორეელი ხალხის სულიერი და პოეტური კულტურის ფასეული ძეგლია. კორეულ ზღაპრებს უზარმაზარი საგანმანათლებლო ღირებულება აქვს.
ცხელი ზაფხულის საღამოს მოხუცი მეზღაპრეები – იაგიკუნები, ბავშვებს ზღაპრებს უამბობდნენ. არაერთი თაობა აღტაცებით ისმენდა ისტორიებს ჯადოქრებზე, სასწაულებზე, ეშმაკი – ტოქკების ჩახლართულ მანიპულაციებსა და ხრიკებზე და გარდაცვლილი წინაპრების სულებზე. დასვენების საათებში იაგიკუნების მონათხრობს უფროსებიც სიამოვნებით ისმენდნენ. ცივი ზამთრის ღამეს, როდესაც სუსხიანი ქარი ქაღალდაკრულ ფანჯრებს მიღმა ბობოქრობდა, ან ცხელი ზაფხულის შუადღეს, ბრინჯის მინდორში, მტირალა ტირიფების ჩრდილში.
უფროსებს, ისევე, როგორც ბავშვებს, სჯეროდათ ყოვლისშემძლე მეომრის – ჩჟანსუსი, რომელსაც შეეძლო ადამიანების ხსნა სხვადასხვა უბედურებისგან. სჯეროდათ „ბედნიერი“ საფლავის, რომელიც ერთადერთ „ბედნიერ მთაზე“ იყო დამალული. მისი პოვნის ჯილდოდ ელოდნენ წინაპრების დალოცვას, კეთილდღეობას და ბედნიერებას.
კორეული ზღაპრები ხალხის ცხოვრების, ტრადიციების და ჩვეულებების ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს. როგორც სხვა ხალხების ფოლკლორი, კორეული ზღაპრებიც ორგანულად დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან. მეტწილად, ზღაპრები ფეოდალური სამყაროს განვითარების ეტაპებს ქმნის, თავისი სოციალური ატრიბუტებით. ამრიგად, ზღაპრებში მხატვრული ფორმით აისახა კორეელების ისტორიის სხვადასხვა ეტაპი.

სლოვაკური ზღაპრები
ტიპური სლოვაკური ზღაპრებისთვის (მაგალითად, „დათვი, კოღო და მელია“, „დიადი ძაღლი“, „თხები“) დამახასიათებელია მარტივი კომპოზიცია, მყარი ფაბულა და დიალოგის განვითარებული ფორმა.
ეს მემკვიდრეობა დაკავშირებულია კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებებთან, მოვლენებთან და ადგილებთან. ისინი შეიძლება დაიყოს სამ ციკლად: მეფე დათვზე, თურქებსა და იანოშიკზე.
სლოვაკურ ლეგენდებში მნიშვნელოვან ადგილს ბიბლიური სიუჟეტებიც იკავებს (ბრძენ სოლომონზე, ადამისა და ეშმაკის პირველ შეხვედრაზე და სხვ.).
– იცოდით, რომ კონკია მარტო საფრანგეთში არ ცხოვრობდა? აზიის ხალხთა ზღაპრებშიცაა ისტორია დაკარგულ ფეხსაცმელსა და ნაპოვნ ბედნიერებაზე. – და გველი გორინიჩი? ფიქრობთ, რომ ეს საშიში პერსონაჟი მხოლოდ რუსულ ზღაპრებშია? სულაც არა! დრაკონებს და ცეცხლისმფრქვეველ გველებს ევროპის ზღაპრებშიც შეხვდებით. აღმოსავლეთში მფრინავი ურჩხულები ბოროტი მონსტრები კი არა, დადებითი პერსონაჟები არიან.

თურქული ზღაპრები
თითქმის ყოველ თურქულ ზღაპარში შეხვდებით უცნობი ქვეყნის ფადიშაჰს, რომელიც ლამაზ სასახლეში ცხოვრობს, მრავალრიცხვოვანი გარემოცვა ჰყავს და უსაზღვრო ძალაუფლება გააჩნია. ფადიშაჰს, როგორც წესი – სამი ვაჟი, ერთი ქალიშვილი, ან ქალ-ვაჟი ჰყავს: შეჰზადე და სულთანი. სწორედ ისინი არიან თურქული ზღაპრების მთავარი გმირები.
თუ ფადიშაჰს ერთი შვილი ჰყავს, მაშინ ის აუცილებლად დიდი ხნის ნანატრი შვილია. ის უჩვეულოდ იბადება – ყველაზე ხშირად, ვაშლისგან, რომელიც ფადიშაჰს მოგზაურმა დერვიშმა მისცა. თურქული ზღაპრის კიდევ ერთი გავრცელებული გმირები ღატაკი ოჯახის შვილები არიან, რომლებიც საბოლოოდ აუცილებლად უნდა მოხვდნენ ფადიშაჰის ოჯახში განსაკუთრებით საინტერესო თურქული ზღაპრის ჯადოსნური პერსონაჟები არიან. სწორედ მათშია არეკლილი ხალხური ფანტაზია, მათი შიშები და ზოგიერთი მითოლოგიური წარმოდგენა სამყაროზე. ასეთი ჯადოსნური პერსონაჟები შეიძლება იყვნენ: დრაკონები, ფერიები, დევები, ჯინი, ზურმუხტის ფრინველი და ა.შ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პერსონაჟი – დევია. დიდი ზომის მონსტრი, რომელიც ადამიანებს ჭამს და ჰაერში დაფრინავს. ეს კაციჭამიები, რომლებიც ადამიანებისადმი მტრულად არიან განწყობილი, ზოგჯერ მათ ეხმარებიან. ისინი ერთ ჭამაზე რამდენიმე ცხვარს ყლაპავენ და ორმოცი დღე გადაბმულად სძინავთ.
დევები მთა „კაფის“ უკან, უდაბნოში, ან მიტოვებულ აბანოებში ცხოვრობენ.
არაპი, იგივე შავკანიანი ჯინი, რომელიც თურქებთან არაბული სამყაროდან მოხვდა, ბოროტი ძალების მქონე პერსონაჟია, რომელიც მაგიას და ჯადოქრობის უნარს ფლობს.
ის ზღაპრებში ჩნდება მაშინ, როდესაც გმირები წარმოთქვამენ: „ოჰ!“, ანუ, როდესაც ჩივიან.
თურქული ზრაპრისთვის ასევე დამახასიათებელია ისეთი ზღაპრული ატრიბუტები, როგორიცაა ერთ ღამეში აშენებული ბროლის სასახლე, მფრინავი ხალიჩა, ჭურჭელი, საიდანაც თაფლი და კარაქი გადმოდის, უჩინმაჩინის ქუდი და ა.შ.