მოგზაურობა
1
paper-sizes-1600 (3) - Copy
paper-sizes-1600 (3) - Copy
paper-sizes-1600 (3) - Copy
 
 

მოგზაურობა საქართველოში (ქართულ ინგლისური)

50.00

 
ავტორი: ედიშერაშვილი სერგო
დიზაინი: მიხეილ ედიშერაშვილი
ილუსტრირებული: არის
გვერდები: 130
გარეკანი: მაგარი, სუპერი (სასაჩუქრე შეფუთვით)
ენა: ქართულ-ინგლისური
გამოშვების წელი: 2017
ISBN: 978941020766

ხელმისაწვდომი: არ არის
Qty

მოგზაურობა საქართველოში“ – ასე უწოდა ავტორმა ფოტოალბომს, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ გატაცებას – საქართველოს უნიკალურ, მრავალფეროვან ბუნებას, არქიტექტურასა და ქართველი ხალხის თემას ეძღვნება.

ამ ორენოვან წიგნში შესულია სერგო ედიშერაშვილის ნამუშევრები, რომელიც წარმოგვიჩენს საქართველოს მრავალმხრივ და ულამაზეს ბუნებას, კულტურას და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლებს, რომელის ნახვაც უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით, აღმოაჩენთ ბევრ უცნობ ადგილს და იმოგზაურებთ საქართველოში, ალბომი რაჩვეულებრივი საჩუქარია უცხოელი მკითხველითვის.

სერგო ედიშერაშვილმა პირველი ფოტო 14 წლისამ გადაიღო. ზუსტად 20 წლის შემდეგ, სერგო მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთაშორის დასახელდა. მას 12 ფოტოალბომი აქვს გამოცემული. უცხოეთში არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა ჰქონია.

ალბომში წარმოდგენილია: საქართველოს ხენაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ამსახველი ფოტომასალა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი, ისტორიული მცხეთა, დავით გარეჯი, გრემი, ვარძია, უფლისციხე, ხერთვისი, რაბათი, ატენის სიონი, კაცხის სვეტი, რაჭა, სვანეთი, ხევსურეთი, ქარგვის და ბრძოლის ხელოვნება, კერამიკული ნამუშევრები, ქართული საცხენოსნო სპორტის სახეობები, უნიკალური ქართული სუფრა, განუმეორებელი კახეთი და ფიროსმანი, იმერეთი, რაჭა, განსაკუთრებული თავი ეძღვნება ქართულ ღვინოს, ქვევრს, სუფრას და ვაზის ჯიშებს, ასევე უნიკალურ მრავალხმიან ქართულ სიმღერებს და ცეკვებს. ალბომში ასევე შეხვდებით საქართველოს დაცული ტერიტორიების გსაოცარ ფოტომასალას, საქართველოს ქალაქებს და ქართულ ფესტივალებს.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: , ,