Jemal-Karchkhadze-Stories_I_Cover-34
Jemal-Karchkhadze-Stories_II_Cover-38 (1)
 
 

ჯემალ ქარჩხაძე – მოთხრობები

29.80

გამომცემლობა: ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობა
ზომა: 14.8X21.5 სმ.
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 388
ყდა: მაგარი
ISBN 978-9941-452-53-6
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წლის 13 მაისს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. ინტერვიუში მწერალ მიხო მოსულიშვილთან, ქარჩხაძე ამბობს: „საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებებული“.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი სწავლობდა თბილისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში. შემდგომ კი კინოსტუდია — ქართულ ფილმში.

მწერლის პირველი მოთხრობა იყო „აბზიანიძეების ოჯახი“, რომელიც 1962 წელს გამოაქვეყნა. ნაწარმოები ჟურნალ „მნათობში“მიიტანა, სადაც შესწორებულად დაუბეჭდეს. 26 წლის მწერალმა შემდეგი მოთხრობა „ისტორიული რომანი“ კვლავ „მნათობში“ მიიტანა, რომელიც სრული სახით გამოიცა, თუმცა გაზეთ კომუნისტის ჟურნალისტმა ბესო ჟღენტმა ის მიწასთან გაასწორა. “ჩემი, მაშინდელი თავდაჯერება ისეთ სტადიაში იყო, არც გამარჯვება შეეძლო გაებრუებინა და არც დამარცხებას შეეძლო შეერყია” — ამბობდა ამ პერიოდზე ქარჩხაძე.

„კომუნისტის“კრიტიკის შემდეგ მნათობმა ქარჩხაძის ნაწარმოებების გამოქვეყნება შეწყვიტა, რის გამოც ჯემალმა ბედი „ცისკარში“ სცადა, სადაც მწერლის ნაშრომები სიამოვნებთ მიიღეს და მათი თანამშრომლობა აღარ შეწყვეტილა.

გარდა მოთხრობებისა და პუბლიცისტიკისა, ჯემალ ქარჩხაძემ დრამატურგობაც სცადა. მისი პიესა „დევიძეების ოჯახი“ იდგმებოდა მარჯანიშვილის თეატრში და გარკვეული წარმატებაც ჰქონდა.

ჯემალს მწერლობის გარდა იტაცებდა იოგას ვარჯიშები. როგორც თვითონ ამბობდა: „იოგა ჩემი პროფესიისთვის მჭირდებოდა, რათა მომეხდინა საკუთარი ძელების კონცენტრაცია. დიდი ენერგიის პატრონი არასოდეს ვყოფილვარ და რაც ენერგია მაქვს, მსურდა მიზანმიმართულად სწორად გამომეყენებინა“

 

სრული კრებული ორ ტომად

წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე.

ორტომული
1 ტომი – აბზიანიძეების ოჯახი ; ისტორიული რომანი; სასწაული;გიგანტი;მარიანა; ოპერაცია დეიდა ტასო; კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი; მე-11 მცნება; იგი; დღე ერთი; მაღალი კაცი; დრო

2 ტომი – ბედნიერების მაძიებელი უფლისწული; გუბე; სოლომონიანი; რაჰათ ლუხუმი; ბიძაჩემი იონა; ჭოლა; ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა; იუპიტერის სინანული; მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება;

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

Category: