ლუვრი
უფიცი
file_700857828
 
Sale!
 

მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები

50.00 35.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: დავერიო ფილიპ
გვერდები: 128
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
თარგმანი: ეკატერინე კობახიძე, მაია დონაძე
ხელმისაწვდომი: არის
ISVN: 9789941248504
ხელმისაწვდომი: არის
Qty

Image result for louvre hd
საუკეთესო სერია ხელოვნების, მუზეუმებისა და უბრალოდ წიგნების მოყვარულებისათვის
უფიცი შესულია: მუზეუმის ისტორია, ტრიბუნა „საოცრების ოთახი“, ლუიჯი ლანცი და უფიცის რეორგანიზაცია
კოლექციები
შედევრები: ჩიმაბუე, ჯოტო, სიმონე მარტინი და ლიპო მეი, მაზაჩო, კარავაჯო, ტიციანო, პიეტრო პერუჯინო, როსო ფიორენტინო, სანდრო ბოტიჩელი და სხვა უამრავი შედევრი, ასევე ხელოვანთა ბიოგრაფიები
ეს უნიკალური სერია მათთვისაა, ვისაც სურს, ჰქონდეს მსოფლიო შედევრების საკუთარი კოლექცია, ნებისმიერ დროს შეძლოს მისი დათვალიერება და თითოეული შედევრის ისტორიის გაცნობა.
Image result for louvre hdპროექტ “მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები” საქართველოში ანალოგი არა აქვს. მართალია, სამეცნიერო ენციკლოპედიებისა თუ ნაშრომების კითხვისას გარკვეულ ინფორმაციას იღებთ, თუმცა,­ ასეთი მარტივად აღსაქმელი ტექსტითა და მაღალი ხარისხის ფოტოებით დატვირთული წიგნი ხელოვნების ნიმუშებისა და ისტორიის შესახებ საქართველოში არ გამოცემულა.  “მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები” ერთგული მეგზური გახდება არა მხოლოდ მკითხველისთვის, რომელსაც მსოფლიო მუზეუმების შესახებ ინფორმაცია აინტერესებს, მაგრამ შესაბამისი განათლება არა აქვს, არამედ ხელოვნებათმცოდნეებისთვისაც, რადგან სერიაში თითოეული ნაშრომისა და მათი ავტორების შესახებ საინტერესო ბიოგრაფიული კვლევების გარდა, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნის ანალიზს გაეცნობით.
ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული,­ რომ მასზე­ პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. ბუნებრივია, ასეთ გამოცემაზე მოყვარული მთარგმნელი ან ხელოვნებათმცოდნე ვერ იმუშავებდა – უამრავი დეტალია, რომელიც საფუძვლიან ცოდნასა და გადამოწმებას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისტორიული ტერმინების.

პროექტი თავდაპირვე­ლად იტალიურმა გამოცემამ მოამზადა და მასზე ცნობილმა ხელოვნებათმცოდნე დავირიომ იმუშავა. მისი ნაშრომები მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და მის ანალიზს ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები ითვალისწინებენ, ახლა კი ქართველ მკითხველსაც უჩნდება შესაძლებლობა, დავირიოს კვლევებს გაეცნოს და მისი დახმარებით შეუცვლელი გზამკვლევი ჰქონდეს სხვადასხვა მუზეუმის გაცნობისას. დავირიო თითოეული ნახატისა და მისი ავტორის ბიოგრაფიაზე­ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მეტიც,­ მუზეუმების დაფუძნების შესახებ ცნობები იმ ქვეყნებზეც მოგვითხრობს, სადაც ეს მუზეუმებია დაარსებული… შესაბამისად, ამომწურავ ინფორმაციას ყველა მიმართულებით მიიღებთ, თუ გამგზავრებასა და რომელიმე მუზეუმის დათვალიერებას გეგმავთ, მას ცოდნით შეიარაღებული ესტუმრებით.

ტომი 1- ლუვრი
ტომი 2 – უფიცი

Image result for Galleria degli Uffizi

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა